კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ვცხოვრობ ბათუმში და სისხლის სამართლის საქმეზე დაბარებული ვარ მოწმედ თბილისის საქალაქო სასამართლოში. გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა, ამინაზღაურდეს სასამართლოში გამოცხადებისთვის საჭირო ხარჯები და რა წესით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონის შესაბამისად, თქვენ, როგორც მოწმეს, უფლება გაქვთ, მოითხოვოთ სასამართლოში გამოძახებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით. სასამართლოს შეუძლია, დაავალოს მხარეს, რომლის შუამდგომლობითაც გამოძახებულია მოწმე, წინასწარ გადაიხადოს მოწმის სასამართლოში გამოძახებასა და დაკითხვასთან დაკავშირებული ხარჯები. ასეთ შემთხვევაში, მოწმეს გამოიძახებს სასამართლო მას შემდეგ, რაც მხარე შეასრულებს აღნიშნული ხარჯების გადახდის მოვალეობას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, კონკრეტულად მოწმის სახით ვისი დაკითხვის უფლება არ აქვს ბრალდების მხარეს სასამართლოში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, არც ბრალდების და არც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში მოწმის სახით არ შეიძლება გამოძახებული და დაკითხული იქნეს: ა) პირი, რომელსაც თავისი ფიზიკური ნაკლის ან ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეუძლია, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;
ბ) სასულიერო პირი – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდეს აღსარების დროს;
გ) წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებსა და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზე – ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას;
დ) მედიატორი – ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა მედიატორის მოვალეობის შესრულებისას.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვის აქვს კონკრეტულად უფლება, სასამართლოში უარი თქვას მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება აქვთ: ა) მხარეთა მეუღლეებს; ბ) ახლო ნათესავებს: შვილებს, შვილიშვილებს, ძმებს, დებს, მშობლებს, მშვილებლებს, შვილობილებს, მზრუნველებს, მეურვეებს, ბებიებს, ბაბუებს; გ) პირებს, რომლებიც, თავიანთი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, ვალდებულნი არიან, დაიცვან საიდუმლო, თუ ისინი გათავისუფლებულნი არ არიან ამ მოვალეობისგან. ამასთან, ჩვენების მიცემაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ ჩვენების მიცემა გამოიწვევს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ან მიაყენებს მათ ქონებრივ ზიანს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად, პირი ვალდებულია, მისცეს ჩვენება, თუ: ა) საჭიროა დადასტურდეს გარიგება, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ; ბ) გასარკვევია ოჯახის წევრის დაბადების, დაქორწინების ან გარდაცვალების საკითხები; გ) ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას იგი მოქმედებდა, როგორც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ ახორციელებს მოწმე სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოწმემ, რომელიც უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, უნდა დაასაბუთოს ეს უარი. საკითხი იმის შესახებ, აქვს თუ არა მოწმეს უფლება, უარი თქვას ჩვენების მიცემაზე, საბოლოოდ გადაწყდება სასამართლოს მიერ.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას გულისხმობს ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში?
პასუხი: „ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან.
კითხვა: მაინტერესებს, დაკავების შემთხვევაში, აქვს თუ არა უფლება პირს, თავისი დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ახლობელს?
პასუხი: ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში, თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა, ასევე, შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია.
კითხვა: მაინტერესებს, რა ვადაშია თანამდებობის პირი ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია და რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება თანამდებობის პირს დეკლარაციის წარუდგენლობისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პირი ვალდებულია, თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირი ვალდებულია, თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები. დადგენილ ვადაში პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა უფლებებით სარგებლობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, რომელსაც  ბრალად ედება დისციპლინური დარღვევა? 
პასუხი: ბრალდებულს (მსჯავრდებულს), რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს: მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი; ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად; მისი საქმე განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენით და ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, თუ ამას თავად მოითხოვს; მოითხოვოს მოწმეთა დასწრება დისციპლინურ განხილვაზე და დაკითხოს მოწმეები; ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.
კითხვა: რა მაქსიმალური ვადით შეიძლება საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული მოათავსონ ეგრეთ წოდებულ კარცერში?
პასუხი: სამარტოო საკანში, ეგრეთ წოდებულ კარცერში ბრალდებულის მოთავსების მაქსიმალური ვადაა  20 დღე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეუძლია თუ არა ბრალდებულს, გაასაჩივროს მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი – „სამარტოო საკანში მოთავსება“ და, თუ შეუძლია – როგორ?
პასუხი: ბრალდებულს (მსჯავრდებულს) უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა, ბრალდებული, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სახდელი („სამარტოო საკანში მოთავსება“), გადაყვანილ იქნეს სამკურნალო დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო?
პასუხი: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას ბრალდებულის ან მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე.

скачать dle 11.3