კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გახდეთ დრაკონის წელიწადში განსაკუთრებულად გაბედული და სექსუალური

 

 დრაკონის წელს  ბევრი დადებითი მხარე აქვს. ის წარმატების დიდი შანსებითა და სექსუალური პოტენციის ამაღლებით გამოირჩევა.  აღსანიშნავია რომ, 2012 წელი, რომელიც აღმოსავლური ჰოროსკოპით  დრაკონის წელია, განსაკუთრებულად წარმატებულია ქორწინებისთვის და ბავშვის გაჩენისთვის. ასევე, დრაკონის წელი მოითხოვს დიდ რისკს ბიზნესში და ინიციატივას ნებისმიერ საქმეში, მათ შორის – სექსშიც.  

დრაკონს არ უყვარს უკან დახევა და გაუბედაობა. ამიტომ, ამ წელს განსაკუთრებით მათ ექნებათ წარმატება, ვინც ინიციატივას გამოიჩენს. წლევანდელი წელი დიდი ენთუზიაზმისა და ენერგიის, ოპტიმიზმისა და საკუთარ თავში მაღალი რწმენის პერიოდია. ამ წლის განმავლობაში მოსალოდნელია მოვლენათა ფანტასტიკური სცენარებით განვითარება. თავბრუდამხვევი ვნებებისა და სექსუალური ცხოვრების გააქტიურება კი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო. 

დრაკონისთვის ყოვლად მიუღებელია გაუბედაობა. ის მიჩვეულია  განსაკუთრებული მოფრთხილების გარეშე ექსპანსიურ მოძრაობასა და წინსვლას. ასეთ წლებში შედარებით უფრო ადვილად შესაძლებელია ფულის შოვნა, მაგრამ, მათი ხარჯვაც უფრო მასშტაბურია. ადვილია სტაბილური სექსუალური პარტნიორის პოვნაც, თუმცა, შედარებით რთულია მისი შენარჩუნება.  ამ წელს, მარტოხელა ადამიანებს, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა პირად ცხოვრებაში „ამბიციური გეგმების“ განხორციელებას, სწორედ ამის შესაძლებლობა მიეცემათ. 

ამ წელიწადში, აგრეთვე, ყველა კავშირი, ურთიერთობები და კონტაქტები უნდა დაეფუძნოს უამრავ ფაქტორს, მათ შორის – სექსსაც. სექსი ადამიანის უსიტყვოდ გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, დრაკონი კი ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამომგონებელია. სექსი დრაკონისთვის გრძნობების გამოხატვის საშუალებაა. დრაკონს არ შეუძლია, ყოველთვის გამოხატოს გრძნობები სიტყვებით, ამიტომ, პარტნიორისადმი სიყვარულს ის ალერსით გამოხატავს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ დრაკონი სექსში ითხოვს მუდმივ ინიციატივას, ასევე, სასიყვარულო პარტნიორისადმი განსაკუთრებულ ერთგულებასა და ნდობას. ამიტომ, თუ მიმდინარე წელს თქვენს პარტნიორთან პირად ურთიერთობასა და სექსში ინიციატივიანი, დამთმობი და ერთგული იქნებით, თქვენი ბედნიერება 2012 წელს გარანტირებულია. 

დრაკონს უყვარს ექსპერიმენტები და ვერ იტანს „ჩარჩოში მოქცეულ სამყაროს“. ამიტომ, თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებსა და სექსუალურ ცხოვრებას  საზღვრებს ნუ დაუდგენთ, თუმცა, მუდამ აკონტროლეთ ის და გახსოვდეთ, რომ არსებობს ზღვარი, რომლის მიღმა გადასვლაც სახიფათოა.

დრაკონის წელს უარყოფითი მხარეებიც აქვს – შეიძლება, გაგიჭირდეთ იმის შენარჩუნება, რასაც ასე იოლად მიაღწიეთ. მართალია, დრაკონის წელიწადის განმავლობაში პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევა ძალიან მარტივდება, რთულდება მისი შენარჩუნების შანსი. ამიტომ, გირჩევთ,  გათვალოთ თითოეული ნაბიჯი, რათა შეცდომები და „გაუთვალისწინებელი მომენტები“ აირიდოთ  თავიდან და დაიბედოთ  მომავალ წელსაც ის წარმატებები, რასაც დრაკონის წელიწადში ადვილად მოიპოვებთ.  

 

скачать dle 11.3