კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი ფხიზელ მონებზე

„სარტყელი შემოირტყით წელზე და თქვენი სანთელი აანთეთ. იყავით თქვენ იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ. ნეტავ იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად პოვებს მათი ბატონი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. სარტყელს შემოირტყამს, დასხამს მათ, მივა და მოემსახურება. თუ მეორე ან მესამე გუშაგობისას მოვა და ასე ნახავს, ნეტარნი იქნებიან ის მონები“.
ლუკა 12, 35-38.

ვის შენატრის უფალი
ქორწილში წასული ბატონი ამ იგავში ქრისტე უფალია, რომელიც თავისი აღდგომიდან მეორმოცე დღეს ზეცად ამაღლდა. მონები, რომლებიც თავიანთ ბატონს მოელიან, მართლმორწმუნე ქრისტიანები არიან. ისინი ქრისტეს მეორედ მოსვლას ფხიზლად ელოდებიან. ზეციდან დიდებით მობრძანდება ჩვენი უფალი და თავის ერთგულ მიმდევრებს გასაოცარ ჯილდოს არგუნებს.
იგავში უფალი ამბობს, რომ ამ სანატრელ მონებს ბატონი თავის გვერდით დაისხამს და მოემსახურება. განა გინახავს ან გაგიგონია, რომ ბატონი მონას ემსახურებოდეს? უფალი საკვირველი თავმდაბლობის მაგალითს გვაძლევს და აი, კიდევ რას გვეუბნება:
„მე ვარ თქვენ შორის ვითარცა მსახური... რადგან ძე კაცისა (ესე იგი, ქრისტე) იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ, რათა სხვებს ემსახუროს“ (ლუკა 22, 27).
როგორ მოგვემსახურა უფალი? მისი ზეციდან მიწაზე გარდამოსვლა, მისი შობა, ქადაგება, სასწაულები და კურნებანი, მისი ტანჯვა, ჯვარცმა და სიკვდილი, აღდგომა, ამაღლება და სულიწმიდის მოფენა – განა ყოველივე ეს უდიდებულესი სამსახური არ არის? მერედა – ვისთვის? ჩვენთვის – ცოდვილთათვის! უფალს იმდენად ძლიერი და დიდი სიყვარულით ვუყვარვართ, რომ ზეცა ჩამოგვიტანა მიწაზე, რათა მიწაზე მყოფნი ზეცის ღირსნი გაგვხადოს!
მაგრამ ღირსი მარტო ფხიზელი მონის მსგავსი ქრისტიანი იქნება, ვისზეც უფალი ბრძანებს: ნეტავ მას, ნეტარი იქნებაო!
„ფხიზელი მონების“ იგავში უფალი ორჯერ ახსენებს სარტყელის შემორტყმას. იმ დროს, აღმოსავლური ჩვეულებით, მეტად ფართოკალთებიან ტანსაცმელს ატარებდნენ. საჭირო იყო მისი ქამრით შემოჭერა, რომ საქმის კეთებისას ხელი არ შეშლოდათ. სარტყელმოჭერილი სამოსი გულმოდგინების ნიშანი იყო და უფალიც ამას მიანიშნებს თავის იგავში.
ანთებული სანთელი ქრისტეს ნათელია. ამ ნათელს თუ ატარებ გულში, მადლიანად იცხოვრებ და არც სიფხიზლე მოგაკლდება.
იგავის დასასრულ მეორე და მესამე გუშაგობის ჟამია ნახსენები. რომის იმპერიაში მოქმედებდა ღამის სამსაათიანი საყარაულო ცვლები, რასაც გუშაგობა ერქვა. სულ ოთხი გუშაგობა იყო: პირველი საღამოს ექვსი საათიდან იწყებოდა, მეორე – ცხრა საათიდან, მესამე – შუაღამის თორმეტიდან, ხოლო მეოთხე სამიდან დილის ექვსამდე გრძელდებოდა.
ღამის ცხრიდან შუაღამის სამამდე (მეორე და მესამე გუშაგობისას) ყველაზე მეტად უჭირს ხოლმე კაცს ფხიზლად ყოფნა. უფალი გვაფრთხილებს, რომ ქრისტიანისთვისაც არ იქნება იოლი, სიფხიზლე შეინარჩუნოს და მეორედ მოსვლის დღეს იმ მონასავით შეეგებოს, რომელზეც ჩვენი ტკბილი უფალი ამბობს:
„ნეტავ იმას, რომელსაც ფხიზლად პოვებს ბატონი“.

скачать dle 11.3