კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბნელი მატერია ადამიანებს უხილავი „ვიმპებით“ ეჯახება

ბნელი მატერია გამუდმებით მოქმედებს ადამიანებზე. მისი ჰიპოთეტური ნაწილაკები ადამიანთა სხეულებს გაცილებით უფრო ხშირად ეჯახებიან, ვიდრე ადრე მიაჩნდათ – დაახლოებით, წუთში ერთხელ.
წარმოუდგენელი აღმოჩენა გააკეთეს მიჩიგანის უნივერსიტეტის ფიზიკოს-თეორეტიკოსებმა. ამისთვის მათ გამოიკვლიეს ეგრეთ წოდებული „ვიმპები“ (WIMP), ესე იგი, „სუსტად ურთიერთქმედი მასიური ნაწილაკები“ – ბნელი მატერიის ჰიპოთეტური ნაწილაკები, რომლებიც უნდა გამოჩენილიყვნენ სამყაროს დაბადებისას. მკვლევრებმა იცოდნენ, რომ „ვიმპები“ დიდი ალბათობით „შეხვდებოდნენ“ ჟანგბადისა და წყალბადის ატომებს. ვინაიდან ადამიანის ორგანიზმი ძირითადად წყლისგან შედგება, ხოლო წყლის მოლეკულა ორ ატომ წყალბადს და ერთ ატომ ჟანგბადს შეიცავს, ადამიანებს დიდი შანსი აქვთ, შეხვდნენ ჰიპოთეტურ „ვიმპებს“. ამ ნაწილაკების ზოგიერთი ტიპი 70-კილოგრამიანი წონის ადამიანის სხეულს წელიწადში 10-ჯერ მაინც ეწვევა, ხოლო სხვები – ასი ათასჯერ წელიწადში.
სწავლულებმა შეაფასეს სხვადასხვა ტიპის „ვიმპების“ მასა, გავრცელება და დაითვალეს, თუ როგორია ამ ნაწილაკების დაჯახების ალბათობა სხეულის ატომთა ბირთვებთან.
ასეთმა დასკვნებმა არ უნდა შეაშინოს ადამიანები, რადგან ბნელი მატერიის ჰიპოთეტური ნაწილაკები პრაქტიკულად, არ ურთიერთქმედებს ნორმალურ მატერიასთან. დაჯახებები, რომლებიც ადამიანთა სხეულში ხდება  ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
სხვა საქმეა ბნელი მატერიის ნაწილაკების ერთმანეთთან დაჯახება. თუკი ორი „ვიმპი“ ერთმანეთს დაეჯახება, ისინი ანიგილირებენ – მთელი მათი მასა ერთ ენერგიად გარდაიქმნება. ანიგილაციის პროცესში გამოიყოფა ენერგიის მნიშვნელოვანი რაოდენობა – 200-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე პროტონის მასაა.
თუ ორი „ვიმპის“ ანიგილაცია ადამიანის სხეულში მოხდება, შეიძლება მუტაცია გამოიწვიოს. თუმცა, ასეთი შემთხვევის ალბათობა ძალზე მცირეა.
დღეისთვის ვერავინ შეძლო უხილავი, ბნელი მატერიის ჰიპოთეტური ნაწილაკების დაჭერა. ისინი „მოიგონეს“ სწავლულებმა, რათა აეხსნათ გალაქტიკებისა და გალაქტიკური კლასტერების გრავიტაციული ველი.

скачать dle 11.3