კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-20(594) 

 

– ჰოდა, ეს საქმე შენ გევალება. ახლა ის ნაძირალა მაიამიში, თავის ფეშენებელურ მამულში ნებივრობს. შენ მას თავი უნდა მოჰკვეთო. ამ დილით „მედეოზე“ იყავი, სადაც მინუს 30 გრადუსი იყო, ხვალ დილით კი მაიამიში ჩაფრინდები, სადაც პლუს 39 გრადუსია.

– კონტრასტულობა ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია. ყველაფერი რიგზე იქნება, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – დავაიმედე შჩუკინი და მისი კაბინეტი დავტოვე.

მაიამიში ფრანგი ტურისტის სტატუსით ჩავფრინდი, ფეშენებელურ ოტელში მოვეწყვე და წყალქვეშ ცურვას მივყავი ხელი. ხუთი-ექვსი  საათის განმავლობაში ვცურავდი წყალქვეშ და იქიდან სხვადასხვა ნივთი ამომქონდა, სინამდვილეში კი ობიექტის მამულში შესაღწევ გზას ვეძებდი, რომელიც ოკეანის პირას მდებარეობდა კლდეებზე და მას კბილებამდე შეიარაღებული მცველები იცავდნენ. ორდღიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთი წყალქვეშა კლდიდან, დიდი ღრმულის მეშვეობით ობიექტის მამულში მოვახერხე შესვლა. მაგრამ, რადგან  დღე იყო, ღამეს დაველოდე. თან წავიღე სპეციალური მოწყობილობები,  წელზე ალესილი ხანჯალი შემოვირტყი და კვლავ ობიექტის ფეშენებელურ კარმიდამოს ვეწვიე.

ძალიან ბნელოდა, თუმცა ობიექტის მამული გაჩახჩახებული იყო, ეზოს შუაში მდგომი ოქროს ქანდაკება კი მზესავით ელვარებდა. მე კატასავით ვმოძრაობდი და ვილაში უჩუმრად შევაღწიე. შემდეგ ობიექტის საძინებელი მოვძებნე, კარი „ატმიჩკით“ გავაღე და ჯერ მხვრინავი ობიექტი გავაღვიძე, შემდეგ პირში ბურთი ჩავტენე, რომ არ ეყვირა. ბოლოს კი ხანჯალი ვიშიშვლე და ქათამივით წავაცალე თავი... უკან რომ ვბრუნდებოდი, ობიექტის მოჭრილი თავი მის ოქროს ქანდაკებაზე ჩამოვდე და უხმაუროდ გავშორდი იქაურობას.

– ყოჩაღ, კოკი, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულე დავალება – შემაქო შჩუკინმა, როდესაც მის კაბინეტში შევდგი ფეხი.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – უკვე მერამდენედ გამოვეჯგიმე შჩუკინს, რომელიც მაშინ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთი მძლავრი სახელმწიფო ასე სწრაფად დაიშლებოდა.

– იცი, რა, კოკი... – მითხრა ერთხელ შჩუკინმა, როდესაც თავის კაბინეტში დამიბარა.

– დიახ, ამხანაგო გენერალო, გისმენთ, – მივუგე გენერალს.

– მგონი, ჩვენი არსებობის ბოლო თვეებს ვითვლით და სულს ვღაფავთ.

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვუთხარი შჩუკინს, რადგან მართლა ვერ მივხვდი მისი სიტყვების აზრს.

– რას და, მე მგონი, საბჭოთა კავშირი იშლება.

– რას ბრძანებთ, ალბათ, ხუმრობთ, – გულწრფელად ვუთხარი შჩუკინს, მან კი თავი გააქნია და მითხრა:

– არა, არ გეხუმრები. ვერ ხედავ, რა ხდება ევროპაში?

– ევროპა სხვაა, ჩვენ კი – სულ სხვა. 

– არა მგონია. ჩემი აზრით, ეს შეუქცევადი პროცესია, – მომიგო შჩუკინმა და მართალიც აღმოჩნდა, რადგან შვიდ თვეში საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. ჩვენ კიდევ დავილაპარაკებთ ამ საკითხზე, – განაგრძო შჩუკინმა, – ახლა კი შენ ერთი ზესაიდუმლო მისიის შესრულება მოგიწევს და იმიტომ დაგიბარე.

– გისმენთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ.

– გახსოვს, ორი წლის წინ თბილისში რა მისია შეასრულე? 

მივხვდი, რომ ვიქტორ იაკოვლევიჩი 1989 წლის 9 აპრილზე მელაპარაკებოდა, როდესაც მე მხატვრის სახლში მოკალათებული სნაიპერი მოვკალი, რომელიც ან ეროვნული მოძრაობის ლიდერს, ან, სულაც კათოლიკოს-პატრიარქის ლიკვიდაციას აპირებდა, რათა ქართველი ხალხი აებუნტებინათ. მაშინ ეს ამერიკელების დაგეგმილად ჩაითვალა და შჩუკინს მივუგე:

– დიახ, მახსოვს. კვლავ რამეს გეგმავენ ამერიკელები?

– ამერიკელები ყოველთვის რაღაცას გეგმავენ ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ, ამჯერად, მე მგონი, სხვაგვარადაა საქმე, – მითხრა შჩუკინმა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა და დაამატა, – ამჯერად, უკვე ჩვენები აპირებენ რაღაცას.

– ჩვენი კოლეგები?

– არა, სამხედროები, – თქვა გენერალმა, – ჩვენებში მე საბჭოთა კავშირის მომხრეებს ვგულისხმობ.

– რას გეგმავენ, ამხანაგო გენერალო? – სიტყვა გავაწყვეტინე შჩუკინს, რადგან ძალიან აგზნებული ვიყავი. მან კი ღიმილით მითხრა:

– დამშვიდდი, კოკი. ჩვენი მტრების მთავარი ამოცანაა, წონასწორობიდან გამოგვიყვანონ და ამის დაშვება არ შეიძლება.

– ბოდიში, ვიქტორ იაკოვლევიჩ.

– მოკლედ, ასე, ჩემო კოკი: გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ გორბაჩოვ-ბუშის მორიგ შეხვედრაზე საბჭოთა ლიდერის ლიკვიდაციაა მოსალოდნელი. ჩვენი მიზანია, რომ ეს აღვკვეთოთ.

გორბაჩოვი და გორბაჩოვის „პერესტროიკა“ საბჭოთა კავშირის მთავარ მტრად მიაჩნდათ როგორც სამხედროებს, ასევე „კაგებეს“ მრავალ მაღალჩინოსანს. ამიტომ, მე ლამის ვუთხარი შჩუკინს, გორბაჩოვი უნდა მოკლა, კი არ დაიცვა-მეთქი, მაგრამ, თავი შევიკავე და მივუგე:

– ვისგან, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

შჩუკინმა ათიოდე ადამიანის სურათი დამიწყო წინ, რომელთა შორის ორი ქალი იყო და მითხრა:

– ესენი სამხედრო დაზვერვის – „გრუს“ ოფიცრები არიან. ათივე კარგად გამოწვრთნილი შემსრულებელია და მომავალი ლიკვიდაციის ბრძანება ერთ-ერთ მათგანს, ან, სულაც, რამდენიმეს აქვს მიღებული. ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ჩვენმა უწყებამ მათ ოცდაოთხი საათის განმავლობაში უნდა უთვალთვალოს და, საჭიროების შემთხვევაში, გადაჭრით უნდა იმოქმედოს, ანუ, ლიკვიდაცია მოახდინოს. გასაგებია?

– კითხვები მაქვს, ამხანაგო გენერალო, – ვუთხარი შჩუკინს.

– ბრძანე!

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი პირის მომავალი მკვლელი ამათ შორისაა, ხომ არ სჯობს, რომ ისინი ან დავაპატიმროთ, ან, სულაც, ახლავე დავხოცოთ?

– რომ დავხოცოთ, მათ ნაცვლად სხვებს მოძებნიან და, შეიძლება, ჩვენ ეს გამოგვეპაროს. ხოლო, რომ დავაპატიმროთ, მაშინ სამხედრო უწყებასთან შეტაკებაც მოგვიწევს და ვერ ავუხსნით, უფრო სწორად, ვერ დავუმტკიცებთ, რომ ისინი გორბაჩოვის მოკვლას გეგმავენ.

– გასაგებია, – მივუგე შჩუკინს, მან კი წინ ქალის სურათი დამიდო და მითხრა:

– აი, ამას უნდა უთვალთვალო. ეს ამათში ყველაზე საშიშია და შენ იმიტომ გავალებ.

გორბაჩოვ-ბუშის უახლოესი შეხვედრა მოსკოვში ერთ კვირაში უნდა გამართულიყო და მე მოსკოვში დავრჩი. ჩემს ბინაში ერთი ღამე გავათიე, შემდეგ კი ობიექტისთვის ოცდაოთხი საათის განმავლობაში თვალი არ მომიშორებია. როგორც შემდგომ გაირკვა, ჩემი ობიექტი გორბაჩოვზე თავდასხმის სათადარიგო ვარიანტი ყოფილა, მთავარი კი კაცი იყო, რომელიც ჩემმა კოლეგებმა გაანეიტრალეს. ჩემი ობიექტი წითელი მოედნის მისადგომებთან შევბოჭე, მანქანაში ჩავაგდე და, ლუბიანკაზე რომ მივიყვანეთ, ჩხრეკისას რამდენიმე სასიკვდილო იარაღი აღმოუჩინეს, რომლებითაც მას გორბაჩოვი უნდა მოეკლა.

წლების შემდეგ მე და შჩუკინი უკვე მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს. ვიქტორ იაკოვლევიჩი უკვე პენსიაზე იმყოფებოდა, მე კი ახალი სტატუსი მქონდა. ცოტა რომ დავლიეთ, შჩუკინს ვუთხარი:

– მე მგონი, ჯობდა, რომ მაშინ გორბაჩოვის მკვლელობისთვის ხელი არ შეგვეშალა.

– არ გეთანხმები, კოკი. ჩვენი მოვალეობა მაშინ გორბაჩოვის დაცვა იყო და ეს მისია შევასრულეთ, თუმცა, გეთანხმები, რომ საბჭოეთი მან დაშალა.

შჩუკინი მოვალეობის კაცი იყო და მიაჩნდა, რომ გორბაჩოვის მოკვლას მაშინ უფრო მეტი ზიანის მოტანა შეეძლო, რაშიც მე არ ვეთანხმებოდი და ვუთხარი:

– მეტი რა ზიანი უნდა მოეტანა, ამხანაგო გენერალო. ჩემი აზრით, გორბაჩოვი რომ მოეკლათ, შეიძლება, საბჭოეთი გადარჩენილიყო.

– გორბაჩოვთან ერთად რომ ბუშიც მოეკლათ, მაშინ?

– რა, თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკელები ატომურ ბომბს ჩამოგვიგდებდნენ?

– გამორიცხული არ იყო. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდისთვის ევროპული ბუფერი მოშლილი გვქონდა, ვერც თავს დავიცავდით და მით უმეტეს, ვერც თავს დავესხმებოდით. შენ შეიძლება, გაგეცინოს, მაგრამ, ამერიკელები საკუთარ პრეზიდენტსაც კი გაწირავდნენ, ოღონდ რუსეთი გაასწორონ მიწასთან. რა გგონია, „გეკაჩეპე“ და აგვისტოს პუტჩი, რასაც საბჭოთა კავშირი შეეწირა, ვისი პროექტი იყო?

– თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკელების?

– სწორედაც რომ მათი და, ვფიქრობ კი არა, ამაში დარწმუნებული ვარ.

ზიზღი ამერიკელების მიმართ ვიქტორ იაკოვლევიჩის ახირება არ ყოფილა. უბრალოდ, მას უამრავი ინფორმაცია ჰქონდა ჩვენი უშუალო მტრების მზაკვრობის შესახებ და ამიტომ ვერ იტანდა მათ. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ, როდესაც ანტიამერიკული აქცია იყო ჩასატარებელი, ის ყოველთვის მე მგზავნიდა მის შესასრულებლად, რადგან, ყველაზე მეტად ჩემი იმედი ჰქონდა და იცოდა, რომ არ დავაღალატებდი.

ერთხელ ვიქტორ იაკოვლევიჩი შუა კაბინეტში შემეგება. ის საკმაოდ აღელვებული ჩანდა, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა და მითხრა:

– როგორ ფორმაში ხარ?

– მშვენიერში, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – მივუგე შჩუკინს.

– მოკლედ, ჩემო კოკი, შენ ახლა ისეთ ფორმაში უნდა იყო, როგორშიც არასოდეს ყოფილხარ, რადგან, ძალიან საპასუხისმგებლო დავალება  გაქვს და პირნათლად უნდა შეასრულო.

– დიახ, გისმენთ, – მივუგე გენერალს და სმენად ვიქეცი, თან შჩუკინის საქციელზე მეცინებოდა.

ვიქტორ იაკოვლევიჩმა პაუზა გააკეთა და ვნებები დაიოკა, შემდეგ მაგიდაზე ჩამოჯდა და მითხრა:

– ამერიკელები მორიგ ტყუილში გამოვიჭირეთ. ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ აღმოსავლეთ გერმანიიდან ჩვენი შეიარაღების ათი პროცენტი გავიტანეთ. იგივე უნდა ექნათ ამერიკელებსაც დასავლეთ გერმანიაში და ისეთი ილუზია შეგვიქმნეს, რომ თითქოს მათაც შეასრულეს ეს პირობა, თუმცა, ჩვენმა მზვერავებმა უტყუარი მასალები მოგვაწოდეს, აი, ნახე, – შჩუკინმა ოციოდე ფოტო მომცა, რომლებზეც დასავლეთ გერმანიაში განლაგებული მძიმე და რეაქტიული შეიარაღების თანამედროვე ნიმუშები იყო აღბეჭდილი.

– აი, ეს შეიარაღება უნდა გაეტანათ ამერიკელებს. მათ კი ისინი უფრო წინ წამოწიეს და ქალაქ კასელში მდებარე საიდუმლო ბაზაზე შეყარეს, რომელიც ჯერ კიდევ ფაშისტების მიერ იყო აგებული. კოკი, შენ იმ ბაზაში უნდა შეაღწიო და მთელი ეს ჯართი ჰაერში ასწიო. შეძლებ?

– შევძლებ, ვიქტორ იაკოვლევიჩ! – გამოვეჯგიმე შჩუკინს.

ქალაქი კასელი უფრო დაბის ტიპის დასახლება იყო, თუმცა იქ საკმაოდ კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა იყო, როგორც მთელ დასავლეთ გერმანიაში. იქ, უზარმაზარ ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ, აუარებელი სამხედრო ტექნიკა იყო დამალული, რომლის ამოქმედებაც ძალიან სწრაფად ხდებოდა და საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნიდა საბჭოეთს. იმ მიწისქვეშა ბაზას, რა თქმა უნდა, ამერიკელი სპეციალისტები იცავდნენ და იქ შეღწევა ზემოდან შეუძლებელი იყო. თუმცა, საბჭოთა დაზვერვას ჯერ კიდევ ფაშისტებისთვის წართმეული მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკა ჰქონდა, რომელიც ექსტრემალური სიტუაციისთვის იყო შედგენილი. საქმე კი ის იყო, რომ კასელშიც, ისევე, როგორც გერმანიის სხვა ქალაქებში, ჰიტლერის საიდუმლო ბუნკერი მდებარეობდა, რომლის არსებობის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცოდა. არ იცოდნენ ამის შესახებ ამერიკელებმაც. ამიტომ, მე და ჩემი ჯგუფის კიდევ ხუთმა წევრმა იქ დაუბრკოლებლად შევაღწიეთ, ერთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება შევზიდეთ, რომელიც ოსტატურად დავამონტაჟეთ და აფეთქებამდე ერთი საათით ადრე ცნობილ ტელეკომპანიებს შევატყობინეთ მოსალოდნელი აფეთქების შესახებ, თან გავაფრთხილეთ, რომ იქიდან ხალხი გაეყვანათ.

კასელის აფეთქებამ, რომ იტყვიან, შეძრა ამერიკა, „ცეერუ“ და, მართალია, მათთვის არ გვითქვამს, რომ საბჭოელები ვიყავით, მაგრამ, ამის მიხვედრა არც ისე ძნელი იყო. ამგვარად, შტატებს კიდევ ერთხელ ვუჩვენეთ ჩვენი ძალები და თან გავაფრთხილეთ, რომ ჩვენთან ასეთ თამაშს აზრი არ ჰქონდა.

– ყოჩაღ, კოკი, შენ გმირობაზე ხარ წარდგენილი! – გულწრფელად ხარობდა შჩუკინი. თუმცა, გმირობა უკვე მეორედ აღარ მომანიჭეს და ბოგდან ხმელნიცკის ორდენი მომცეს, რომელსაც, პრაქტიკულად, უკვე აღარავის ანიჭებდნენ.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე შჩუკინს, რომელმაც ეს ჯილდო თავის კაბინეტში გულზე დამაბნია და მომიგო:

– სამწუხაროა, რომ საბჭოთა კავშირის გმირობა არ მოგცეს, მაგრამ, მესამედ რომ წარგადგენ, იმედია, უკან აღარ დაიხევენ. ახლა კი ამას გილოცავ!

ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინის იმედებს ასრულება არ ეწერა, რადგან იმ პერიოდში ქართველებს ასეთ მაღალ ჯილდოს არ აძლევდნენ, მე კი ქართველი ვიყავი.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ თითებზე ჩამოსათვლელია იმ ქართველთა რაოდენობა, ვისაც საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭა მთავრობამ. არადა, ჩემი ჩათვლით, უამრავი ქართველი იმსახურებდა ამას. შჩუკინს მიაჩნდა, რომ სახელმწიფო უსამართლოდ ექცეოდა ნაციონალურ უმცირესობებს, განსაკუთრებით კი – ქართველებს. პოსტსაბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი შეხვედრისას მან მითხრა:

– საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მთავრობა ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენლებს არ ენდობოდა და ჩაგრავდა მათ. მარტო შენი მაგალითი კმარა საამისოდ. რამდენჯერ გეკუთვნოდა გმირობა, შენ კი არ მოგანიჭეს და გაწყენინეს.

– წყენით მეწყინა, მაგრამ, ღალატი გულში არასდროს გამივლია, – გულწრფელად მივუგე გენერალს.

– ყველა შენნაირი რომ ყოფილიყო, უფრო სწორად, რამდენიმე ათასი შენნაირი რომ გვყოლოდა იმ უზარმაზარ ქვეყანაში, მაშინ ის არ დაიშლებოდა. მართალია, რუსეთი ხშირად სცოდავდა მცირე ერების წინაშე, მაგრამ, ბევრი ერი დაიცვა, მათ კი ჩვენ გვიღალატეს და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენზე განაწყენებულები იყვნენ და მომენტი გვიპოვეს.

ვიქტორ იაკოვლევიჩი მართალი იყო, თუმცა, ის აღარ უთქვამს, რომ რესპუბლიკებშემოცლილმა რუსეთმა ყველაზე დიდი დარტყმა საქართველოს მიაყენა და ტერიტორიები წაართვა...

შჩუკინისგან განსხვავებით, მე ამერიკელები არ მძულს. თუმცა, მიმაჩნია, რომ რუსეთი ჩვენი უფრო საიმედო პარტნიორია, ვიდრე ამერიკა. რუსეთთან კავშირმა ჩვენი რელიგია და ტერიტორიები გადაარჩინა, ამერიკისკენ გადახრამ კი – პირიქით. არც არავინ გვეხმარება, რომ რუსეთისგან დაგვიცვას. მე რომ პოსტსაბჭოთა საქართველოს მმართველი ვყოფილიყავი, რუსეთთან თბილ ურთიერთობებს შევინარჩუნებდი, მათი ჯარის გაყვანას არ მოვითხოვდი და კონფედერაციულ კავშირშიც დავრჩებოდი. ეს არ გაკეთდა და, ამიტომაც,  დათვმა დაგვტორა...

საბჭოთა კავშირი კარგა ხნის დაშლილი იყო, როდესაც კერძო შეკვეთა მივიღე. შემკვეთი 600 ათას ამერიკულ დოლარს იხდიდა, თუკი ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ცრუ ბომბს, ეგრეთ წოდებულ „მულიაჟს“ ავაფეთქებდი, რასაც, რა თქმა უნდა, არანაირი მსხვერპლი არ მოჰყვებოდა. შემკვეთი, რომელიც დღესაც ცოცხალია და საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, პირადად შემხვდა. მე, რა თქმა უნდა, შენიღბული მივედი სოჭის ერთ-ერთ სკვერში, თანაც შუაღამეზე. 

– აფეთქებები გეხერხებათ? – მკითხა მან.

– თუ აფეთქებებზეა საქმე, მაშინ, მე – პას, რადგან, მასობრივი მკვლელობების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. მე მხოლოდ ერთ მიზანს ვსპობ, – მივუგე შემკვეთს და წამოვდექი, მან კი მითხრა:

– ერთი წუთით, მომისმინეთ. მეც სასტიკი წინააღმდეგი ვარ მასობრივი მკვლელობების, ამიტომ, ჩემი აფეთქება უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

– სიმბოლურს?

– დიახ, დიახ, – ჩაეცინა შემკვეთს. იმ ქალაქში ამერიკის პრეზიდენტი ჩადის და, მინდა იქ „მულიაჟი“ აფეთქდეს, რათა ყველამ გაიგოს, თუ რა ადვილია მათი მეთაურის მოსპობა. შეძლებთ?

– შევძლებ! – მივუგე შემკვეთს, რომელმაც მეორე დღესვე დამისვა სრული თანხა საბანკო  ანგარიშზე, მე კი პირდაპირ სოჭიდან გავემგზავრე აღნიშნულ ქალაქში, რათა დავალებაზე მუშაობა დამეწყო.

ამერიკის პრეზიდენტის ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე უკვე ყველაფერი მზად მქონდა. „მულიაჟი“ სწორედ იმ დროს აუფეთქდა პრეზიდენტს, როდესაც ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქის ქვაფენილიან ქუჩაზე მიაბიჯებდა. ეს კადრები ათეულ მილიონობით ადამიანმა პირდაპირ ეთერში იხილა და, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მეძებდნენ, ვერ მომაგნეს.

ზემოთაღწერილი შემთხვევა, რა თქმა უნდა, გულის მოფხანა იყო და მეტი არაფერი, რადგან ამერიკამ საკმაოდ აჯობა რუსეთს და „ველიკორუსებს“ ძალიან გაუჭირდებათ სიტუაციის შემობრუნება. სავარაუდოდ, სწორედ ასეთ კამპანიაში ჩართვა შემომთავაზა შჩუკინმა, რაზეც, კარგა ხანია ვფიქრობ და პასუხის გასაცემად უფრო და უფრო მცირე დრო მრჩება. არადა, თუ ადამიანი დროში ვერ ჩაეტია, შეიძლება ეს სავალალოც კი გახდეს მისთვის.

ერთხელ, კანადის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ციხიდან ჩვენი აგენტი უნდა გაგვექცია, რომელიც იქ სამოცწლიან სასჯელს იხდიდა ჯაშუშობისთვის. საქმე ის იყო, რომ აგენტი არ გატყდა, ბოლომდე პირველ ჩვენებაზე იდგა და, არც თავის ეროვნებასა და სამშობლოს ასახელებდა და არც დანაშაულს აღიარებდა. ჩვენ ეს ზუსტად ვიცოდით და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ მისი იქიდან გამოხსნა.

საქმეზე მე და ჩემი მეწყვილე, ახალგაზრდა ყმაწვილი წავედით. გეგმის მიხედვით, ჩვენი ობიექტი ვერტმფრენით უნდა გამოგვეყვანა ციხიდან. მანამდე კი ციხეში სულ რაღაც სამი წუთით ჩაქრებოდა სინათლე და, როგორც ჩვენ, ასევე ის, ამ დროში უნდა ჩავტეულიყავით. ციხის თავზე მავთულხლართები იყო გაბმული, რომელშიც 600 ვოლტი დენი გადიოდა. ობიექტი სწორედ იმ მავთულხლართებთან უნდა დაგვლოდებოდა, ჩვენ კი ვერტმფრენით მივიდოდით და წავიყვანდით. შუქის გამორთვაში 50 ათასი დოლარი გვქონდა გადახდილი და ვინც ეს იკისრა, გაგვაფრთხილა:

– იცოდეთ, რომ ზუსტად 3 წუთის შემდეგ გენერატორი ჩაირთვება და თუკი პატიმარი ისევ იქ იდგება, დაიფერფლება.

დათქმულ დროს ციხეში შუქი ჩაქრა. მე და ჩემი მეწყვილე იქ ვიყავით და ობიექტიც ადგილზე იყო. უცებ, მას მავთულხლართებში ფეხი ჩაუვარდა და გაეჭედა. ვერტმფრენის საჭე ჩემს მეწყვილეს ეჭირა. მე მავთულხლართებზე ჩავხტი და ობიექტის გამოხსნას ვცდილობდი.

– ჩქარა, დრო არ ითმენს, – ვუთხარი ობიექტს, თან წამზომს დავხედე, რომლის ისრებიც გამალებით ბრუნავდა, – ეცადე, რომ ამოძვრე.

ორ წუთზე ნაკლები რჩებოდა დენის ჩართვამდე და ჩვენ მთელი ძალით ვცდილობდით მავთულხლართებიდან გამოძრომას, თუმცა, უშედეგოდ.

– წადით და დამტოვეთ, ეტყობა, გადარჩენა არ მიწერია, – მითხრა ობიექტმა.

 ისრები კრიტიკულ ზღვარს – 3 წუთს უახლოვდებოდა. ამიტომ მე ალესილი ხანჯალი ვიშიშვლე, ობიექტს მუხლს ქვემოთ დავარტყი მთელი ძალით და გაჭედილი ნაწილი მოვკვეთე. შემდეგ, ხელში ავიტაცე გულწასული, ვერტმფრენში შევაგდე და, მეც რომ შევხტი, შუქიც აინთო...

სანამ უსაფრთხო ადგილას დავეშვებოდით, მთელი გზა გულწასული ობიექტის ენას ხელით ვიჭერდი, რომ არ გადაეყლაპა, მოკვეთილი ფეხი კი მაგრად გადავუხვიე.

მართლაც არალეგალურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით და მთელი კანადა-ამერიკის პოლიცია ჩვენ გვეძებდა, მაგრამ, ობიექტის გადარჩენა მაინც შევძელით, ამისთვის კი კანადაში სამი კვირა გავატარეთ და ბოლოს საბჭოთა ტანკერით დავბრუნდით სამშობლოში. გზაში კვალიფიციურმა ექიმებმა ობიექტს ოპერაცია გაუკეთეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

– სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი შჩუკინს, როდესაც კანადიდან დავბრუნდი, –  ეს ჩემი ყველაზე წარუმატებელი საქმეა.

– პირიქით, – მომიგო შჩუკინმა, – შენ აბსოლუტურად სწორად იმოქმედე. ჩაფერფვლას ფეხის ნაწილის დაკარგვა ჯობდა. ჩვენი ექიმები კი ჩვენს გმირს ისეთ პროთეზს გაუკეთებენ, რომ ნამდვილ ფეხზე უკეთესი იქნება.

ის კაცი დღეს ცნობილი პიროვნებაა, რუსეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტი უკავია, მაგრამ, არ იცის, რომ ფეხის ნაწილი მას მე მოვკვეთე.

სხვათა შორის, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის ბევრი თანამდებობის პირი წარსულში მზვერავი იყო და ამ საქმიანობას საკმაოდ წარმატებით ართმევდა თავს. ერთი ასეთი კაცი ამჟამად  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზეა და მასთან ერთად საკმაოდ სერიოზული საქმე მაქვს გაკეთებული. პირობითად, იმ კაცს პეტიას ვუწოდებ.

„პერესტროიკა“ ჯერ არ იყო დაწყებული, ამიტომ, სოციალისტური ბლოკის ქვეყნები უკვე ღელავდნენ და ამაში პირველობას არავის უთმობდა პოლონეთი. ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– კოკი, ერთი ძალიან კონფიდენციალური და საპასუხისმგებლო მისია უნდა შეასრულო პოლონეთში.

– პოლონეთი ახლა დუღს. იქ „სოლიდარობა“ ამღვრევს წყალს, – მივუგე შჩუკინს, რადგან, რატომღაც გავიფიქრე, რომ ცენტრი ცნობილი პოლონელი დისიდენტის, ლეხ ვალენსას ლიკვიდაციას მავალებდა.

– ჰოდა, სწორედ ამიტომ უნდა გაემგზავრო ვარშავაში და საბჭოთა საელჩოს საიდუმლო ბუნკერიდან მინი-ატომური ბომბი უნდა წამოიღო.

მსგავსი მინი-ბომბი სოციალისტური ბლოკის ყველა საელჩოში ინახებოდა. მაშინ მე ეს არ ვიცოდი და გენერალს ვკითხე:

– ატომური ბომბი საელჩოდან?!

– დიახ და ამ საქმეში საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი პეტია დაგეხმარება. ის ჩვენი უწყების თანამშრომელია და სწორედ მას ევალება ბომბის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა.

– ალბათ, იმისი ეშინიათ, რომ აჯანყებული პოლონელები საბჭოთა საელჩოში შეიჭრებიან და ბომბს აღმოაჩენენ, – ვუთხარი შჩუკინს.

– ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამიტომ, ამაღამვე გაემგზავრე, პეტია გელოდება.

 

 

скачать dle 11.3