კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო ფეხბურთის რომელი ვარსკვლავები თამაშობენ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში

ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთ მსოფლიო დონის ფეხბურთის ვარსკვლავს უთამაშია. საკმარისია დავასახელოთ: ბრაზილიელი პელე, გერმანელი ფრანც ბეკენბაუერი და ლოთარ მათეუსი, კოლუმბიელი კარლოს ვალდერამა, ბულგარელი ხრისტო სტოიჩკოვი და ფრანგი იური ჯორკაეფი. ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი, ანუ „მეიჯორ ლიგა სოკერი” ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა და იქ მრავლად ასპარეზობენ ევროპიდან გადახვეწილი ფეხბურთელები. „თბილისელების” ამ ნომერში „მეიჯორ ლიგის” წლევანდელი სეზონის ყველაზე ვარსკვლავური ფეხბურთელებისგან შემდგარ ტოპ-ათეულს გთავაზობთ.
მატეო ფერარი – იტალია
მატეოს საფეხბურთო კარიერა 17 წლის ასაკში, მილანის „ინტერში” დაიწყო. თუმცა, თავის დამკვიდრება ტიტულოვან კლუბში გაუჭირდა და რამდენიმე წელი სხვადასხვა კლუბში თამაშობდა განათხოვრების წესით. მათ შორის გახლდათ „პარმა”, საიდანაც მიიღო მიწვევა იტალიის ნაკრებში. „სკუადრა აძურაში” 11 მატჩის ჩატარების შემდეგ ფერარი „რომას”, „ევერტონისა”და ბოლოს „ბეშიქთაშის” ღირსებას იცავდა. მის მიმართ ინტერესს იჩენდნენ „მანჩესტერ სიტი” და „იუვენტუსი”, თუმცა თურქეთში წარუმატებელი ორი სეზონის შემდეგ ფერარიმ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კარიერა „MLS-ის“ კლუბ „მონრეალ იმპაკტში” განაგრძო, სადაც ადგილობრივი ფანების კერპად იქცა.
ჯულიან დე გუსმანი – კანადა
ჯულიან დე გუსმანი კანადელი ფეხბურთელების იმ მცირე ჩამონათვალს მიეკუთვნება, რომელთაც წარმატებული კარიერა ევროპაში აიწყვეს. დე გუსმანს სხვადასხვა დროს გერმანულ „ჰანოვერსა” და ესპანურ „დეპორტივოში” უთამაშია, სადაც ერთხელ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ მისით ბარსელონას „ესპანიოლი” იყო დაინტერესებული, გუსმანმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. 2009 წელს „MLS-ის“ კლუბ „ტორონტოში” გადავიდა, სადაც წარმატებით ასპარეზობს.
ტეემუ ტაინიო – ფინეთი
ფინელი ნახევარმცველი ტეემუ ტაინიო „ნიუ-იორკ რედ ბულის” შემადგენლობაში ირიცხება და ადგილობრივი ფანების საყვარელი ფეხბურთელია. ამერიკაში გადაბარგებამდე, ტეემს ფრანგული „ოსერის”, ჰოლანდიური „აიაქსისა” და ინგლისური „ტოტენჰემის” შემადგენლობაში თამაშობდა, სადაც სოლიდურ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ტაინიო ფინეთის ეროვნული ნაკრების წევრია და სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ რაუნდში.
ლი იუნ პე – სამხრეთ კორეა
კორეელი ლი იმ „პსვ-ს“ წევრი იყო, რომელმაც პაკ ჯი სუნის მეთაურობით, 2005 წელს ნამდვილი თრილერი დაატრიალა „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში. ლი ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო მარცხენა მცველია და ბუნებრივია, მასზე ევროპულ გრანდებს ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული. ლიმ „ტოტენჰემისა” და „ბორუსია დორტმუნდის” რიგებში მოასწრო ასპარეზობა, საიდანაც შემდგომ არაბეთის ნახევარკუნძულს მიაშურა. თუმცა, ამ ზამთარს ის ამერიკაში გადაბარგდა, სადაც „მეიჯორ ლიგის” კლუბ „ვანკუვერის” ღირსებას იცავს.
ლენდონ დონოვანი – ამერიკის შეერთებული შტატები
ლენდონ დონოვანი ბოლო ათწლეულის საუკეთესო ამერიკელ ფეხბურთელად მიიჩნევა, რომელმაც, სამწუხაროდ, თავისი საფეხბურთო ნიჭის რეალიზება ევროპაში ვერ მოახერხა. „ბაიერნი”, „ლევერკუზენი”, „ევერტონი” – ეს ის კლუბებია, სადაც დონოვანმა საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. ამჟამად, დონოვანი „ლოს-ანჯელეს გელექსის” შემადგენლობაში ირიცხება, სადაც კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. დონოვანზე დიდ იმედებს ამყარებენ ამერიკის ნაკრებშიც და მიაჩნიათ, რომ სწორედ ის გახდება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკული „დრიმ თიმის” ლიდერი.
რაფაელ მარკესი – მექსიკა
2006 წელს რაფაელ მარკესი გახდა პირველი მექსიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. მარკესი „ბარსელონას” შემადგენლობაში თამაშობდა 7 სეზონის განმავლობაში და ფრენკ რაიკარდისა და ხოსე გუარდიოლას ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლებოდა. გარდა ამისა, რაფა მარკესი დღემდე ასპარეზობს მექსიკის ეროვნულ გუნდში, სადაც კაპიტნის სამკლაურს ატარებს. 2010 წელს მან კონტრაქტი გააფორმა „ნიუ-იორკ რედ ბულთან” და მისივე თქმით, ამერიკული კლუბი უკანასკნელი იქნება მის წარმატებულ საფეხბურთო კარიერაში.
რობი კინი – ირლანდია
ირლანდიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, რობი კინი ამჟამად ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, ხოლო ოკეანის გაღმა, მასზე დიდ იმედებს ამყარებენ ლოს-ანჯელესში, სადაც ის ადგილობრივი „გელექსის” ფეხბურთელად ითვლება. რობი საკულტო ფიგურაა მსოფლიო ფეხბურთისთვის. ის გატანილი გოლების მიხედვით ირლანდიის ნაკრების რეკორდსმენია, ხოლო ლონდონის „ტოტენჰემში” მას დღემდე ტკბილად იხსენებენ. 2011 წლიდან რობი ამერიკაში თამაშობს და ამბობენ, თავის მრავალწლიან კარიერას იქ დაასრულებსო. თუმცა, ინგლისში იმედი აქვთ, რომ ბოლო თამაშს რობი მშობლიური „პრემიერლიგის” რომელიმე კლუბის რიგებში გამართავს.
ტორსტენ ფრინგსი – გერმანია
გერმანელი ტორსტენ ფრინგსი „ტორონტოს” ფეხბურთელია და ადგილობრივ ფანებში ის უზომო პოპულარობით სარგებლობს. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გადაბარგებამდე, ფრანგ ფეხბურთელს წარმატებული კარიერა ჰქონდა „ვერდერისა” და გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში, რომელთან ერთადაც, მან ორ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა – 2002 და 2006 წლებში. ფრინგსის კარიერაში არის შავი ლაქებიც, მან ვერაფრით მოიგო „ბაიერნის” მწვრთნელის, ფელიქს მაგათის გული და 2004 წელს იძულებული გახდა ყველაზე ტიტულოვანი გერმანული კლუბი მიეტოვებინა. არადა, არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა მომავალში, რომ არა ეს კონფლიქტი.
დევიდ ბექჰემი – ინგლისი
მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის გადასვლა ამერიკის „მეიჯორ ლიგაში” 2007 წელს ნამდვილი შოკი იყო ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „რეალის” ვარსკვლავმა ბევრის აზრით სარისკო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც „ლოს-ანჯელეს გელექსიში” გადავიდა. თუმცა, წლების შემდეგ, ყველა დარწმუნდა, რომ ბექჰემმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მისი გადასვლით ამერიკაში უაღრესად აიწია საფეხბურთო დონემ. ევროპიდან მასიურად დაიწყო ფეხბურთელების გადინება. ბექჰემი ამჟამად 37 წლისაა და კარიერის დასრულებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. ის მთლიანად არის კონცენტრირებული 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე, სადაც დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო ნაკრებში გამოსვლის სურვილი აქვს.
ტიერი ანრი – საფრანგეთი
როდესაც ამ ზამთარს ტიერი ანრი 2 თვით „არსენალის” რიგებში თამაშობდა, ყველა დარწმუნდა, რომ ლეგენდარულ ფორვარდს სულაც არ დაუკარგავს გოლის ალღო. ანრი „არსენალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და „ბარსელონას” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ნიუ-იორკ რედ ბულის” სული და გულია. ის უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც მოგებული აქვს პრაქტიკულად, ყველა საფეხბურთო ტურნირი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ჩათვლით. არსებობდა ვარაუდი, რომ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი ანრის „მამლების” რიგებში დააბრუნებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ლეგენდარული ფეხბურთელის სანაკრებო კარიერა 2010 წლის მუნდიალზე დასრულდა.

скачать dle 11.3