კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს დედმამიშვილებმა ერთმანეთი და ვინ ეძებს ციმბირში დაკარგულ ძმას საბერძნეთიდან

 

60 წლის თამარ ვლადიმერის ასული წყაროაშვილი ეძებს 52 წლის ომარ ვლადიმერის ძე წყაროაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, 1960 წლის 16 აპრილს დაბადებულ ომარ ვლადიმერის ძე წყაროაშვილს. ოთხი დედმამიშვილი ვართ – ორი და და ორი ძმა. ომარი ჩვენი უმცროსი ძმაა. 1991 წლის აპრილში ომარი სამუშაოდ წავიდა ციმბირში, კემეროვოს მხარეში. და მას შემდეგ ჩვენ ის აღარ გვინახავს, მისგან წერილიც კი არ მიგვიღია. ამჟამად მე საბერძნეთში, ქალაქ ათენში ვიმყოფები და ყოველთვის ვკითხულობ თქვენს რუბრიკას. იმედია, ძმის პოვნაში დამეხმარებით.

– როდის დაკარგეთ და-ძმამ ერთმანეთი და რა იცით ძმის შესახებ?

– ჩვენ დავიბადეთ საქართველოში, დუშეთის რაიონის სოფელ ლაკატხევში. ომარი ჩვენი უმცროსი ძმაა. ის მსახურობდა რუსეთში, ქალაქ მოსკოვში და, ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ, გადაწყვიტა, სამუშაოდ ციმბირში, კემეროვოს მხარეში წასულიყო. ომარი კემეროვოს მხარეში 1991 წლის აპრილში წავიდა, მას შემდეგ ის აღარ გვინახავს, რასაც ძალიან განვიცდით. ამდენი წლის განმავლობაში მას არც ერთხელ არ მოუწერია, არც დაურეკავს და არც ჩამოსულა საქართველოში.

– ვიცი, რომ ამჟამად ათენში ხართ. იმ საცხოვრებელ მისამართზე, რომელიც ომარისთვის არის ცნობილი, თუ ცხოვრობს ვინმე?

– დიახ. მე რამდენიმე წელია, რაც სამუშაოდ საბერძნეთში, ქალაქ ათენში ვარ, მაგრამ დუშეთში ისევ იმ მისამართზე ცხოვრობენ ჩვენები და ომარმა კარგად იცის მისამართი, ჩვენ საცხოვრებელი ადგილი არ შეგვიცვლია. ნამდვილად ვერ ვხვდები, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ამდენი წლის განმავლობაში ის ჩვენ არ დაგვკავშირებია.

– რა სახის სამუშაოს ეწეოდა ომარი ციმბირში, რას საქმიანობდა? 

– ნამდვილად არ ვიცი, რა საქმიანობას ეწეოდა, ერთადერთი, რაც ჩვენთვის ცნობილია, ის არის, რომ იქ ვიღაც ქალთან ცხოვრობდა  (სამწუხაროდ, იმ ქალის არც სახელი ვიცი, არც გვარი), მაგრამ იმისგან ის წავიდა (გასცილდა) და ამჟამად აქვს თუ არა ოჯახი, ნამდვილად არ ვიცით.

– გამოდის, ძმასთან კავშირი 21 წელი არ გქონიათ, აქამდე თუ გიცდიათ მისი მოძებნა და რა ხერხებით.

– მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვცადეთ მისი მოძებნა – ჩემი შვილი დაუკავშირდა ჩვენს რამდენიმე მოგვარეს, რომლებიც იმ მხარეში აღმოჩნდნენ, მაგრამ, ომარზე  არც ერთ მათგანს არაფერი გაუგია. სამწუხაროდ, მის შესახებ მართლაც მწირი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ, სასწაულის მაინც მჯერა და, არ შემიძლია, ძმის მოძებნაში დახმარების გაწევა არ გთხოვოთ. მართალია, საბერძნეთში ვარ, მაგრამ, აქ მცხოვრები ქართველები კარგად ვახერხებთ თქვენი ჟურნალის კითხვას და ყოველკვირეულად ვადევნებთ თვალს თქვენს რუბრიკას.

– 21 წელია ძმასთან კავშირი არ გქონიათ. მაინც რას ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

– ნამდვილად ვერ გეტყვით, რა უნდა იყოს ამის მიზეზი. მე მაინც დიდი  იმედი მაქვს, რომ ის კარგადაა და თავისი ოჯახიც აქვს, ხოლო, თუ რატომ არ ან ვერ გვიკავშირდება, ამას უკვე მისი პოვნის შემთხვევაში გავიგებ. მართალია, ჩვენ ერთმანეთისგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ, ხომ არ შეიძლება, ისე დაევიწყებინა თავისი დედმამიშვილები და, საერთოდ, ფესვები, რომ ერთხელ მაინც არ მოვეკითხეთ? ან წერილი მოეწერა, ან ჩამოსულიყო მაინც ცოტა ხნით. ნამდვილად არ ვიცი, რა შეიძლება იყოს მისი ამგვარი დაკარგვის მიზეზი. ციმბირში ის 31 წლის ასაკში წავიდა და, შესაბამისად, არ შეიძლებოდა, რამე ახალგაზრდული შეცდომა მოსვლოდა, ან რაიმე ისეთ ფათერაკს გადაჰყროდა, რომ ჩვენთვის შეტყობინება მორიდებოდა.

 

скачать dle 11.3