კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: რა არის ცრუ სახსარი და როგორ შეიძლება მისი განკურნება?
პასუხი: ცრუ სახსარი ყალიბდება მოტეხილობის არასწორი შეხორცების დროს. ნორმალური სახსრისგან განსხვავდება ხრტილოვანი ზედაპირებისა და მყესების არარსებობით. მკურნალობა – მხოლოდ ქირურგიული.
კითხვა: რა პრეპარატებს გამოიყენებენ ანორექსიისა და ბულემიის სამკურნალოდ?
პასუხი: ანტიდეპრესანტებითა და ნეიროლეპტიკებით მკურნალობას ნიშნავს ექიმი. თვითმკურნალობა შეუძლებელია იმის გამო, რომ ანორექსიით დაავადებული ადამიანები  უარყოფენ თვით პრობლემის არსებობას.
კითხვა: შეიძლება თუ არა ალოეს გამოყენება როგორც პროფილაქტიკური, გამაჯანსაღებელი საშუალების და როგორ?
პასუხი: წვრილად დაჭრილი ალოეს ფოთლები დაჭყლიტეთ, დაუმატეთ თაფლი, წვრილად დაჭრილი ნიორი, ცოტა სპირტი, აურიეთ და მიიღებთ გამაჯანსაღებელ ნაკრებს (მათ შორის ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისაც). მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 1-2-ჯერ, 10-14 დღის განმავლობაში. კურსის განმეორება შეიძლება 1-2 თვეში.
კითხვა: ეფექტურია თუ არა დიეტა ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს და შეიძლება თუ არა მხოლოდ დიეტით განკურნება?
პასუხი: ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს დიეტა ინიშნება მწვავე ქოლეცისტიტის შეტევების პროფილაქტიკისთვის, თუმცა, არ უწყობს ხელს კონკრემენტების (კენჭების) დაშლას ან ახლების წარმოქმნას. ქირურგიული ოპერაციის ალტერნატივად ითვლება ლიტოტრიფსია (ქვების მექანიკური დაშლა) ან ლიტოლითიური თერაპია (სპეციალური პრეპარატების გამოყენება). ეს მეთოდი ეფექტურია ნაღვლის ბუშტის ნორმალური კუმშვადი ფუნქციის დროს, თუ ქვები მცირე ზომისაა და მათში  კალციუმი არ არის.
კითხვა: რატომ იცვლის ხალი ფერსა და ზომას?
პასუხი: თუ ხალი ფერსა და ზომას იცვლის, აუცილებელია ონკოლოგის კონსულტაცია.
კითხვა: რა დაავადებაა „წითელი ქარი“?
პასუხი: „წითელი ქარი“ – კანის ზედაპირული ინფექციაა, რომელსაც ჩირქმბადი სტრეპტოკოკი იწვევს და ძირითადად ქვედა კიდურებს აზიანებს. დაავადება იწყება კანის მთლიანობის დარღვევიდან. მას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები: ვენური უკმარისობა, კანის ანთებითი და სოკოვანი დაავადებები; ასევე, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა.
კითხვა: როგორია C ვიტამინის დღიური დოზა?
პასუხი: რაც მეტი, მით უკეთესი. ნორმალური დღიური დოზაა 2-5 გრამი.  C ვიტამინისგან ჰიპერვიტამინოზი არ არსებობს, რადგან ორგანიზმი ვერ ითვისებს მას იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე საჭიროა. მიიღეთ ჭამამდე. გახსოვდეთ, რომ ტემპერატურა ანადგურებს  C ვიტამინს.
კითხვა: რა არის ჰელიკობაქტერი?
პასუხი: ეს არის ბაქტერია, რომელიც ეთიოლოგიურ როლს ასრულებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის წარმოქმნაში.
კითხვა: რა გართულება შეიძლება მოყვეს ბრტყელტერფიანობას?
პასუხი: თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ტერფის არასწორი დატვირთვისას, ასაკის მატებასთან  ერთად, ღრმავდება დეფორმაცია. აღინიშნება ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, კიდურების დაღლა, ტკივილი.
კითხვა: რა მიზეზით შეიძლება საშუალო ასაკის მამაკაცს ზამთარ-ზაფხულ ღამით ოფლი ასხამდეს და ტუჩები უშრებოდეს მთელი წლის განმავლობაში?
პასუხი: პირველ ყოვლისა, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები გამორიცხეთ. ასევე, ღამით ძლიერი ოფლიანობა და ციებ-ცხელება ლიმფოგრანულომატოზის დროს არის შესაძლებელი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3