კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს მარწყვს?

პასუხი: იტალიელმა და ესპანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარწყვი ორგანიზმის უჯრედების დაბერების პროცესებს ანელებს. ამას განაპირობებს მასში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შემცველობა. 

კითხვა: გაუტკივარების რომელი საშუალების მიღება არ შეიძლება სისხლმდენი ბუასილის დროს?

პასუხი: არ შეიძლება იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს. არ არის რეკომენდებული ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იბუპროფენი და მისი წარმოებულები).

კითხვა: ჩემს მეუღლეს ფილტვზე გაუჩნდა სიმსივნე. ვცხოვრობთ ბეტონის იატაკიან სახლში და გვაქვს გაზის გამათბობელი. თუ არის შესაძლებელი, რომ ამ პირობებს გამოეწვია ეს დაავადება?

პასუხი: ფილტვის სიმსივნის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მავნე ნივთიერებები (თამბაქო, ქრომის, ნიკელის, ასბესტის, მძიმე ლითონების შემცველი მასალები, ზოგიერთი სამშენებლო მასალა შეიძლება რადიოაქტიური აღმოჩნდეს). ასევე, მნიშვნელოვანია ფილტვებისა და ბრონქების ქრონიკული ანთებითი  დაავადებების პროფილაქტიკა.

კითხვა: ორსულობამდე 2 კვირით ადრე გავიკეთე წითურას და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა. შეიძლება თუ არა  ორსულობის შენარჩუნება?

პასუხი: საკმაოდ რთული საკითხია: ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ნაყოფს არ აწყენს, ხოლო წითურასი – დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ აცრის შემდეგ 2 თვე ორსულობისგან თავი შეიკავონ.

კითხვა: სამედიცინო შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორგანიზმში დიდი რაოდენობით მამაკაცის ჰორმონი მაქვს. შეიძლება თუ არა ეს იყოს იმის მიზეზი, რომ დაორსულებას ვერ ვახერხებ?

პასუხი: ძალიან ხშირად ჰიპერანდროგენია (მამაკაცის სასქესო ჰორმონების მომატება) უშვილობის და/ან თვითნებითი აბორტის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ, გესაჭიროებათ ორსულობისთვის სათანადო მომზადება.

კითხვა: ვარ 38 წლის. გავიკეთე ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. როდის შეიძლება სიმძიმეების აწევა?

პასუხი: თუ ქოლეცისტექტომიის ოპერაცია გართულების გარეშე ჩატარდა, ოპერაციამდელ დატვირთვებს შეგიძლიათ 3 თვის შემდეგ დაუბრუნდეთ, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა გართულებას და ჭრილობაში დრენაჟი იყო, სრულ დატვირთვას 6 თვეზე ადრე ნუ მიუბრუნდებით.

კითხვა: როგორ მკურნალობენ თრომბოფლებიტს?

პასუხი: თუ დაზიანებულია ღრმა ვენები, საჭიროა სტაციონარული მკურნალობა. ხოლო ზედაპირული ვენების დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია ამბულატორიული მკურნალობა პრეპარატებითა და ადგილობრივი საშუალებებით. აუცილებელია კომპრესული ტრიკოტაჟის ტარება. დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის შესარჩევად საჭიროა, სპეციალისტის (ანგიოქირურგის) კონსულტაცია.

კითხვა: როგორია ვენების ვარიკოზის პროფილაქტიკა?

პასუხი: პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა ცურვა, სიარული, იოგა, ველოსიპედი. მავნე და არასასურველია – ხანგრძლივი ჯდომა ან დგომა, ცხელი პროცედურები, საუნა. პროფილაქტიკისთვის საკმარისია მეტი იაროთ, ნაკლები იჯდეთ, ატაროთ კომპრესული ტრიკოტაჟი და პერიოდულად ვენოტონიკები მიიღოთ.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3