კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (154)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

მთვარეზე წყლის არსებობა დადასტურდა


ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სივრცის კვლევების ნაციონალურმა სამმართველომ აერონავტიკაში („ნასა“) პარასკევს გააკეთა განცხადება მთვარეზე წყლის აღმოჩენის შესახებ. გავიხსენოთ, რომ 9 ოქტომბერს „ნასამ“ განახორციელა მთვარის „ბომბარდირება“ მისი ზედაპირის შემადგენლობის შესწავლის მიზნით. პროექტის მთავარი მიზანია გაყინული წყლის აღმოჩენა.

„დაბომბეს“ მთვარის სამხრეთ პოლუსიდან 100 კილომეტრის დაშორებული კრატერი კაბეუსი, რომლის სიგანე 100 კილომეტრია, სიღრმე კი – 4 კილომეტრი. პირველი „ბომბი“, რომლისთვისაც რაკეტა „ატლას 5-ის“ დამუშავებული საფეხური „ცენტავრი“ გამოიყენეს, 2 ტონაზე მეტი იყო და ტყვიაზე ორჯერ მეტი სიჩქარით მოძრაობდა. მან 350 ტონა გრუნტი ამოგლიჯა, ამ დროს მტვრის სვეტი 10 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. დარტყმის შედეგად კრატერში დაახლოებით, 20 მეტრი დიამეტრის ძაბრისებრი ღრმული დარჩა. 4 წუთის შემდეგ იმავე წერტილში მთვარეს მეორე „ბომბი“ – საკვლევი აპარატი დაეჯახა, რომლის ღირებულება 79 მილიონი დოლარია. მაგრამ, შეჯახებამდე მან პირველი „ბომბის“ მიერ გამოწვეულ მტვრის სვეტში გაიარა. აპარატის ბორტზე დამონტაჟებული იყო 3 სპექტრომეტრი, რომლებიც მტვრის ნაწილაკების ქიმიურ შემადგენლობას საზღვრავდნენ და მასში წყლის კვალს ეძებდნენ. აპარატის ფოტომეტრი დაჯახებისას აფეთქების სიკაშკაშეს ზომავდა, ხოლო 5 კამერა კი მთელ პროცესს იღებდა.

„აღფრთოვანებული ვართ. გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ წყალს შეიცავს როგორც რაკეტის მთვარესთან დაჯახების შედეგად სწორი კუთხით ამოტყორცნილი ბოლის სვეტი, ასევე, ის ნაწილაკებიც, რომლებიც უფრო ბლაგვი კუთხით ამოიტყორცნენ. აუცილებელია ჩატარდეს დამატებითი კვლევები, რათა განისაზღვროს წყლის განაწილება და კონცენტრაცია. თუმცა, ამის გარეშეც ჩვენ შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ კრატერ კაბეუსში არის წყალი“, – განაცხადა კვლევის ჯგუფის წევრმა ენტონი კოლაპრეტეიზმა.


скачать dle 11.3