კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რისკის არიდებას ურჩევს ქალებს დათუნა სულიკაშვილი

 

კვირას დათუნა სულიკაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთი, გრანდიოზული შოუ წარუდგინა – ისეთი, როგორითაც ბოლო დროს საოცრად ათამამებს თბილისელ მოდის მიმდევრებს და უბრალოდ, კარგი სანახაობის მოყვარულებს. გაზაფხული-ზაფხული დათუნას საერთო სტილისგან დიდად არ განსხვავდება. ის აქცენტს ყოველთვის ქალურობაზე, ჰაეროვნებასა და ელეგანტურობაზე აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია შემოდგომა-ზამთრის იყო, დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა ხანში ვერაფრის შეძენას ვეღარ მოახერხებთ, რადგან მისი ამ სეზონზე მორგებაც ძალიან იოლად შეიძლება. კოლექციაში ჭარბობდა დათუნას ფერები – ოქროსფერი, ცისფერი, თეთრი, ბეჟი და მისი საყვარელი შავი. პირველი არხის პავილიონში, უზარმაზარ სივრცეში საოცრად გამოიყურებოდნენ ლამაზად ჩაცმული ქალბატონები – უყურებდი და ფიქრობდი, რომ შენი საოცნებო ჩაცმულობა სწორედ ასეთია. დიზაინერი საჭირო რჩევებს აძლევს ქალბატონებს, რომლებიც საზაფხულოდ გარდერობის გადასახალისებლად ჯერ კიდევ მოდურ ჟურნალებსა და ინტერნეტში იქექებიან.

 დათუნა სულიკაშვილი: ამ ზაფხულს აქტუალურია დაპრინტული სამოსი. საერთოდ, ტენდენციები, ისევე როგორც თავად ზაფხული, საკმაოდ ჭრელია – ჭრელი, ანუ მრავალფეროვანი. მოდაშია როგორც პასტელის, ისე მყვირალა ფერები, როგორიცაა: სტაფილოსფერი, ყვითელი. მაღალი მოდა გადარეულია ცისფერზე, მაგრამ ეს სიჭრელეც არ არის საკმარისი. ამას უნდა დაუმატოთ მასიური აქსესუარები, ოქროსფერი დეტალები. მოდაშია ასევე, ხის ფაქტურის აქსესუარებიც. ზოგადად, ჭრელის ჩაცმა და მორგება საკმაოდ სარისკოა. თუ სხვადასხვა მყვირალა ფერის შეხამება გიჭირთ, გირჩევთ აქცენტი უფრო პასტელურ ტონებზე გააკეთოთ. ვთქვათ, როგორიაა ცისფერი ზედატანი ჯინსთან ან ბეჟ შარვალთან. 

– რაც შეეხება ფორმის ტენდენციებს?

– ამაზე ვთქვი, რომ სამოსის ეს მიმართულებაც ჭრელია. მოდის დიდმა სახლებმა სრულიად არიეს ტენდენციები. თუ ერთმა აქცენტი ქალურ, ელეგანტურ სამოსზე გააკეთა, მეორემ მთავარ თემად სამოციანი წლები აირჩია. ზოგიც კი მეორე უკიდურესობაში გადავარდა და გოთური, კიჩური, პანკური სტილი შესთავაზა მომხმარებელს. ეს იმის ბრალია, რომ მოდაში კრიზისია და დიზაინერები აქცენტს კომერციულ სამოსზე აკეთებენ. კომერცია მეტია, ვიდრე შემოქმედება. 

– როგორ ხედავ შენ ამ ზაფხულს ქალს?

– რა ვქნა, ჩემთვის ზაფხულის ქალი მაინც თეთრში, რძისფერში წარმომიდგენია. ამ სეზონზე ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყენეს გამჭვირვალე ქსოვილებიც. მოდაშია გიპიური, მაგრამ ესეც საკმაოდ რთული გამოსაყენებელია. საერთოდ, ისეთი შემოთავაზებები აქვთ მოდის შემქმნელებს მისი მიმდევრებისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის, გემოვნების მქონე ადამიანი თავისთვის მოსაწონს აუცილებლად იპოვის. ძალიან ნუ გადაეშვებით ტენდენციებში, ეცადეთ, თქვენი გემოვნებით, იმ ინდივიდუალურობას გაუსვათ ხაზი, რომელიც ბუნებამ მოგანიჭათ. ნურავის დაემსგავსებით – ეს საუკეთესო მოდაა.  

 

 

скачать dle 11.3