კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამხანაგი ბატონები

„ფრთები, კიდევ ფრთები გინდა!“

მართალია, ლაზიკა არსად იყო, მაგრამ, საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომა მაინც ჩატარდა (რომელსაც, განა ამხანაგები, ბატონები ესწრებოდნენ). ყველაზე შთამბეჭდავი სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ბ-ნი დავითაიას (ივასი, განა პაატასი) გამოსვლა გახლდათ (შთამბეჭდავი, რადგან, ბ-ნმა ივამ ლაზიკას კონტურები თვალნათლივ დაგვანახვა). კერძოდ, მან ბრძანა, რომ „ლაზიკა იქნება მწვანე და მაქსიმალურად ენერგოეფექტური (სავარაუდოდ, უნდა ეთქვა, ენერგოეფექტიანიო, მაგრამ, ისეთი ტემპით მივეძალეთ ინგლისურ ტიტრებს, რომ შანიძის გრამატიკა „სულ დაგავიწყდა“)“.
ბ-ნი დავითაია (ივა) გვარწმუნებს, რომ „ლაზიკა კომფორტული ქალაქი იქნება, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი კლიმატური პირობები იარსებებს (კლიმატურ პირობებს ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევებით შექმნიან თუ მხოლოდ კოლხეთის დაბლობის ბუნებრივ კლიმატს დასჯერდებან?!). მეტიც, გვიმტკიცებს, რომ „ლაზიკა არ იქნება არც ერთი ქალაქის კოპირება (უნდოდა, ეთქვა, ასლიო), რამეთუ აპირებენ „ქართული ქალაქის აშენებას (ნეტავ, ეგ რომელია?!).“
რომელიც უნდა იყოს, სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს არც ოპონენტების კრიტიკის პასუხი დავიწყებია (გარემოს დამცველების განცხადებით, ლაზიკის აშენება ეკოსისტემაში ბალანსს დაარღვევსო) და დარწმუნებით აცხადებს, რომ, მართალია, „იმ ადგილებში, სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს, 192 სახეობის ფრინველი ბინადრობს, მაგრამ, ფრინველებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.“
ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც ის ადგილია, სადაც ბ-ნი დავითაია ამბობს, რომ „ექსპერტების შეფასება არ არსებობს, მაგრამ, ზოგადი შეფასებით, ლაზიკას (ფოთის პორტზე) მეტი პერსპექტივა გააჩნია“. ხოლო, თუ ამას საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარე ბ-ნი კუბლაშვილის რეფრენს დავუმატებთ: „როდესაც ნიკო ნიკოლაძე ფოთის მშენებლობას იწყებდა, დაახლოებით იგივე მსჯელობა იყო მაშინაც, რაც ახლა მიმდინარეობს“, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხსენებულ განმხილველებს ნიკო ნიკოლაძისთვისაც უჯობნიათ.
უფრო შორს მიდის „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“. სახელდობრ, მისი ერთ-ერთი მესვეურის, გია ჯანდიერის ბაგეებმა გვამცნო, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ერთადერთ გზად სოფლიდან ხალხის ქალაქში ჩასახლებაა (ჩასასახლებელ ქალაქად, სავარაუდოდ, ლაზიკა მიიჩნევა), შემდეგი არგუმენტით: „თუ საქართველოს ნორმალური სოფლის მეურნეობა სურს, სოფელში მისი მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტი უნდა დარჩეს (თქვენ გეგონათ, თქვენი გადასაწყვეტია, სოფლად იცხოვრებთ თუ ქალაქად?!) და იქვე გვთავაზობენ საკუთარ გაანგარიშებებსაც: „დღეს სოფელში მოსახლეობის 50 პროცენტი ცხოვრობს და იქიდან ხალხი ქალაქებში უახლოეს 20-30 წელიწადში უნდა გასახლდეს (ვაგონებით თუ …?!).“
ხოლო, თუ ამ მოსაზრებას ზემოხსენებული ბ-ნი დავითაიას ნააზრევის (ლაზიკის ტერიტორიაზე ამჟამად მობინადრე 192 სახეობის ფრინველს არანაირი საფრთხე არ შეექმნება, ანუ, ლაზიკის ცაზეც შეკრავენ კამარასო) კონტექსტში განვიხილავთ, არ გამოვრიცხავ, სოფლიდან გასახლებულებს ქალაქში ჩასახლებულების საპატიო სტატუსის მოსაპოვებლად ფრენაც დაასწავლონ!
ანუ „ფრთები, კიდევ ფრთები გინდა…“

скачать dle 11.3