კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუჭის ტკივილს პიტნის წვეთები დაგიამებთ

 

 

პიტნის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს. მედიცინაში პიტნისგან მიღებული მენთოლი გამოიყენება ნევრალგიურ ტკივილგამაყუჩებლად, ასევე, გარეგანი მოხმარების მიზნით, შაკიკისა და კბილის ტკივილის დროს. ანტისეპტიკურ საშუალებად კი იყენებენ სურდოს, ხახის კატარის, ბრონქიტისა და ბრონქოესტაზის დროს.

პიტნის ფოთლების ნაყენი და მიქსტურა გამოიყენება როგორც გულისრევისა და პირღებინების საწინააღმდეგო საშუალება, ასევე, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.

პიტნა კარგია გულისა და ფილტვების დაავადებების, ფილტვებიდან სისხლღებინების სამკურნალოდ.

20 გრამ პიტნის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით თავდახურული ორი-სამი საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ.

პიტნის წვეთები ეფექტურია კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავის სპაზმების, კუჭში უსიამოვნო შეგრძნებისა და გულისრევის დროს.

კუჭის არეში ტკივილის დროს შაქრის ნატეხზე დააწვეთეთ სამი წვეთი პიტნის წვეთი და ენის ქვეშ დაიდეთ.

ნაყენი კი ასე მოამზადეთ: 2 ჩაის კოვზ პიტნის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გაწურეთ, დაატკბეთ და ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში, ცოტ-ცოტა.

 

კუჭ-ნაწლავის აშლილობის

დროს მოცვი, ხოლო გულისგან გამოწვეული შეშუპების დროს

შვიტა გიშველით

მინდვრის შვიტას შარდმდენი თვისებები აქვს, ამიტომ მას იყენებენ გულის დეკომპენსაციის ნიადაგზე განვითარებული შეშუპებების სამკურნალოდ. მიზანშეწონილი არ არის მისი მიღება ნეფრიტის დროს, რადგან, შესაძლოა, თირკმელების ქსოვილი გააღიზიანოს.

მინდვრის შვიტას ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: აფთიაქში ნაყიდი შვიტა დაფშვენით. 1 სადილის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ ნახევარი საათი. გაწურეთ დოლბანდში და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ.

მოცვის ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს. ის კუჭში შემკვრელი და დიეტური საშუალებაა, განსაკუთრებით – კუჭ-ნაწლავის მწვავე ან ქრონიკული აშლილობის დროს. ნახარში ასე მზადდება:

2 ჩაის კოვზ მოცვის ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით, დაატკბეთ და დალიეთ, ან, ამავე რეცეპტით მოამზადეთ კისელი და კუჭის აშლილობის დროს მიიღეთ, როგორც შემკვრელი საშუალება. ეს განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა კარგი.

სამკურნალოდ გამოიყენება მოცვის ფოთლებიც, რომელიც რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს. მას ახასიათებს ინსულინის მსგავსი მოქმედება: 4 ცალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით და დალიეთ დილით და საღამოს თითო ჭიქა.

 

ფიჭვის კვირტები რევმატიზმის უებარი წამალია

მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ ფიჭვის კვირტებს, წიწვებსა და ფისოვან გამონაყოფს. ფიჭვის კვირტები შეიცავს ეთერზეთს, ფისს, ასკორბინის მჟავას, ნაფტოქინინს, რუტინს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებსა და პინიპიკრინს. წიწვები შეიცავს ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ალკალოიდებს. ფისოვანი გამონაყოფი კი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს, ტანიდებს, ფისოვან მჟავებს.

ფიჭვის კვირტების ნახარში გამოიყენება წყალმანკის, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, რევმატიზმის დროს. ასევე, კარგია, როგორც ნაღველმდენი საშუალება.

ფიჭვის ნედლი წიწვებისგან სასმელი ასე უნდა მოამზადოთ: 50 გრამი წიწვები ჩაყარეთ 250 მილილიტრ მდუღარე წყალში, ადუღეთ დაახლოებით 20 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ ცოტა ძმარი და შაქარი. დალიეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. ფიჭვის კვირტებისგან დამზადებული ნახარში გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი და მადეზინფიცირებელი საშუალება. ნახარშის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზი კვირტები ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე ნახევარი საათით. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიღებული ნახარში ანადუღარი წყლით შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ, როგორც ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი საშუალება.

ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ კვირტების ნახარშს და ნაყენს ინჰალაციის სახით. კერძოდ: 20 გრამ კვირტს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და მისი ორთქლი შეისუნთქეთ.

ბრონქიტის, ანგინის, რევმატიზმის, გაციებისა და იშიაზის სამკურნალოდ კი, ასეთი ნაყენი დაგეხმარებათ: 100 გრამ ფიჭვის კვირტებს დაასხით 2,5 ლიტრი წყალი. ხარშეთ, სანამ სითხე ნახევარ ლიტრამდე შემცირდება. ცხელი ნახარში გაწურეთ და დაამატეთ 250 გრამი შაქარი, რომ გაცივდება, ჩაამატეთ 250 გრამი თაფლი. დალიეთ ყავის ჭიქით, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

რომელი ქალები შედიან კიბოთი დაავადების მაღალ რისკ-ჯგუფებში

საკმაოდ იმატა ქალებში საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადების რიცხვმა. საკვერცხის კიბოს წარმოქმნის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ფეხმძიმობა და მშობიარობა ამ დაავადების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს, უნაყოფობა კი, პირიქით – ამაღლებს. ჰორმონული პრეპარატები, რომლებიც ოვულაციას ასტიმულირებს, დაავადების განვითარების რისკს კიდევ უფრო უწყობს ხელს. საკვერცხის კიბოს განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორად ზოგიერთი ვირუსიც მოიაზრება. იმისთვის, რომ შეამციროთ რისკი, აუცილებელია მშობიარობა, მემკვიდრული განწყობის ცოდნა და გინეკოლოგის ხშირი მეთვალყურეობა.

თუ ქალი მუცლის არეში ხშირად განიცდის დისკომფორტს, აღენიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მუცლის ხშირი შებერვა, სიმძიმის შეგრძნება და ნაწლავების მოქმედების დარღვევა, აუცილებლად უნდა გაესინჯოს გინეკოლოგს, რათა გამოირიცხოს დაავადების რისკი. საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამ ეტაპზე დაავადება, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მკურნალობა კი დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება სარძევე ჯირკვლის კიბოს, ამ რისკის ჯგუფში ის ქალები შედიან, ვინც შვილი გვიან ასაკში გააჩინა, ასევე, ისინი, ვინც ჩვილს ბუნებრივად არ კვებავდა. სარძევე ჯირკვლის დაავადების მიზეზი ხშირად არის მემკვიდრეობითი მიდრეკილება, კვება და ცხოვრების სტილი, ასევე, ალკოჰოლი და თამბაქო. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ხშირი და მთავარი მიზეზი კი აბორტი და დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოა. საჭიროა, წელიწადში ერთხელ მაინც მიაკითხოთ მამოლოგს და ჩაიტაროთ ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა-შემოწმება.

თუ ქალმა მკერდის ნებისმიერ ადგილას ან იღლიის ფოსოში გამკვრივებული უბანი აღმოაჩინა, ან ძუძუს თავმა შეიცვალა ფორმა, აღინიშნება გამონადენი ან მკერდის ფორმის შეცვლა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს, რადგან, დროულად გამოვლენილი დაავადება მკურნალობას ექვემდებარება. ულტრაბგერითი გამოკვლევა კი ერთ-ერთი უზუსტესი მეთოდია სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკაში.

რისკის ჯგუფებში ძირითადად ის ქალები შედიან, რომელთა წინაპრებსაც ონკოლოგიური დაავადებები აღენიშნებოდათ, ვისაც აქვთ ქრონიკული ანთებითი პროცესები, ენდომეტრიოზი, ან, დაავადებები, რომლებიც არ ემორჩილება ან რთულად ექვემდებარება ჰორმონულ თერაპიას. ყველა მსგავსი სიმპტომის მქონე ქალი აუცილებლად უნდა გადიოდეს კონსულტაციებს გინეკოლოგთან და ითვალისწინებდეს მათ რეკომენდაციებს.

 

სექსუალური ნევროზი ნევრასთენიული დაავადების შედეგია

ნევროზის დაავადებას საფუძვლად უდევს ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობა. არსებობს სამი ტიპის ნევროზი: ნევრასთენიული, ისტერიული და აკვიატებული მდგომარეობის. ნევრასთენიის გამომწვევად ითვლება ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლა, უსიამოვნო განცდები, შინაგანი ორგანოების, ინფექციური და სხვა სომატური დაავადებები. მისი ნიშნებია: მომატებული აღგზნებადობა, ემოციურობა, სწრაფი დაღლა, გაფანტული ყურადღება, შრომის უნარის დაქვეითება, უძილობა, მოთენთვა, უმადობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, გულისრევის გახშირება, არტერიული წნევის მერყეობა, ოფლიანობა.

ისტერიული ნევროზი ვითარდება თავისებური ხასიათის მქონე ადამიანებში. ის, შესაძლოა, გამოვლინდეს თითქმის ყველა დაავადების მსგავსი ნიშნებით. აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის დროს კი, ზოგად ნევროზის ნიშნებთან ერთად, აღინიშნება სხვადასხვა სახის აკვიატებები, მაგალითად, აკვიატებული აზრები, მოქმედებები, შიშები. ზოგს ეშინია ღია ან დახურული სივრცის.

დეპრესიულ, იპოქონდრიულ და სექსუალურ ნევროზებს კი სპეციალისტები ნევრასთენიის ფარგლებში განიხილავენ.

ნევროზი მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი დანიშნული მკურნალობის კურსის ჩატარებით. ამ დროს კარგია ფსიქოთერაპია, რაციონალური ფსიქოთერაპია, ავტოტრენინგი და შთაგონების მობილიზებაზე ზრუნვა.

ნევროზი ხშირია ბავშვებშიც. ნევროზული აშლილობა ბავშვებში მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. ამ დროს ხშირია ენის დაბმა, შიშები, შარდის შეუკავებლობა, კრუნჩხვები, უმადობა, ჭირვეულობა, უაზრო მოქმედებები, ყვირილი და ასე შემდეგ. ბავშვთა ნევროზის სამკურნალოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოტრავმული მიზეზების აღმოფხვრას. მშობელმა მას უნდა შეუქმნას ფსიქოთერაპიული გარემო, მისი თანდასწრებით მოერიდოს ყვირილს, შფოთვას, დარდს, შიშების გამოვლენას.

 

скачать dle 11.3