კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა ვამპირების საქმე, რომლებიც ადამიანთა ხოცვითა და მათი სისხლის სმით იყვნენ დაკავებულები

 

დღევანდელ პუბლიკაციაში მოთხრობილი ისტორია, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში. ზოგიერთი მისი მონაწილის ვინაობა შეცვლილია, მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.

სუსტი ფსიქიკის ადამიანებს და 21 წლამდე ახალგაზრდებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ ამ პუბლიკაციის წაკითხვისგან.

– ჰმ, რა ტკბილი, სასიამოვნო სუნია და როგორ ნეტარებას განვიცდი, – ჩაილაპარაკა დანამომარჯვებულმა და სამართებელივით ალესილი, უზარმაზარი ყასბის გასისხლიანებული „ტისაკი“გვერდით გადადო. საგულედან ჯერ კიდევ მფეთქავი, გასისხლიანებული გული ამოგლიჯა ათლეტური აღნაგობის დედიშობილა კაცს, რომელიც რკინის საწოლზე იყო საიმედოდ დაბმული. პირში კი, ჩოგბურთის ბურთი ჰქონდა ჩატენილი, რომ არ ეყვირა.

გულამოგლეჯილი მამაკაცის დასისხლიანებული ცხედარი, მკვლელმა საგულდაგულოდ დაანაწევრა, შემდეგ სარდაფის კუთხეში მივიდა და ათი კვადრატული მეტრის ორმო გაანათა. მასში მძლავრი ნათურები ჰქონდა ჩამონტაჟებული, ზემოდან კი ფოლადის არმატურებისგან შეკრული კარი ეხურა. ორმო სამი მეტრის სიღრმის იყო და კედლები ისე სუფთად გაელესათ და გაეპრიალებინათ, მასზე აცოცება შეუძლებელი იყო. ორმოში ორმოცდაათამდე უზარმაზარი შავი ვირთხა ბინადრობდა.

– აბა, ჩემო ძვირფასებო, თქვენი ულუფა მიიღეთ, – ჩასძახა ვირთხებს მკვლელმა. შემდეგ ურიკაზე დაწყობილი ადამიანის დანაწევრებული სხეულის  ნელ-ნელა ჩაყრას მიჰყო ხელი...

ვირთხები გააფთრებით გლეჯდნენ სისხლიან ხორცებს, თან საზარლად წრიპინებდნენ და დროდადრო ერთმანეთსაც კბენდნენ. როდესაც მათ მოკლულის სხეულის ბოლო ნეჭერიც შეახრამუნეს, გაყუჩდნენ. მკვლელმა კი ორმოს ჯერ რკინის გისოსი დააფარა, შემდეგ სქელი საავიაციო მინა დაადო. ბოლოს კი ორმოში შუქი ჩააქრო და სარდაფის მეორე კუთხეში ონკანისკენ გაემართა. ნიჟარაში ადამიანის გული იდო, რომელსაც სისხლი ჰქონდა შემხმარი. მკვლელმა გული ამოიღო და შედედებული სისხლი ენით ალოკა. შემდეგ ონკანი მოუშვა, მოთუხთუხე ქვაბში ჩააგდო და კარგად მოხარშა. მოხარშული გული თეფშზე გადაიღო, დანით დაანაწევრა და გემრიელად მიირთვა, თან წითელ ღვინოს აყოლებდა, რომელიც ადამიანის სისხლით იყო გაზავებული.

ჭამას რომ მორჩა, მკვლელი სარდაფიდან საიდუმლო კიბით სახლში ავიდა, ტელევიზორი ჩართო და ტახტზე წამოწვა საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ საყურებლად. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და მან უპასუხა:

– დიახ, გისმენთ.

– ლადიკო ვარ. უნდა მოხვიდე.

– კარგი. მალე მოვალ, – მიუგო მკვლელმა. შემდეგ საგარეო სამოსი ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.

საზარელი მკვლელობები

– რას იტყვი, ნუნუ, რაში უნდა იყოს საქმე? – ჰკითხა კაპიტანმა ვლადიმერ კოკაიამ ნუნუ გეჯაძეს, რომელიც მაგიდასთან იჯდა და თაბახის ფურცლებზე წერდა. იქვე კი შიშველი მამაკაცის გვამი ეგდო, რომელსაც გული ჰქონდა ამოგლეჯილი.

– საბოლოო პასუხს გაკვეთა გვეტყვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მამაკაცი ჯერ დააძინეს, შემდეგ კი მოკლეს, – მიუგო კოკაიას გეჯაძემ.

– გული სად გაქრა?

– მკვლელმა წაიღო.

– რისთვის?

– ზუსტად ვერ გეტყვი. შეიძლება საჭმელად.

– საჭმელად? – თვალები გაუფართოვდა კაპიტანს. გეჯაძემ კი მას მშვიდად უთხრა:

– რატომ გიკვირს? ჩემი აზრით, ჩვენ ვამპირ-მანიაკთან გვაქვს აქმე.

– ვამპირი-მანიაკიღა გვაკლდა, –  თავი გააქნია კოკაიამ და ქალს ჰკითხა:

– სახლში მარტო ხარ?

– აბა, ვინ უნდა მყავდეს?

კაპიტანმა აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და გეჯაძეს უთხრა:

– რა ვიცი, იქნებ ვინმე ნათესავი გესტუმრა?

– ხომ იცი, რომ ნათესავები არ მყავს და ამქვეყნად სრულიად მარტო ვარ?

– მარტო რატომ, აბა, მე ვინ ვარ? – უჩურჩულა კოკაიამ, – შენთან წამოვალ და ღამით დავრჩები.

– მერე, ცოლს რას ეტყვი?

– ვეტყვი, რომ სამსახურში ვარ.

– კარგი. წამოდი.

ვლადიმერ კოკაია და ნუნუ გეჯაძე, თბილისის მილიციის სამმართველოში მუშაობდნენ. კოკაია ოცდათორმეტი წლის, ცოლშვილიანი, მილიციის კაპიტანი იყო და მკვლელობებს იძიებდა. ნუნუ გეჯაძე კი ოცდახუთი წლის იყო, გაუთხოვარი და ექსპერტ-კრიმინალისტად მუშაობდა. ნუნუ ლეიტენანტის ჩინს ატარებდა და გარდა იმისა, რომ კოკაიას საგამოძიებო ჯგუფის წევრი იყო, მას სექსუალურ მომსახურებას უწევდა. ანუ, მისი საყვარელი გახლდათ და ისინი ამ ფაქტს ყველას უმალავდნენ.

ლეიტენანტი ნუნუ გეჯაძე მარტოდმარტო ცხოვრობდა საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩაზე, კერძო სახლში, რომელიც მისმა მშობლებმა ააშენეს. ნუნუს დედ-მამა მაშინ დაიკარგა უგზო-უკვლოდ, როდესაც გოგონამ თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ისინი მანქანით გაემგზავრნენ ბათუმში და უკან აღარ დაბრუნებულან. მათი „მოსკვიჩი“ მცხეთასთან მდინარე მტკვარში აღმოაჩინეს, თუმცა, გვამები ვერ იპოვეს და ამიტომ ითვლებოდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად. ყველა ფიქრობდა, რომ ისინი მტკვარში დაიხრჩვნენ. ასე მიაჩნდა ნუნუსაც, რომელიც მილიციის სამმართველოში უკვე ორი წელია, მუშაობდა და მისი რომანიც კოკაიასთან ამდენივე ხანს გრძელდებოდა. თავის ახალგაზრდა კოლეგას პირველივე დღიდან დაადგა თვალი მექალთანე კოკაიამ და ერთ თვეში ლოგინში ჩაიგორა. თუმცა, ნუნუს ბევრი ახალგაზრდა ბიჭი ეარშიყებოდა, რომელთა უმრავლესობას ის ცოლად უნდოდა. ნუნუს მოარშიყეთა შორის იყო კაპიტანი პავლე ქირიაც, რომელიც ვლადიმერ კოკაიას მოადგილე გახლდათ და ყველანაირად ცდილობდა, ქალის გულის მონადირებას.

– ნუნუკა, – უთხრა კოკაიამ ნუნუკას, როდესაც სექსი დაასრულეს, – პავლიკა გაქრა.

– როგორ გაქრა?

– როგორ და, უკვე მეხუთე დღეა, რაც არ ჩანს. დღეს დილით დედამისმა დამირეკა და მითხრა, პავლიკა არ ჩანსო. ნეტავ, რა მოხდა?!

– ქალებში იქნება. ვინმე ნაშას დააბამდა და ალბათ, ბათუმში ან სოხუმში წაიყვანა რამდენიმე დღით.

– გამორიცხულია, – თავი გააქნია კოკაიამ, – ასე რომ იყოს, მეტყოდა. 

– შენ ხომ არ გააქრე? – სიცილით უთხრა ნუნუმ საყვარელს, – ხომ იცი, რომ მეარშიყებოდა და გზიდან ხომ არ ჩამოიცილე?

– კარგი, ნუ სულელობ, – თქვა კოკაიამ, – აქეთ – პავლიკა, იქით – ის საზარელი მკვლელობები... ერთი სიტყვით, დიდ გაწამაწიაში ვართ.

მოკლული და გულამოცლილი მამაკაცი, რომლის საქმესაც ვლადიმერ კოკაიას ჯგუფი იძიებდა, 30 წლის ედიშერ მახონია აღმოჩნდა. მისი მკვლელობიდან ზუსტად სამ კვირაში, თბილისში კიდევ ორი ანალოგიური მკვლელობა მოხდა. დიდუბესა და ვაკეში, 31 წლის ანზორ ხვიჩია და 32 წლის იური ბოგვერაძე მოკლეს. ორივეს გული ჰქონდა ამოცლილი, რასაც გამომძიებლებმა ვერსად მიაგნეს.

ვლადიმერ კოკაია მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ დაიბარა და ამ მკვლელობების სასწრაფოდ გახსნა მოსთხოვა. იმავე დღეს კაპიტანმა თავისი ხელქვეითები შეკრიბა და მინისტრის სიტყვები გადასცა. თათბირს ნუნუ გეჯაძეც ესწრებოდა. მან თავის უფროსს და საყვარელს უთხრა:

– დარწმუნებული ვარ, საქმე ვამპირ-მანიაკთან გვაქვს, რომელიც ადამიანებს იმიტომ ხოცავს, რომ მათი გული შეჭამოს და ამ ვერსიაზე გაძლიერებულად უნდა ვიმუშაოთ.

გეჯაძის არგუმენტები მილიციის სამმართველოს მესვეურებმაც გაიზიარეს და მთელი თბილისის მილიცია ეძებდა უცნობს, რომელიც მამაკაცებს ხოცავდა, მათ გულს აცლიდა და სავარაუდოდ, ჭამდა კიდეც.

 

მეცამეტე მსხვერპლი

– სად ვარ? – ჩაილაპარაკა ათლეტური აღნაგობის მამაკაცმა, როდესაც თვალი გაახილა და იგრძნო, რომ მთელი სხეულით რკინაზე იყო მიბმული.

– აქ, ჩემთან, – მიუგო ახალგაღვიძებულს ხალათმოცმულმა რომელსაც ხელში ალესილი „ტისაკი“ ეჭირა.

– დაბმული რატომ ვარ?

– იმიტომ, რომ გული ამოგგლიჯო და შევჭამო, – მშვიდად მიუგო მან დაბმულს და დანა მოიმარჯვა.

– შენ ხარ ის მანიაკი? – იკითხა შეძრწუნებულმა დაბმულმა მამაკაცმა.

– არა, ის სხვაა. ჯერჯერობით, არ ვიცი, ვინ, მაგრამ მალე გავიგებ.

– რას მერჩი, რატომ მკლავ?

– იმიტომ, რომ შენი მოხარშული გული ვჭამო და შენი სისხლი დავლიო. იცი, რა გემრიელია ადამიანის სისხლი და ხორცი?

– ნუ მომკლავ, რა დაგიშავე?

– ღორმა, ცხვარმა, ძროხამ ან ნებისმიერმა სხვა ცხოველმა რა დაგიშავეს, რომ მათ ხორცს ჭამ? ადამიანიც ცხოველია, მაგრამ პირუტყვებისგან განსხვავებით, ცოდვილი ცხოველი. მე თუ არა, სხვას ხომ დაუშავე? აი, მაგალითად, შენს ცოლს. სხვა ქალებში რომ დაძვრები და ცოლს ღალატობ, განა დანაშაული არ არის?

– ნუ მომკლავ! – იღრიალა დაბმულმა, მაგრამ ხალათმოცმულმა მას პირში ჩოგბურთის ბურთი ჩაუტენა. ხალათი გაიძრო და სამსხვერპლოს ბინაში დედიშობილა დადგა, „ტისაკი“ მოიმარჯვა და ცოცხალი მამაკაცის დიაფრაგმის გაკვეთას შეუდგა...

პირში ბურთჩაჩრილ, დაბმულ მამაკაცს ცივმა ოფლმა დაასხა და ყმუილი აღმოხდა. დედიშობილა სადისტი კი „ტისაკით“ მარჯვედ მუშაობდა. დიაფრაგმა გადახსნა და მფეთქავი გული დაინახა, რომელიც უმოწყალოდ ამოგლიჯა გონებამიხდილ დაბმულს და საზეიმოდ განაცხადა:

– ესეც ჩემი მეცამეტე მსხვერპლი!

შემდეგ ვამპირმა ჩვეული თანმიმდევრობით ჩაატარა მაპინულაციები. ჯერ სისხლიანი გული ჩადო პირსაბანში. შემდეგ გულამოგლეჯილი მამაკაცის გვამი დაანაწევრა და შავ ვირთხებს შეაჭამა. ბოლოს კი გული მოხარშა და შეჭამა. თან, სისხლით გაზავებული წითელი ღვინო დალია და საიდუმლო კიბით სახლში ავიდა.

მანიაკი

მახონიას, ხვიჩიას და ბოგვერაძის მკვლელი, პირველი მკვლელობის ჩადენიდან ზუსტად თვე-ნახევარში იპოვეს და დააპატიმრეს. ის 28 წლის, ბიჭიკო გულბედაძე აღმოჩნდა. დამნაშავეს მახონიას ბინაში დატოვებული თითის ანაბეჭდების მიხედვით მიაგნეს. გულბედაძე, წარსულში წვრილმანი ქურდობისთვის გახლდათ ნასამართლევი და მისი თითის ანაბეჭდები მილიციის კარტოთეკაში იყო დაფიქსირებული. გულბედაძე ბავშვთა სახლში იყო აღზრდილი და რვა კლასის განათლება ჰქონდა. ის თბილისის ერთ-ერთ გასტრონომში მუშად მუშაობდა და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო. როგორც გაირკვა, მის მიერ მოკლული მახონია, ხვიჩია და ბოგვერაძე მისი ნაცნობები იყვნენ და ისინი იმიტომ დახოცა, რომ გულს უწყალებდნენ.

– რას ნიშნავს, გულს გიწყალებდნენ? – ჰკითხა დაპატიმრებულ მკვლელს ვლადიმერ კოკაიამ.

– მათ ჩემი გულის შეჭმა უნდოდათ და დავასწარი, დავხოცე და მათი გულები შევჭამე, – მიუგო გულბედაძემ კაპიტანს. კოკაიამ ნუნუ გეჯაძეს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა, რომელიც მისივე თხოვნით დაასწრეს დაკითხვას.

სამსაათიანი დაკითხვა რომ დასრულდა, ბიჭიკო გულბედაძე მილიციის სამმართველოს „კაპეზეში“ ერთადგილიან საკანში მოათავსეს.  რადგან, არაადეკვატურად იქცეოდა, მეორე დღეს ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე უნდა გაეგზავნათ. ამის შემდეგ კოკაია და გეჯაძე კი ნუნუს სახლში წავიდნენ კაპიტნის მანქანით.

– რას იტყვი, რა შთაბეჭდილება დაგრჩა გულბედაძის დაკითხვის შემდეგ მასზე? – ჰკითხა კოკაიამ ნუნუს.

– გიჟია და ფსიქიატრიულში უნდა უმკურნალოთ, – მოკლედ მიუგო ნუნუმ კაპიტანს და თან ჰკითხა:

– კიღურაძე მართლა წავიდა ჩვენგან?

– ვინ გითხრა?

– ამ დილით ბიჭები ლაპარაკობდნენ და ყური მოვკარი. ასე თქვეს, თითქოს შენთან უჩხუბიაო.

– ნუნუკა, მომისმინე, – უთხრა კოკაიამ და შიშველი გოგონა მკერდზე მიიხუტა, – პავლიკა ქირიასი არ იყოს, ჯიმი კიღურაძეც მოულოდნელად გაქრა და სამინისტროს „ასობი“ საიდუმლო გამოძიებას ატარებდა. ზემდგომებს მიაჩნიათ, რომ ჩვენს ხალხს ვიღაც ან ვიღაცეები შეგნებულად აქრობენ და ეჭვი აქვთ, რომ ამას შინაური აკეთებს. ამიტომ, მთელი სამმართველოს თანამშრომლებს ჩუმად ამოწმებენ.

– მეც მამოწმებენ? – სიცილით ჰკითხა ნუნუკამ საყვარელს, წელზე ხელები შემოხვია და კოცნა დაუწყო...

მანიაკის მონათხრობი

– აი, მოგიყვანე, როგორც შევთანხმდით, – უთხრა მილიციის მაიორმა ვანო სირბილაძემ შავქუდიანს, რომელიც მას მანქანაში ჩაუჯდა.

– სად არის? – ჰკითხა შავქუდიანმა სირბილაძეს.

– „ბაგაჟნიკში“. მაგრად სძინავს. წყალში დასაძინებელი ჩავუყარე და ისე გამოვათრიე კამერიდან.

– კარგი. ახლა ჩემთან წავიდეთ და ცოტა წავიქეიფოთ, – უთხრა მაიორს შავქუდიანმა და სირბილაძის „მოსკვიჩი“ ადგილიდან უხმაუროდ დაიძრა. შუქფარებმა ღამის წყვდიადი გაანათა.

„მოსკვიჩი“ კერძო სახლის ეზოში გაჩერდა და მაიორმა საბარგულიდან მძინარე კაცი ამოიყვანა, ზურგზე მოიკიდა და სახლში შეიყვანა.

– ახლა საით? – ჰკითხა ვანომ შავქუდიანს.

– აქეთ, – მიუგო შავქუდიანმა, რომელიც საიდუმლო კიბესთან იდგა და მაიორს ხელით იხმობდა.

– ეს რამხელა „პადვალი“ გქონია, – თქვა მაიორმა და მძინარე რკინის საწოლზე დააწვინა. შემდეგ შემობრუნდა, მაგრამ შავქუდიანმა თავში რკინის ჯოხი მთელი ძალით ჩასცხო და გათიშა...

შავქუდიანმა ჯერ მძინარე მამაკაცი ჩამოათრია რკინის საწოლიდან და გვერდით მდგომ ტახტზე დააწვინა. შემდეგ გათიშული სირბილაძე გააშიშვლა, რკინის საწოლზე საიმედოდ მიაბა.

ვანო სირბილაძე თბილისის მილიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკნის („კაპეზეს“) ცვლის უფროსი იყო და შავქუდიანს მან სამი ადამიანის სადისტურად მკვლელი, 28 წლის ბიჭიკო გულბედაძე მიუყვანა, რომელიც ყველასგან მალულად გამოიყვანა საკნიდან. შავქუდიანმა კი მაიორი სირბილაძე რკინის საწოლზე მიაბა, თავზე ალესილი „ტისაკით“ წამოადგა და უთხრა:

– შენ ჩემი მეთოთხმეტე მსხვერპლი იქნები.

– ყველაფერს მივხვდი, – ამოიოხრა მაიორმა, – პავლიკა ქირია და ჯიმი კიღურაძე ნაღდად შენ დახოცე.

– მართალი ხარ, – დაუდასტურა შავქუდიანმა, – ახლა შენი ჯერია. შემდეგი კი ლადიკო იქნება. მას ახლა ზემოთ სძინავს და შენ რომ მოგათავებ, შემდეგ მასაც მივხედავ.

– ნუნუკა, შე ბოზო, არანორმალურო, – იღრიალა რკინის საწოლზე მიბმულმა მაიორმა, რომელსაც ნუნუკა გეჯაძე ალესილი „ტისაკით“ წამოდგომოდა თავზე და გულის ამოგლეჯას უპირებდა. იმ დროს, როცა ნუნუ გეჯაძე თავისი მორიგი მსხვერპლისთვის პირში ჩოგბურთის ბურთის ჩატენას ცდილობდა, სარდაფში მილიციის ოპერჯგუფი შეიჭრა. მათ ნუნუკა გეჯაძე და ბიჭიკო გულბედაძე დააპატიმრეს, მაიორი ვანო სირბილაძე კი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. მილიციელებმა  გააღვიძეს ვლადიმერ, იგივე ლადიკო კოკაიაც, რომელსაც მგზნებარე სექსის შემდეგ ნუნუს საწოლში მაგრად ეძინა, რადგან ქალმა მას ძლიერმოქმედი დასაძინებელი ჩაუყარა შამპანურში...

უკვე თენდებოდა, როდესაც დაპატიმრებულები და სამსხვერპლოდ გამზადებული მილიციელები, თბილისის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს დასაკითხად. დაკითხვას პოლკოვნიკი მერაბ ქუთათელაძე აწარმოებდა, რომელმაც ნუნუ გეჯაძეს ჰკითხა:

– ქირია და კიღურაძეც შენ მოკალი?

– არა მარტო ისინი. მათ მკვლელობამდე მე კიდევ თერთმეტი ადამიანი მყავდა მოკლული, პირველები კი ჩემი მშობლები იყვნენ.

– შენი მშობლები ხომ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ?

– არა. ისინი მე დავხოცე და მათი დამპალი გულები შევჭამე. სხეულები კი ვირთხებს ჩავუყარე და შევაჭამე. ჩემი სახლის საიდუმლო სარდაფი ჩემი მშობლების გათხრილი და მოწყობილი იყო. ისინი ვამპირები იყვნენ, ადამიანებს იტყუებდნენ, კლავდნენ, მათ სისხლს სვამდნენ, გულებს თავად ჭამდნენ, სხეულებს კი ვირთხებს აჭმევდნენ. ვამპირობა ჩვენი ჯიშის დამახასიათებელი ნიშანია და ჩემ წინ მჯდომი ბიჭიკო გულბედაძე, სინამდვილეში, ემზარ გეჯაძეა, ჩემი ღვიძლი ძმა, რომელიც ჩემმა მშობლებმა ბავშვთა სახლის წინ დატოვეს, რადგან მისი გაზრდა არ უნდოდათ, თუმცა მოსაკლავადაც არ გაიმეტეს. ეს ყველაფერი ჩემი მშობლების დღიურებიდან შევიტყვე. მთელი ცხოვრება ძმას ვეძებდი და სირბილაძესაც იმიტომ გამოვაყვანინე ციხიდან, რომ სიკვდილს გადამერჩინა...

ნუნუ გეჯაძის დაპატიმრება სრულიად შემთხვევით მოხდა და ეს ვლადიმერ კოკაიას მეუღლის, ლალი კოშკაძის ეჭვიანობის შედეგად განხორციელდა. ქალი ეჭვიანობდა, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა და ეს თავის მილიციელ ძმას, მაიორ კოტე კოშკაძეს უთხრა. კოტე ჯერ დის ხათრით უთვალთვალებდა სიძეს. შემდეგ კი მიხვდა, რომ მანიაკი ქალის კვალზე გავიდა და საქმეში უკვე ოფიციალურად ჩართო თავისი კოლეგები.

კაპიტანი ვლადიმერ კოკაია სამსახურიდან დაითხოვეს. მაიორმა ვანო სირბილაძემ სამი წლით, პირობითი სასჯელი დაიმსახურა და სამსახურიდანაც გაათავისუფლეს. სამი ადამიანის მკვლელი, ბიჭიკო გულბედაძე, სინამდვილეში კი ემზარ გეჯაძე, დახვრიტეს. სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი ნუნუ გეჯაძესაც, რომელიც კაპიტან კოკაიასგან იყო ფეხმძიმად. ის ჯერ ამშობიარეს და გოგონა გაუჩნდა, ხოლო შემდეგ რა ბედი ეწია, უცნობია...

 

 

скачать dle 11.3