კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი სოფლიდან არის წარმოშობით ალ პაჩინო და რამდენ ფილმში აქვს მას ნათამაშები რობერტ დენიროსთან ერთად

 

„ნათლიმამა”, „ნაიარევი სახე”, „ქალის სურნელი”, „კარლიტოს გზა”, „სერპიკო”, „ეშმაკის ადვოკატი” და უამრავი სხვა კინოშედევრი... ალ პაჩინოს სახელი ჰოლივუდის განუყოფელ ნაწილად იქცა და მთელ მსოფლიოში მის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.  სულ ახლახან ამ გენიალურ ამერიკელ მსახიობს 72 წელი შეუსრულდა და „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ ფაქტებს მისი ცხოვრებიდან.

* ალ პაჩინოს ბებია და ბაბუა წარმოშობით სოფელ კორლეონედან იყვნენ, რომელიც სიცილიაზე მდებარეობს. 

* მის მშობლებს როუზი და სალვატორე ერქვათ. ისინი მაშინ დაშორდნენ, როდესაც პატარა ალფრედო ჯერ კიდევ ბავშვი იყო.

* ამბობენ, ალ პაჩინო ძალიან მგრძნობიარე ბავშვი იყო და მას ქუჩაში, თანატოლებთან სათამაშოდ  მარტოს არ უშვებდნენ. მისი ერთადერთი გართობა გახლდათ დედასთან ერთად კინოთეატრში წასვლა. ყოველი სეანსის შემდგომ, ბიჭი ნანახი ფილმის შინაარსს ბებიას უყვებოდა და საუბრის ბოლოს მუდამ ამატებდა, რომ ერთ დღეს თავადაც დიდი მსახიობი გახდებოდა. 

* მსახიობობამდე ალ პაჩინო მზარეულად მუშაობდა იტალიურ რესტორანში.

* მაიკლ კორლეონეს როლი, ალ პაჩინომ ჯეკ ნიკოლსონთან და უორენ ბიტისთან კონკურენციაში მიიღო. ამ როლმა ის მსოფლიოში ცნობად სახედ აქცია.

* მისი სრული სახელი და გვარია: ალფრედ ჯეიმს პაჩინო.

* ალ პაჩინო ჰოლივუდში როლის არჩევისას ერთ-ერთი ყველაზე კაპრიზული ვარსკვლავია. მან არ ისურვა გადაღება ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „ლამაზმანი”, „ჩვენი დროის აპოკალიფსი” (ეს როლი, მოგვიანებით, მარლონ ბრანდოს შეხვდა) და „ვარსკვლავური ომები” (ჰან-სოლოს როლი, რომელმაც ჰარისონ ფორდს მოუტანა პოპულარობა).

* 80-იანი წლების ბოლოს ალ პაჩინოს სერიოზული შემოქმედებითი კრიზისი დაეწყო, რომელსაც თან სდევდა უმძიმესი დეპრესია. ის ოთხი წლის განმავლობაში წასული იყო კინოდან და  ალკოჰოლზე დამოკიდებულს თითქმის მთლიანად ჰქონდა დაკარგული მორალური სახე. მოგვიანებით მან დაძლია ყველა პრობლემა და ვარსკვლავური სტატუსი დაიბრუნა.

* „ქალის სურნელში” შესრულებული როლისთვის ალ პაჩინო მეშვიდედ იყო წარდგენილი „ოსკარზე” და კინოაკადემიამ, მხოლოდ ამ ჯერზე გადასცა მას სანუკვარი ქანდაკება.

* ალ პაჩინოს სამი შვილი ჰყავს: 1989 წელს დაბადებული ჯულია მარია პაჩინო და 2001 წელს დაბადებული ტყუპები – ანტონ ჯეიმსი და ოლივია როუზი.

* თავის დროზე ალ პაჩინომ უარი განაცხადა შეესრულებინა ლუის ციფერის როლი ფილმში „ენჯელის გული”. მოგვიანებით ეს როლი რობერტ დენირომ შეასრულა.

* 1997 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა „ემფაირმა” ალ პაჩინო მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო მსახიობს შორის მეოთხე ადგილზე გაიყვანა.

* 1961 წლის 7 იანვარს, 21 წლის ასაკში ალ პაჩინო საპატრულო პოლიციამ დააკავა. პოლიციელებისთვის საეჭვო გამოდგა ის ფაქტი, რომ ალ პაჩინოს ეკეთა ნიღაბი და შავი ხელთათმანები, ხოლო ავტომობილი საეჭვოდ დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. ამას გარდა, საბარგულში რევოლვერი აღმოჩნდა. ალ პაჩინომ 3 დღე გაატარა პოლიციის განყოფილების წინასწარი დაკავების საკანში და მხოლოდ მესამე დღეს გაირკვა, რომ რევოლვერიც და დანარჩენი ამოღებული ნივთებიც კინორეკვიზიტი იყო და პაჩინოს ის უბრალოდ ერთი გადასაღები მოედნიდან მეორეზე მიჰქონდა.

* ალ პაჩინოს შრომისმოყვარეობაზე ჰოლივუდში ლეგენდები დადის. ის დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა, ლიტრობით სვამდა ყავას და დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი ეძინა. დანარჩენ დროს კი, გადაღებებზე ან რეპეტიციებზე ატარებდა.

* „ქალის სურნელში”, უსინათლო ვიცე-პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლის შესრულებისას ალ პაჩინო წაიქცა და თვალი დაიზიანა. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ მსახიობი იმ მომენტში დარწმუნებული გახლდათ, ვერაფერს ხედავდა და ბრმა იყო. 

* ფილმ „ნათლიმამას” პირველ ნაწილში შესრულებული როლისთვის ალ პაჩინომ ჰონორარის სახით 35 ათასი დოლარი მიიღო. ცნობისთვის, ალ პაჩინოს ამჟამინდელი ჰონორარი არანაკლებ 7 მილიონი დოლარია ერთი ფილმისთვის. 

* „ულამაზო და არაპრეზენტაბელური” – ასე დაახასიათეს დამწყები თეატრალური მსახიობი, ალ პაჩინო  45 წლის წინ სტუდია „პარამაუნტის” მესვეურებმა.

* ალ პაჩინოს სიმაღლე 170 სანტიმეტრია.

* ალ პაჩინო არასდროს ყოფილა დაქორწინებული, თუმცა მას უამრავი რომანი ჰქონდა ჰოლივუდელ მსახიობებთან: ჯილ კლეიბურგთან, თიუსდეი უელდთან, მარტა კელერთან, კეტლინ კუინლანთან, დაიან კიტონთან, ლინდელ ჰობსთან და ბევერლი დ’ანჯელოსთან.

* 17 წლის ასაკში ალ პაჩინომ თავისი ნებით დაანება სკოლაში სწავლას თავი და  სხვადასხვა დროს ფოსტალიონად, კურიერად, გაზეთების გამყიდვლად, ავეჯის გადამზიდავად და „კარნეგი ჰოლში” კონტროლიორად მუშაობდა.

* ინტერვიუების მიცემის დროს ალ პაჩინო გაურბის საუბარს პირად თემებზე და ამიტომ, მისი ცხოვრების ზოგიერთ ეპიზოდზე მხოლოდ ჭორის დონეზეა ცნობილი.

* თავის საუკეთესო როლად ალ პაჩინო ტონი მონტანას გმირს მიიჩნევს ბრაიან დე პალმას ფილმში „ნაიარევი სახე”.

* კინოს გარდა ალ პაჩინო აქტიურად არის დაკავებული თეატრში. მისი თეატრალური როლებიდან აღნიშვნის ღირსია მთავარი როლები უილიამ შექსპირის „რიჩარდ მესამეში“ და იროდის როლი „სალომეაში”.

* ამერიკელი კინოკრიტიკოსის, ლეონარდო მოლტინის აზრით, „ნათლიმამას” შემდგომ ალ პაჩინოს, კინოსთვის თავი რომ დაენებებინა, ის მაინც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი იქნებოდა.

* „ნათლიმამას” პროდიუსერები უკმაყოფილონი იყვნენ ფრენსის ფორდ კოპოლას არჩევნით მაიკლ კორლეონეს როლზე და ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ალ პაჩინო გადასაღები მოედნიდან გაეგდოთ. თუმცა, რესტორანში, პოლიციის კომისრის მკვლელობის სცენის გადაღების შემდეგ, ისინი დარწმუნდნენ კოპოლას არჩევნის მართებულობაში.

* ალ პაჩინო პრესტიჟული თეატრალური პრემიის, „ტონის” მფლობელია, შესრულებული როლისთვის ბროდვეის სცენაზე სპექტაკლში „დაზ ზი თაიგერ უიარ ნეკთის”.

* თეატრის სიყვარული ალ პაჩინოს 14 წლის ასაკში გაუჩნდა, მას შემდეგ, რაც სკოლის ექსპერიმენტულ სცენაზე ანტონ ჩეხოვის „თოლიას” პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილა.

* სკოლაში სწავლის დროს ალ პაჩინო თანაკლასელებს ატყუებდა, რომ წარმოშობით ტეხასიდან იყო და მამამისი სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტი გახლდათ.

* ალ პაჩინოს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ ტერმინი „ვარსკვლავური სენი” მისთვის უცხოა.

* ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი მიიჩნევს, რომ 1996 წელს ალ პაჩინოსთან ჩაწერილი ინტერვიუ გადაცემაში „ლარი კინგ ლაივ” მის კარიერაში საუკეთესოა.

* ალ პაჩინო ნიუ-იორკში უბან ბრონქსის უბანში იზრდებოდა.

* ბავშვობიდან მეგობრობდა ფრედო კორლეონეს როლის შემსრულებელ ჯონ კაზალესთან, რომელთან ერთადაც ითამაშა „ნათლიმამასა” და „ძაღლების შუადღეში”.

* ალ პაჩინოს და რობერტ დენიროს ერთად სამ ფილმში აქვთ ნათამაშები: „ნათლიმამა 2-ში” ისინი ერთად თამაშობდნენ, თუმცა საერთო სცენა არ ჰქონდათ, დენირო ალპაჩინოს გმირის მამას, ვიტო კორლეონეს ასახიერებდა ახალგაზრდობის წლებში. მაიკლ მანის მძაფრსიუჟეტიან ბოევიკში „შეტაკება”, რომელიც ეკრანებზე 1995 წელს გამოვიდა, პაჩინომ პოლიციელის როლი შეასრულა, დენირო კი მისი ოპონენტი, კრიმინალის როლს თამაშობდა. ფილმის ფინალში ალ პაჩინოს გმირი დენიროს გმირს კლავს. 2008 წელს ეკრანებზე გამოსულ თრილერში „მკვლელობის უფლება” წყვილმა ვეტერანი პოლიციელების ტანდემი განასახიერა. თუმცა, ფილმს ნაკლებად ხვდა წარმატება და კინოკრიტიკოსებმა ის მათ ფილმოგრაფიაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტად მოიხსენიეს.

 

 

скачать dle 11.3