კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (143)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ვინ მიაყარა ფქვილი საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს და ვინ გახდება საფრანგეთის ახალი პირველი ლედი

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, უკან მოიტოვა მოქმედი პრეზიდენტი, არასასურველი მეტოქე, ნიკოლა სარკოზი და 15 მაისს ოფიციალურად შეუდგა საფრანგეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. ოლანდი საფრანგეთის 24-ე პრეზიდენტი და ანდორის 66-ე თანამმართველია. „თბილისელების” ამ ნომერში სწორედ მის შესახებ გავრცელებულ ფაქტებს გთავაზობთ.
* ფრანსუა ჟერარ ჟორჟ ოლანდი 1954 წლის 12 აგვისტოს დაიბადა ქალაქ რუანში, საფრანგეთის ჩრდილოეთით. მამამისი, ჟორჟ ოლანდი ოტოლარინგოლოგი იყო და ადგილობრივ კლინიკას მეთაურობდა. დედა – ნიკოლ ტრიბერტი, ერთ-ერთ საწარმოში სოციალური მუშაკი გახლდათ. ფრანსუას ჰყავს ორი წლით უფროსი ძმა, ფილიპი. მედიის ვერსიით, ფრანსუას მამა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ძალების მომხრე იყო. ასევე ცნობილია, რომ ბავშვობაში ფრანსუა ოლანდი გატაცებული ყოფილა ფეხბურთით და რუანის ბავშვთა გუნდში შემტევის პოზიციაზე თამაშობდა. არსებობს ვერსია, რომ გვარი „ოლანდი” კალვინისტი წინაპრებისგან მომდინარეობს, რომლებიც მეთექვსმეტე საუკუნეში ჰოლანდიიდან ნორმანდიაში გამოიქცნენ და გვარად ისტორიული სამშობლოს სახელი დაიტოვეს. ფრანსუა ოლანდი კათოლიკეა.
* 1974-1975 წლებში ფრანსუა ოლანდი პარიზის ბიზნესსკოლაში სწავლობდა, პარალელურად კი, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის მაგისტრი გახდა. 1976 წელს ოლანდს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა უწევდა, თუმცა ახლომხედველობის გამო ჯარში  არ მიჰყავდათ და მხოლოდ დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მაინც გაიარა სამხედრო მომზადება. ოლანდის თქმით, შეიარაღებულ ძალებში სამსახური მის მომავალ პოლიტიკურ კარიერას წაადგებოდა. 1978 წელს ოლანდმა მართვის ნაციონალურ სკოლაში დაიწყო სწავლა, სადაც ახალგაზრდა სოციალისტების ლიდერად ჩამოყალიბდა, ხოლო 1979 წელს, სოციალისტური პარტიის სრულუფლებიანი წევრი გახდა. სწორედ ამ სასწავლებელში გაიცნო ოლანდმა მომავალი პრემიერ-მინისტრი, დომინიკ დე ვილპენი, ასევე, მომავალში მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი მეუღლე და თანაპარტიელი – სეგოლენ რუაიალი.
* 1981 წელს, 26 წლის ასაკში, ფრანსუა ოლანდმა პირველად მიიღო მონაწილეობა ნაციონალური ასამბლეის არჩევნებში, იუსელის ოლქში, კორეზ დეპარტამენტში. მისი მეტოქე პარიზის მაშინდელი მერი, ჟაკ შირაკი იყო, რომელიც ოლანდს, სოციალისტ ფრანსუა მიტერანთან ახლობლობის გამო, „მიტერანის ლაბრადორს” უწოდებდა. პირველი არჩევნები ოლანდისთვის წარუმატებელი გამოდგა. ის დამარცხდა შირაკთან, თუმცა ხმათა 26 პროცენტის მოგროვება მოახერხა. იმავე, 1981 წელს ფრანსუა ოლანდი საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა მიტერანის გუნდის ეკონომიკური მრჩეველი გახლდათ.
* ფრანსუა ოლანდი რამდენიმე წიგნის ავტორია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემატიკაზე, მათ შორისაა: „სოციალისტური იდეა დღეს”, „სოციალიზმი, რატომაც არა?”. 2011 წელს საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობის დროს, მან კიდევ ერთი პოლიტიკური წიგნი გამოსცა – „საფრანგეთის ბედი”.
* ფრანგულ პრესაში ფრანსუა ოლანდს მოიხსენიებენ, როგორც „მუსიე ნორმალურს” და „ჩუმ ადამიანს”. პოლიტიკური ექსპერტების ვერსიით ფრანსუა ოლანდი ფრანსუა მიტერანის დაწყებული პოლიტიკის გამგრძელებელი იქნება. ცნობილია, რომ ოლანდს ბწრყინვალე იუმორის გრძნობა აქვს. საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვამდე მან სერიოზულად იზრუნა თავისი იმიჯის, სანდო პოლიტიკოსის სახის შექმნაზე და მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში.
* ფრანსუა ოლანდის სიმაღლე 174 სმ-ია. პრეზიდენტად არჩევამდე ის იცვამდა „სელიოს” პერანგებს, იაფფასიან ფეხსაცმელს ატარებდა, არამოდური, მრგვალი ფორმის სათვალის და 120-ევროიან „სვოჩის” საათს ხმარობდა. ოლანდის საყვარელი კერძია შემწვარი ანტრეკოტი, შოკოლადის ტორტი და კორეზული კერძები. ის ამაყობს საკუთარი, სამბორბლიანი მოტოროლით  – „პიაჯო” და უყვარს კვირაობით საყიდლებზე სიარული.
* ფრანსუა ოლანდის გაპრეზიდენტებისთანავე, ცნობილი გახდა მისი ქონების და შემოსავლის შესახებ. გთავაზობთ ოლანდის ქონებრივ დეკლარაციას: 130 კვადრატული მეტრის ფართობის საკუთარი სახლი ქალაქ მუჟენეში (ალპებში), ღირებულებით 800 ათასი ევრო; ორი ბინა კანში, 54 და 80 კვადრატული მეტრის ფართობის შესაბამისად, ღირებულება 140 და 230 ათასი ევროა; პირად საბანკო ანგარიშზე ფრანსუა ოლანდს 8 259 ევრო და 79 ცენტი ერიცხება. გარდა ამისა, ის ფლობს 15 ათასი ევროს ღირებულების სხვადასხვა ავეჯს. ოლანდს არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი, არ გააჩნია ფასიანი ქაღალდები, ანტიკვარული ნივთები და ძვირფასი საიუველირო ნაკეთობანი. ელისეს სასახლის ახალ მოსახლეს იპოთეკური კრედიტი აქვს აღებული, რომელიც ჯერ არ დაუხურავს.
* 30 წლის განმავლობაში ფრანსუა ოლანდი თანაპარტიელ სეგოლენ რუაიალთან ერთად ცხოვრობდა სამოქალაქო ქორწინებაში, თუმცა ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა. სეგოლენ რუაიალი 2007 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და სწორედ მისი დამარცხების შემდგომ არჩევნების მეორე ტურში, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გახდა. ფრანსუას და სეგოლენს ოთხი შვილი ჰყავთ: 28 წლის თომასი, 27 წლის კლემენსა, 25 წლის ჟულიენი და 10 წლის ფლორა. 2007 წლის არჩევნების შემდგომ სეგოლენი და ფრანსუა ერთად არ ცხოვრობენ. ცნობილი ფაქტია, რომ რუაიალმა ოლანდი ღალატში ამხილა და ამის გამო დაშორდა. ამჟამად ფრანსუა ოლანდი ჟურნალისტ ვალერი ტრიერვეილერთან ერთად ცხოვრობს, რომელთანაც ხელი მოწერილი არ აქვს, თუმცა, სავარაუდოდ საფრანგეთის ახალი პირველი ლედი სწორედ ის გახდება. საინტერესოა, რომ ინაუგურაციაზე ფრანსუა ოლანდმა თავისი შვილები არ დაასწრო, მათ შორის არც უფროსი თომასი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული მამის საარჩევნო კამპანიაში.
* საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს, ფრანსუა ოლანდს არასასიამოვნო ინციდენტი მოუვიდა. პარიზში ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა ქალბატონმა ტრიბუნაზე მდგარ ოლანდს მუჭით რამდენჯერმე მიაყარა ფქვილი. ოლანდის დაცვამ მალევე დააკავა ფქვილის შემფრქვეველი, რომელიც 45 წლის ლილის მცხოვრები აღმოჩნდა. ქალი უკმაყოფილო იყო საბინაო რეფორმის გატარებით და ამ გზით გამოხატა პროტესტი. მოგვიანებით, თავის „ტვიტერში” ოლანდმა დატოვა შეტყობინება, რომ მზად არის პირადად შეხვდეს ყველას და მოისმინოს მათი პრობლემები. თუმცა, ფქვილზე კანდიდატს აქცენტი არ გაუკეთებია.
* ინაუგურაციისთვის ფრანსუა ოლანდმა პირადად აირჩია ავტომობილი „სიტროენ DS5-ის“ ჰიბრიდული მოდელი. „სიტროენის” მფლობელების თქმით, მათთვის დიდი პატივი იყო, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა თავისი არჩევანი ფრანგული საავტომობილო გიგანტის სასარგებლოდ გააკეთა. „სიტროენ DS5” პრემიუმ-კლასის ავტომობილებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელია და ინაუგურაციისთვის მისი სპეციალური მოდელი გაკეთდა – განსხვავებული დიზაინით, რომელსაც სახურავი ეხდება. ამბობენ, ფრანსუა ოლანდი კმაყოფილი იყო ავტომობილით და არ გამორიცხავენ, მომავალშიც სწორედ „სიტროენის” მარკის ავტომობილი გამოიყენოს საფრანგეთში გადაადგილების დროს.
* საფრანგეთში პოპულარულ ტელეარხ „კანალ პლუსზე”, სატირულ გადაცემაში – „ახალი ამბები თოჯინებთან ერთად” ფრანსუა ოლანდის მარიონეტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. 1999 წლიდან ოლანდის თოჯინა საზოგადოებას სხვადასხვა ცნობას აწვდის და თავის ყოველ გამოსვლას ისტერიკული სიცილით ასრულებს. წლების განმავლობაში ოლანდის თოჯინას მსახიობი ნიკოლას კანტელუპი ახმოვანებდა, 2011 წლიდან კი ამ მისიას ჟან ანტუან ლე-ბრეტი ასრულებს.
* ფრანსუა ოლანდი ფეხბურთის მოყვარულია. ცნობილია, რომ ის თვალყურს ადევნებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებს. უცხოური ჩემპიონატებიდან ინგლისის პრემიერლიგას გამოჰყოფს, სადაც ლონდონის „არსენალს” ქომაგობს. ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც ქომაგობს ოლანდი „არსენალს”, არსენ ვენგერია, ოლანდის თანამემამულე. თუმცა, კლუბის ღირსებას ასევე, არაერთი ფრანგი იცავს. საინტერესოა, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ოლანდი „არსენალის” ფრანგ ლეგიონერებს შეხვდა. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, ლორან კოსელნიმ ოლანდს თავისი მაისური აჩუქა, რომელიც ოლანდმა უმალ მოირგო.

скачать dle 11.3