კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძალად მასწავლეები

ანუ, შენ გაუგებ გრამატიკას?!

 

მართალია, ამ ჩვენი დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე (არც ისეთი მძიმე წონის, როგორიც, მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილი, თუმცა, მაინც), მწერალია, ოღონდ, დედაქალაქშივე სარეკლამო აბრების ინგლისურ ენაზე განთავსების პრობლემას არასდროს შეუწუხებია (თუ რატომ, უცნობია).

მაგრამ, რაკი არც საკრებულოა, ისევე, როგორც სამყარო, კეთილი ადამიანების გარეშე, „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივით ამ საკითხს დედაქალაქის კანონმდებლებმაც მიაპყრეს თავიანთი მახვილი თვალი. „თავისუფალი საქართველო“ კი იმას შეუწუხებია, რომ კომერციული ობიექტების მეპატრონეები კანონის მოთხოვნას არად დაგიდევენ და თავიანთ საკუთრებაზე ოდენ ინგლისურენოვან აბრებს სწყალობენ (სხვათა შორის, მეტად ხშირად შეცდომებით სავსეს, რადგან, როცა საკუთარი გრამატიკის გონზე არ ხარ, სხვისას რაღას გაუგებ?!).

მეტიც, ინიციატივის ავტორები უფრო შორსაც მიდიან და ასკვნიან, რომ ხელისუფლება უფრო მეტ რესურსს ინგლისურის შესწავლასა და ქართული ენის შეზღუდვას უთმობს (თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ინგლისურტიტრებიან მხატვრულ ფილმებს მიძალებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო: ჯერჯერობით საქართველოს მოსახლეობა მშობლიურად ჭიკჭიკს ანიჭებს უპირატესობას).

ჩვენ არ ვიცით, როგორ გასრულდება ამ კონკრეტული ინიციატივის ამბავი, ანუ, სძლევს თუ არა მშობლიური პარტნიორის ენას, მაგრამ, აი, მაშინ კი, მართლაც, სატირლად გვექნება საქმე, სარეკლამო აბრებს რომ ჩინურად დაგვიკიდებენ!

 

скачать dle 11.3