კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

ფერადი დიეტა სტრესების გარეშე

 

ფრანგი დიეტოლოგი იან რუჟიე დაჟინებით გვირჩევს, ყურადღება მივაქციოთ იმ პროდუქტების ფერს, რომლებსაც დიეტის დროს მივირთმევთ. მის მიერ შემუშავებული სისტემა, რომელიც მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომია, არ გვპირდება სწრაფ შედეგს, მაგრამ, ამ დიეტის მთავარი ღირსება ის არის, რომ მისი დაცვისას არ ხართ შეზღუდული და არაფერი გეკრძალებათ – შეგიძლიათ, ჭამოთ ყველაფერი, უბრალოდ, სწორად უნდა შეათავსოთ ერთმანეთთან პროდუქტები და მიირთვით ზომიერი რაოდენობით.

რუჟიემ ყველა პროდუქტი დაყო 4 ფერის ჯგუფად, 3 ფაქტორის გათვალისწინებით: გლიკემიური ინდექსი (ადვილად აითვისება თუ არა პროდუქტი), ორგანიზმის ფერმენტული შესაძლებლობები (როგორ გადამუშავდება პროდუქტი) და რამდენ კალორიას მოიცავს თითოეული მათგანი. ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, მან გამოიყვანა ინდექსი 0-დან 100-მდე, ანუ, რაც უფრო მაღალია ეს ინდექსი, მით მეტია წონაში მომატების რისკი.

ყველაზე დაბალი ინდექსი აქვს „მწვანე“ პროდუქტებს (0-დან 35-მდე). სწორედ ისინი უწყობს ხელს წონაში კლებას, რადგან, ადვილად ხდება მათი მონელება და ათვისება ორგანიზმის მიერ. ამ ჯგუფში შედის: ხორცი, ქათამი, თევზი, ხაჭო, იოგურტი (მაწონი), ხორბალი, ქერი, ჭვავის პური, მწვანე ბოსტნეული, სტაფილო, ხახვი, ნიორი, ციტრუსი, ალუბალი, კივი, მაყვალი, კომში, თხილი, გაზგასული მინერალური წყალი, მწვანე ჩაი.

„ნარინჯისფერი“ პროდუქტები (ინდექსი – 40-დან 55-მდე) ხელს უწყობს მიღწეული წონის შენარჩუნებას. თუ თქვენ გაწყობთ წონა, რომელსაც დიეტის შემდეგ მიაღწიეთ, „მიაწექით“ ნარინჯისფერი პროდუქტების ჯგუფს: სუბტროპიკებს, უცხიმო ლორს, მოხარშულ კვერცხს, ხიზილალას, ყავისფერ ბრინჯს, მაკარონს, ყველს, ჭარხალს, ზეთისხილს, პარკოსნებს, ვაშლს, უშაქრო ყავას.

„წითელი“ პროდუქტებით ადვილად აკრეფთ ზედმეტ კილოგრამებს (ინდექსი – 60-დან 80-მდე), მაგრამ მათი მთლიანად უარყოფაც არ შეიძლება. ისინი უნდა მიიღოთ კვირაში მაქსიმუმ 2-3-ჯერ, მცირე რაოდენობით ამ ჯგუფში შედის: მჭლე ღორის ხორცი, ხორცის პაშტეტები, მდნარი ყველი, ნაღების კარაქი, არაჟანი, ნაღები, კარტოფილი, გოგრა, გარგარი, ორცხობილა, შაქარი.

ჯანმრთელობისთვის და გახდომის თვალსაზრისით, ორგანიზმისთვის ყველაზე მავნებელია „იისფერი“ ჯგუფის პროდუქტები (ინდექსი – 80-დან ზემოთ), რომლებიც მიღებულია ახალი ტექნოლოგიების შედეგად. ამიტომ, უნდა მიირთვათ თვეში მაქსიმუმ 2-3-ჯერ და, თანაც, მცირე რაოდენობით. ამ ჯგუფში შედის: ძეხვეული, თეთრი ბრინჯი, მშრალი საუზმე, სიმინდის ბურბუშელა, ბატიბუტი, ჩიპსი, კეტჩუპი, მაიონეზი, კანფეტები, შოკოლადი, ლიქიორი, ლუდი.

შერჩევის წესი

საკვების ყოველი მიღებისას უნდა მიირთვათ, სულ მცირე, სამი სახის პროდუქტი. თუ ვერ გაუძელით „წითელი“ ჯგუფის პროდუქტების ცდუნებას, იმისთვის, რომ ბლოკირება გაუკეთოთ კალორიებს, აუცილებლად შეუწყვილეთ მათ რომელიმე პროდუქტი „მწვანე“ ზონიდან, მაგალითად, ყველის ნაჭერს მწვანე სალათის ფოთოლთან ერთად თუ მიირთმევთ, მიიღებთ ამ პროდუქტების ინდექსის საშუალო მაჩვენებელს, რაც თქვენი ფიგურისთვის არც ისე საშიში იქნება.

მთავარი კი მაინც ის არის, დღის რომელ მონაკვეთში და რა რაოდენობით მიირთმევთ ამა თუ იმ პროდუქტს.

 

скачать dle 11.3