კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

„ეშმაკის სუნთქვა“ – ახალი უძლიერესი ნარკოტიკი

კოლუმბიის დამნაშავეთა სამყარო ახალი, უძლიერესი ნარკოტიკით შეიარაღდა, რომელიც ადამიანებს ზომბებად აქცევს და აიძულებს უპრობლემოდ დატოვონ თავისი ფული და ქონება. ეს ნივთიერება სამეცნიერო წრეებში ცნობილია, როგორც სკოპოლამინი. სამხრეთ ამერიკაში მას უკვე დაარქვეს „ეშმაკის სუნთქვა“.
ნივთიერებას, რომელსაც არც გემო გააჩნია და არც სუნი, ურევენ სასმელში ან საჭმელში. კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში შეიძლება, მოისმინოთ ასობით ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაკარგეს ფული ადამიანებმა, გააუპატიურეს ანდა ორგანოების გარეშე დარჩნენ, თანაც, მათ აბსოლუტურად არაფერი ახსოვდათ. მეხსიერების დაკარგვა სკოპოლამინის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია.
„ერთი გრამი სკოპოლამინი ერთი გრამი კოკაინის მსგავსია, მაგრამ ციმბირის წყლულზე უარესი... ნივთიერების დიდი დოზით მიღება სიკვდილს იწვევს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთმა კოლუმბიელმა ნარკოდილერმა.
უნდა აღინიშნოს, რომ კოლუმბიაში სკოპოლამინის ისტორია ესპანელი კონკისტადორების დროიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, ძველი ტომები მას ბელადების მონებისა და მათი ცოლების ცოცხლად დასამარხად იყენებდნენ, რათა ისინი თავიანთ ბატონს საიქიოში ხლებოდნენ.
კოლუმბიაში სკოპოლამინის მოპოვება ადვილია. ხეები, მისი შემცველობით, თავისუფლად იზრდება დედაქალაქთან ახლოს. ის იმდენად ცნობილია, რომ დედები შვილებს აფრთხილებენ, არ დაიძინონ იმ ხეების ქვეშ, რომლებსაც მოყვითალო-თეთრი ყვავილები აქვს.
სკოპოლამინი სუფთა სახით შეიძლება ძალზე იაფად მეზობელ ეკვატორშიც იყიდოთ, სადაც მის შემცველ ხეებს სამედიცინო მიზნით ზრდიან. საქმე ისაა, რომ ეს ალკალოიდი გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ, მაგალითად, ტრემორის პარკინსონის დაავადების შემთხვევაში.

скачать dle 11.3