კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

სერაფიმე როუზი: ეჭვი არაა, რომ წმიდანები ნამდვილად ეცხადებიან მართლებს გარდაცვალების დროს, როგორც ეს წმიდანთა მრავალ ცხოვრებაშია აღწერილი. ხოლო ჩვეულებრივ ცოდვილებს ხშირად ეცხადებიან ახლობლები ან „ღმერთები“, იმის შესაბამისად, თუ ვის ნახვას ელიან და ვისთან შესახვედრად არიან ისინი მზად. ამ უკანასკნელი მოვლენების ზუსტი ბუნების განსაზღვრა, ალბათ, ძნელიცაა. უეჭველია, რომ ეს არ არის ჰალუცინაციები, არამედ გარდაცვალების განცდის ბუნებრივი ნაწილია, რომელიც მომაკვდავისთვის ნიშანივითაა – რომ იგი ახალი სამყაროს მიჯნაზე იმყოფება, სადაც მატერიალური რეალობის ჩვეული კანონები უკვე აღარ მოქმედებენ. ამ მდგომარეობაში ექსტრაორდინარული არაფერია; როგორც ჩანს, იგი უცვლელია ყველა დროის, ადგილისა და რელიგიისთვის.

ეპისკოპოსი ოქროპირიძე: შენ გამოგცდის ბოროტი სული – სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით. წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადაწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხობ და ვერ აგიტანია მეზობლისგან გალანძღვა. შეხედე მაცხოვრის მშვიდობიან სახეს და გაიხსენე, რაგვარ საქციელს გავალებს იგი ამისთანა შემთხვევაში? შენ ხარ პატრონი დიდი სიმდიდრისა, გაიხსენე მაცხოვარი – მომცემი ამ სიკეთისა და მოძღვრება მისი – სად უნდა ინახავდე სიმდიდრეს; შენ გიჭირავს საზოგადოებაში საპატიო ალაგი და წარჩინებული ხარისხი. მიხედე მაცხოვრის ხატს და წარმოიდგინე, – რისთვის აღგამაღლა და პატივ-გყო მან; შენ შეუპყრიხარ სიზარმაცეს, გარჯის, ოფლის ღვრისა და მომჭირნეობის სიძულვილს. აბა, თვალი გაუსწორე მაცხოვრის სახეს! შენ გემძიმება შენი ობლობა, მაგრამ, აბა, შეხედე იმის სახეს, რომელსაც დედად და ნათესავად მიაჩნია ღვთის სიტყვის აღმსარებელნი.

პაისი მთაწმინდელი: ნამდვილი ლოცვა – ეს სიამოვნებაა, „ნირვანა“ კი არა; იგი ტკივილიდან იწყება. რა ტკივილია ეს? ადამიანი იტანჯება ამ სიტყვის კარგი გაგებით. მას სტკივა, იგი კვნესის, იტანჯება იმიტომ, რომ საერთო ადამიანურ ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის ტკივილში თანამონაწილეობს. ამ თანამონაწილეობისთვის, ამ ტკივილისთვის ღმერთი აჯილდოებს მას საღვთო სიხარულით. რა თქმა უნდა, ადამიანი არ ითხოვს საღვთო სიხარულს, ის მოდის როგორც შედეგი, რამდენადაც იგი სხვისი ტკივილის თანამონაწილეა.

არქიმანდრიტი რაფაელი: მადლით განწმენდის გარეშე ცხონება შეუძლებელია. ისინი, ვინც მხოლოდ კეთილი საქმეების მეშვეობით ცხონებაზე ლაპარაკობენ, ამით ერთგვარ ტოლობის ნიშანს სვამენ ამ საქმეებსა და ღვთის ნიჭებს შორის, ეს მაშინ, როცა კეთილი საქმეები მხოლოდ პირობებია სიყვარულის გრძნობის გასავითარებლად, რამდენადაც, ღვთისადმი სიყვარული და სიყვარული ადამიანთა მიმართ ერთმანეთისგან განუყოფელია.

იოსებ ათონელი: ჩვენი ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ როდია, რომელიც მრავალი ხერხით შეიძლება მოკლა, არამედ, წყვდიადის მთავრობათა და ხელმწიფებათა მიმართ. მათთან იბრძვიან არა ნამცხვრებითა და მარმელადით, არამედ ცრემლის ნიაღვრებით, სულის ტკივილით, ვიდრე სიკვდილამდე, უკიდურესი სიმდაბლითა და უდიდესი მოთმინებით, რომ სისხლი გდიოდეს ლოცვაში მომატებული ღვაწლისგან, რომ გამოფიტული ეცემოდე და კვირაობით ეგდო მძიმე ავადმყოფივით და უარს ნუ იტყვი ბრძოლაზე, ვიდრე არ დაამარცხებ და არ აოტებ ეშმაკებს. მაშინ გათავისუფლდები ვნებათაგან.

 

скачать dle 11.3