კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დამოუკიდებელი ვარ!

 

 

მუშაობ? – ესე იგი, დამოუკიდებელი ხარ. საქმე მარტო ფულში არ არის. როცა მუშაობ, ახდენ საკუთარი თავის, შესაძლებლობების რეალიზებას და ეს უკვე დიდი პლუსია. ადამიანებს თავის დამკვიდრებისთვის სერიოზული შრომა და ძალისხმევა სჭირდებათ, ოღონდ, ყველას როდი გამოსდის ეს. მნიშვნელობა არა აქვს, რა პროფესიის ხართ, მთავარია, ამ პროფესიაში თავს კარგად გრძნობდეთ. ხშირად ქალებს უხდებათ არჩევნის გაკეთება კარიერასა და ოჯახს შორის. ამის აუცილებლობა არ უნდა არსებობდეს. შეთანხმება წყვილს შორის უნდა მოხდეს. მნიშვნელობა აქვს, როგორ პოზიციას დაიჭერს ქალი. მან უნდა შეძლოს და პარტნიორს (მეუღლეს) გააგებინოს, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც აკეთებს; რომ ეს არ არის მხოლოდ დამატებითი შემოსავლის წყარო.

ზოგჯერ სიჯიუტე სულაც არ არის ცუდი. გააჩნია, სად გამოავლენ მას, რა დოზით და როგორი პრინციპულობით.

არის კიდევ ერთი უპირატესობა დამოუკიდებლობისა – როცა ქალი მუშაობს, ის თავის მოედანზე „თამაშობს“, ანუ, უფრო თამამია გადაწყვეტილების მიღებისას და არც მისი  დაჩაგვრაა ადვილი. ოღონდ, ნუ იტყვით, რომ დღეს მამაკაცები აღარ ცდილობენ, დაჩაგრონ ქალი. არცთუ ცოტაა ისეთი მამაკაცი, რომლებსაც სიამოვნებას ანიჭებთ ქალთან საკუთარი უპირატესობისა თუ ძალის დემონსტრირება. ასეა თუ ისე, იყო დამოუკიდებელი – ეს თითქმის ფუფუნებაა, კარგი კოზირი, რომ ცხოვრებაში თავი გაიტანო. ამიტომ, თუკი ის უკვე გაქვთ, არ დათმოთ, ხოლო, თუ არ გაქვთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ გახდეთ დამოუკიდებელი! როცა საკუთარი თავი ნაპოვნი გეყოლებათ, მეორე ნახევრის პოვნა ნამდვილად აღარ გაგიჭირდებათ.

 

უკან და – იგივე?!

შეცდომას უშვებს ყველა. ნუთუ ვინმე არის ამისგან დაზღვეული?! ადამიანი სწორედ იმიტომ აღარ ცხოვრობს სამოთხეში, რომ მისმა წინაპარმა დაუშვა შეცდომა და მას მერე გრძელდება დაუსრულებლად – შეცდომას შეცდომა ემატება... ზოგჯერ შეცდომა საბედისწეროც აღმოჩნდება ხოლმე, თუმცა, მთავარია სურვილი, გამოასწორო ის, ამის შანსს კი ცხოვრება ყოველთვის გაძლევს. ერთი სიტყვით, ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომებით ყველაზე მეტად ჩვენივე ახლობელი, საყვარელი ადამიანები ზარალდებიან. ნუთუ შეიძლება ტყუილისგან და ორპირობისგან თავის დაცვა? ან, რა მოვუხერხოთ დაკარგულ ნდობას?

ყველაზე დიდი ფასეულობა ოჯახია. ზოგჯერ ადამიანები ამას ვერ აცნობიერებენ, ან, აცნობიერებენ ისეთ მომენტში, როცა შეცდომა უკვე დაშვებულია. რატომ გვავიწყდება, რომ არ არსებობს ოჯახზე უფრო ძლიერი და საიმედო დასაყრდენი? თუ ოჯახს დაკარგავ, დაკარგავ საკუთარ თავსაც.

დიახ, პატიება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ, თუ დაკარგულის დაბრუნება გინდა, ჯერ გულწრფელად უნდა მოინანიო. არ არსებობს გარანტიები. მით უმეტეს, ძნელია, შენს ერთგულებაში დაარწმუნო ადამიანი, რომელსაც ერთხელ უკვე უღალატე და გული ატკინე.

ადვილი არ არის გადაწყვეტილების მიღება, როცა საქმე საყვარელ ადამიანებს ეხება. მოკლედ, ჯერ შანსის გამოყენებაზე იფიქრეთ და მერე მის მოპოვებაზე.

ნუ იოცნებებ, იაზროვნე!

ოცნება ცუდი არ არის, მაგრამ, ამან თქვენს აზროვნებასა და ლოგიკას არ უნდა აჯობოს. ყოველთვის, როცა რეალობის იდეალიზაციას ვახდენთ, აუცილებლად ჩვენვე ვზარალდებით, რადგან, წარმოსახვაში ერთმანეთზე მაცდუნებელ, თვალის მომჭრელ სურათებს ვხატავთ – გვინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ, სულ უფრო ვწყდებით რეალობას. ისე ნუ იზამთ, პირველივე გამვლელი უფლისწულად მოგეჩვენოთ.

შეიძლება, რეალური აზროვნება არც ისე რომანტიკულია, მაგრამ, სამაგიეროდ, თავს არ მოიტყუებთ და ამით სერიოზულ პრობლემებს აირიდებთ. ოცნებაც ხომ აუცილებელიაო, – იკითხავთ თქვენ. რა თქმა უნდა, ოცნება მშვენიერია. სასიამოვნო და აღმაფრენის მომცემი. თუმცა, ყველაფერი კარგიც კი გადაჭარბებული დოზით, უკუშედეგებს იძლევა. ამიტომ, ეცადეთ, ოცნება რეალობისგან შორს არ იყოს. თუ ამას მოახერხებთ, ოცნება მიზნის მიღწევაშიც კი დაგეხმარებათ.

იდეალურია, როცა ოცნება რეალობას ემთხვევა. იქნებ, ფიქრობთ, რომ ასე არ ხდება? ხდება, თანაც, არცთუ იშვიათად. ბედნიერება სწორედ იმაშია, რომ ამ ერთობაში საკუთარი თავი იპოვო.

ზღაპრის რეალობად გადაქცევა მარტო ფერიებს კი არა, ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ. ანუ, შანსი თქვენც გაქვთ, მთავარია, მოინდომოთ: დაიჯეროთ, სულ ცოტა იაზროვნოთ და – ყველაფერი გამოვა!

 

კონფლიქტი?! – არა!

მამაკაცების დიდი ნაწილისთვის დამახასიათებელია, არ გამოავლინოს თავისი გრძნობები, რადგან რცხვენიათ, კომპლექსდებიან და ზოგს ეს, საერთოდ, მამაკაცური ღირსების შელახვად მიაჩნია. ასეთი რეალობა ხდება იმის მიზეზი, რომ ქალბატონები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს გულცივობაში სდებენ ბრალს. სინამდვილეში, მამაკაცები საკმაოდ გულჩვილები ბრძანდებიან. მათ არ უნდათ, ვინმემ სისუსტეში დასდოს ბრალი. შეიძლება, მათ ამის გამო ეჩხუბოთ? – რა თქმა უნდა, არა! იქნებ უკეთესი იყოს, უბრალოდ, შეეგუოთ იმას, რისი შეცვლაც სერიოზულ განხეთქილებამდე მიგიყვანთ. არ ღირს, წამოიწყოთ ომი, მიზეზით, რომელიც არ არსებობს. „შენ სასტიკი ხარ!“ – არ არის ეს ასე. თქვენ ის გიყვართ, იმას თქვენ უყვარხართ. მერე რა, რომ საალერსო, სინაზით სავსე სიტყვებით არ განებივრებთ. შეიძლება, ძალიანაც უნდა ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ არ შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მიმართ გრძნობა აღარ აქვს. თუმცა, თუ კონფლიქტებს გაუხშირებთ, არ მოასვენებთ და საყვედურებს არ მოაკლებთ, ნამდვილად აღმოჩნდებით იმ საშიშროების წინაშე, რომ თქვენ მიმართ სიყვარული მართლა გაუქრეს. არ გირჩევნიათ, საქმით დაუმტკიცოთ ერთმანეთს სიყვარული?!

ოჯახი, ეს არის სამუშაო ორისთვის, პასუხისმგებლობა ორისთვის და კომფორტი ორისთვის. მეუღლეები ერთმანეთისკენ და ერთი მიმართულებით უნდა მიდიოდნენ. ეძებეთ ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა და ურთიერთის მიმართ ნდობა.

წყენა არაპროდუქტიული და დამანგრეველი გრძნობაა. უარი თქვით მასზე, ისევე, როგორც კონფლიქტზე.

 

ჰარმონია ურთიერთობაში

ჰარმონიული ურთიერთობა ნებისმიერი წყვილისთვის სანატრელია. როცა ქალი და მამაკაცი ერთად იწყებს ცხოვრებას, ისინი სწორედ იმაზე ფიქრობენ, რომ მათი ურთიერთობა ჰარმონიულად აეწყობა. თუმცა, ქალებს საკმაოდ ხშირად ეშლებათ და ამ ჰარმონიული ურთიერთობის „დევნაში“, „დედიკოს“ როლს ირგებენ, რაც ძალიან წამგებიანია. მამაკაცზე დედობრივად მზრუნველი ქალი, აღარ არის ისეთი სასურველი, როგორც ქალი – საყვარელი. ქალებს ამით ურთიერთობა ჩიხში შეჰყავთ, თანაც, მამაკაცს აკომპლექსებენ, აკარგვინებენ დამოუკიდებლობას. ისინი ვეღარ ახერხებენ საკუთარ თავზე ზრუნვას.

არის თუ არა სიყვარული გადამწყვეტი მამაკაცთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში. რა თქმა უნდა, მაგრამ სიყვარულსაც გააჩნია. სერიოზული ურთიერთობა არ ნიშნავს იმას, რომ გადააკეთო და თავიდან გაზარდო მამაკაცი. ეს მას შეურაცხყოფასაც აყენებს და თვითშეფასების დონესაც უქვეითებს.

და კიდევ... სანამ მეუღლეებიდან ერთ-ერთი ცდილობს, როგორმე ხელში აიღოს მართვის სადავეები, ჰარმონიულ ურთიერთობაზე ლაპარაკი ზედმეტია. პარტნიორული ურთიერთობა საშუალებას თანაბრად აძლევს ცოლსაც და ქმარსაც, პიროვნულად გაიზარდონ და არ დაკარგონ საკუთარი „მე“.

 

скачать dle 11.3