კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ თმას გაზაფხულზე

 

გაზაფხულზე თმა, ისევე, როგორც სახის კანი, განსაკუთრებით ჭირვეული ხდება. ამიტომ, მასაც ისეთივე მზრუნველობა და მოვლა სჭირდება, როგორიც სახის კანს, რაც მისი გაწმენდა-გასუფთავებით იწყება. მხოლოდ კარგად დაბანის შემდეგ შეძლებს თმა, შეიწოვოს ბალზამებსა თუ ნიღბებში არსებული სასარგებლო ნივთიერებები. იმისთვის კი, რომ ეს პროცესი უფრო აქტიური იყოს, საჭიროა, გაიკეთოთ თავის კანის პილინგი. დროის ეკონომიის მიზნით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შამპუნი-სკრაბი, რომელიც დაბანის პროცესში უკეთებს თავის კანს პილინგს და, პარალელურად – სასიამოვნო, მომადუნებელ მასაჟსაც.

თქვენმა თმამ „პრეტენზიები“ რომ არ გამოგიცხადოთ, დაიცავით მისი მოვლის ელემენტარული წესები:

1. თუ თქვენ იკრავთ თმას, მოერიდეთ რკინის შესაკრავიან უხეშ სამაგრებს. შეკვრის დროს კი ზედმეტად ნუ დაჭიმავთ თმას, რადგან ასე თავის კანში ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ამის გამო, შეიძლება, საღამოს თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, კანი კი ისე დაიჭიმოს, რომ  ალაგ-ალაგ გამელოტებულ მონაკვეთს დაემსგავსოს.

2. თმის დავარცხნა რომ გაგიადვილდეთ, მარტო შამპუნით დაბანა საკმარისი არ არის. აუცილებელია კონდიციონერი, რომელიც დაარბილებს და „დაამშვიდებს“ თმის საფარს და დამჯერს გახდის მას.

3. რაც უფრო გრძელი თმა გაქვთ, მით ნაკლებად მიეწოდება მკვებავი ნივთიერებები თმის ბოლოებს და, ამიტომ, შეიძლება, ბოლოჭამიებიც გაგიჩნდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა გაიკეთოთ თმის ნიღბები, ისე, რომ ნიღბის მასა წაისვათ არა მარტო თმის ძირებში, არმედ, ღერების მთელ სიგრძეზე, ჩამობანის შემდეგ კი გადაივლოთ სპეციალური ბალზამი.

4. ყოველ საღამოს რბილი სავარცხლით დაივარცხნეთ თმა მთელ სიგრძეზე. დავარცხნის პროცესი უნდა იყოს ნელი და მშვიდი. ვარცხნისას შეაშველეთ მეორე ხელიც, რომ ღერები ძირებიდან არ ამოვარდეს ან არ გაწყდეს.

5. თუ თხელი თმა გაქვთ, უმჯობესია, დაიბანოთ კვერცხის გულითა და გვირილისა და ჭინჭრის ნახარშით. თუ უშამპუნოდ ვერ ძლებთ, შეიძინეთ შამპუნი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის სულფატები.

6. თმის ნიღაბს რომ წაისვამთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ თავის კანის რბილი მასაჟი – წრიული მოძრაობა მსუბუქი დაწოლით, კეფიდან შუბლისკენ და კეფიდან კისრისკენ მიმართულებით.

7. 3 თვეში ერთხელ აუცილებლად შეიჭერით თმა ნახევარი სანტიმეტრით. სასურველია, თუ ამას ცხელი მაკრატლით გააკეთებთ – ეს დაიცავს თქვენს თმას ტენიანობის დაკარგვისა და გამოშრობისგან.

8. ყოველი დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ შემდეგი ნარევი: 250 მილილიტრი თბილი წყალი+1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი+1 ჩაის კოვზი თაფლი. თქვენი თმა საოცარ ბზინვარებას შეიძენს.

9. თუ თქვენმა თმამ „მოიწყინა“, ესე იგი, მას კვება აკლია. ამიტომ, ყოველი დაბანის წინ გაიკეთეთ სხვადასხვა მცენარეული ნიღაბი. აუცილებლად დაიბანეთ ადუღებული და შემდეგ გაგრილებული წყლით, რომელშიც უნდა გაურიოთ გვირილის, ჭინჭრის, სალბის, მუხის ქერქისა და სხვა სამკურნალო მცენარეების ნახარში (ერთად ან ცალ-ცალკე). გარდა ამისა, შეეცადეთ, მაქსიმალურად იშვიათად გაიშროთ თმა ფენით და შეიღებოთ (რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც) მხოლოდ ბუნებრივი, მცენარეული საღებავით.

 

скачать dle 11.3