კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: დაუდევრობის გამო ჩემი შვილების ნათლობის ჯვრები ერთმანეთში ამერია. ხომ არ ავნებს ეს ჩემს შვილებს?

პასუხი: თქვენს შვილებს და საერთოდ ყოველ ადამიანს ნებისმიერი ჯვარი დაიფარავს, თუ რწმენით ატარებენ. თქვენ იმას მიაქციეთ ყურადღება, რამდენად ქრისტიანულად ზრდით შვილებს, როგორ ასრულებენ ისინი იმის მცნებებს, ვის ჯვარსაც ატარებენ. იმაზე იზრუნეთ, რომ ისინი მტკიცედ იყვნენ რწმენაში, ნათლობის ჯვრების შეცვლა კი მათ ზიანს არ მიაყენებს.

კითხვა: ჩემი მეგობარი იეღოველი გახდა და მასთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მას ოჯახის წევრი გარდაეცვალა და მაშინაც არ მივედი მისასამძიმრებლად. ამის გამო სინდისი მქენჯნის და სიმშვიდე დავკარგე. როგორ მოვიქცე?

პასუხი: უფალი ჩვენგან მოყვასის სიყვარულს მოითხოვს და აქედან გამომდინარე, ადამიანურ ურთიერთობებს არავისთან გვიკრძალავს. ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანის თანაგრძნობა უნდა შეგვეძლოს, მით უმეტეს, თუ ის გასაჭირშია. თქვენი პრობლემის შესახებ თქვენს მოძღვარს გაესაუბრეთ და გაითვალისწინეთ მისი აზრი.

კითხვა: თითქმის ყოველ ღამით მესიზმრებიან ჩემი გარდაცვლილი ახლობლები. თავიდან მიხაროდა კიდეც, რადგან ისინი მენატრებიან, მაგრამ, ახლა ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ნუ განიცდით. ეს ქრისტიანმა შეიძლება მიიღოს როგორც შეხსენება, მეტი გულმოდგინებით ილოცოს გარდაცვლილთა სულებისთვის.

კითხვა: როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი და არ იცი, რომელი გზაა უფლისთვის უფრო მისაღები და გვერდითაც არ გყავს მოძღვარი, ვის უნდა ჰკითხო რჩევა?

პასუხი: ასეთ დროს რჩევა ჰკითხეთ გამოცდილ, მორწმუნე ადამიანებს, რომლებსაც შეეძლებათ ობიექტურად, გარედან შეხედონ თქვენს პრობლემებს და მათ გადაწყვეტაშიც დაგეხმარონ.

 

скачать dle 11.3