კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მღვიმეებისკენ!

ამას გვიმალავდით?!

 

ჯერჯერობით არავის განუმარტავს, რატომ უნდა შევისწავლოთ ჩინური ენა, მხოლოდ ის ვიცით, რომ სულ მალე ჩინური ენის მასწავლებლები ინგლისური ენის მასწავლებლებივით მოხალისეებად მოედებიან ჩვენს ღობე-ყორეს (მით უფრო, რომ საკუთარ ღობე-ღორეში უკვე ვეღარ ეტევიან).

მეორე მხრივ, არც ჩინელი მუშახელის ნაკლებობას ვუჩივით და, როგორც ზემოდან გვაუწყებენ, არც ჩინელი ბიზნესმენებისა (წვრილ-წვრილით დაწყებული და მსხვილ-მსხვილით დამთავრებული). ამის პარალელურად კი, ირკვევა, რომ ჩინეთის პროვინცია შანსიში მილიონობით ადამიანი მღვიმეში ცხოვრობს (იაფად და კომფორტულად).

როგორც აღმოჩნდა, პროვინცია შანსიში ყვითელი ქვიშა ადვილად ითხრება და, არათუ მხოლოდ ფეხის გასამართავად გამოიყენება, თუ ჯიბე ხელს გიწყობთ, მისი მოწყობა თანამედროვე ინვენტარითაც შეიძლება (წყალ-გათბობა-განათებიანად). შესაბამისად, ბუნების მიერ ნაბოძები ამ საშუალებით მრავალი ჩინელი სარგებლობს (თან, ოთახებსაც იმდენს გამოთხრით, რამდენზეც ფული მიგიწვდებათ).

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, თბილისში 20 000-ზე მეტი სახლი ავარიულია (ოღონდ, ისიც სათქმელია, რომ, იმავდროულად, სოფლებში სახლები გატიალებულია) და მათი შენახვაც ძვირი ჯდება, ჩინურ ენასთან ერთად, მღვიმეებში ცხოვრების სწავლასაც ხომ არ გვიპირებენ?!

 

скачать dle 11.3