კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავისი რომელი ჰიტი მიუძღვნა დედის ხსოვნას სერ პოლ მაკარტნიმ და რომელი სიმღერა დაიწერა ერბოკვერცხის შეწვის დროს

 

2012 წლის ზაფხულში, 18 ივნისს ლეგენდარულ ლივერპულელს, „ბითლზის” წევრს, სერ პოლ მაკარტნის 70 წელი უსრულდება. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორზე, შემსრულებელსა და მულტიინსტრუმენტალისტზე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ ზედმეტია მაკარტნის ბიოგრაფიის შეხსენებით შეგაწყინოთ თავი, „თბილისელების” ამ ნომერში პოლის შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ.

* პოლი 11 წლის რომ იყო, არ მიიღეს ლივერპულის კათედრალური ტაძრის ვაჟთა გუნდში. ამ ფაქტმა იმდენად იმოქმედა ბიჭზე, სახლში მისულმა, მშობლებს უთხრა, რომ სპეციალურად ჩააგდო სინჯები. 

* პირველ საჯარო კონცერტზე, პოლ მაკარტნიმ ძმასთან, მაიკლთან ერთად დაუკრა. ეს იყო ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, რომელიც ლივერპულის ერთ-ერთ პარკში ტარდებოდა. პოლი გიტარაზე აკეთებდა აკომპანემენტს და ორივე ძმა მღეროდა. ისინი ამერიკული ჯგუფის, „ევერლი ბრაზერსის” რეპერტუარიდან „ბაი-ბაი ლავს” ასრულებდნენ. ეს იყო ძმების პირველი და უკანასკნელი ერთობლივი გამოსვლა სცენაზე. მათ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ მსმენელის აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ცნობილი ფაქტია, რომ სცენიდან ჩამოსულ ძმებ მაკარტნებს გოგონა მიუახლოვდა და ავტოგრაფი ითხოვა, თუმცა არა პოლისგან, არამედ მაიკლისგან.

* ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის პირველი შეხვედრა 1957 წლის 6 ივლისს შედგა წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში. ეს იყო  ლივერპულის შემოგარენში, ვულტონში. იმ დროს ჯონს თავისი ჯგუფი ჰყავდა – „Quarry Men”. აღმოჩნდა, რომ ორივე ახალგაზრდას ერთნაირი მუსიკალური გემოვნება ჰქონდა. ასე ჩამოყალიბდა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი საავტორო ტანდემი. მოგვიანებით, ლეონარდ ბერსტაინმა მაკარტნისა და ლენონის გაცნობის ამბავს „წმიდანების – პეტრესა და პავლეს შეხვედრა” უწოდა.

* პოლ მაკარტნის ერთადერთი ოფიციალური სამსახური მუსიკოსობის გარდა, პატარა ელექტროქარხანაში შავი მუშის თანამდებობა იყო. პოლს ხის უზარმაზარ კოჭებზე ელექტროსადენების დახვევა ევალებოდა და დღეში 14 კოჭი უნდა დაეხვია. თუმცა, მაკარტნი ისე ცუდად მუშაობდა, რომ დღეში მხოლოდ ორი ცალის დახვევას ახერხებდა და ორთვიანი წვალების შემდეგ, გაათავისუფლეს კიდეც.

* პოლ მაკარტნი, „ბითლზის” სხვა წევრებისგან განსხვავებით, ყველაზე გვიან დაქორწინდა. თუმცა მანამდე, 1963 წლამდე, ის დანიშნული იყო ახალგაზრდა მსახიობზე, ჯეინ ეშერზე. ჯეინი ცნობილი ლონდონელი ფსიქიატრის შვილი იყო და ხუთი წლიდან კინოში თამაშობდა. მათ ერთმანეთი „ალბერტ ჰოლში“, კონცერტის დროს გაიცნეს. ჯეინი საკმაოდ ამბიციური იყო და ხშირად ეუბნებოდა პოლს, რომ მის გარეშეც მოიწყობდა კარიერას. თუმცა, დაშორების შემდგომ ჯიენმა ვერაფერს მიაღწია და მხოლოდ საშუალო დონის მხატვრის ცოლობით შემოიფარგლა.

* სიმღერა „When I’m sixty four” (როდესაც შემისრულდება სამოცდაოთხი) პოლ მაკარტნიმ 16 წლის ასაკში დაწერა, თუმცა სიმღერის გამოსვლა მამის სამოცდაოთხი წლის იუბილეს დაამთხვია. 

* სიმღერა „Martha, My Dear” (ჩემო ძვირფასო მარტა) პოლ მაკარტნიმ თავის საყვარელ ძაღლს, ინგლისურ ნაგაზს, მარტას მიუძღვნა. მარტა 16 წლის განმავლობაში ცხოვრობდა პოლთან და 1982 წელს მოკვდა. 

* „ბითლზის” სიმღერას „Back in USSR” (დაბრუნება საბჭოთა კავშირში) რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება. მათ შორის ყველაზე საინტერესოა: თითქოს 1966 წელს „ბითლზი” საბჭოთა კავშირს ეწვია და საქველმოქმედო კონცერტში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც ტაშკენტში მომხდარ მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად იმართებოდა. თუმცა, საბჭოთა კავშირის მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, ეკატერინა ფურცევამ მუსიკოსები მოსკოვის „ვნუკოვოს” აეროპორტიდან არ გამოუშვა და უკან დაბრუნება აიძულა. მოგვიანებით, პოლ მაკარტნიმ თავისი როკ-კომპოზიციების კრებული გამოუშვა ვინილის ფირფიტებზე და „Back in USSR” უწოდა. ამ ვინილის ორნაირი ვერსია არსებობდა საბჭოთა კავშირში, 11 და 13-სიმღერიანი. 11 კომპოზიციისგან შემდგარი ვინილის ფორფიტაზე „ბითლზის” თაყვანისმცემლებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული.

* 60-იანი წლების ბოლოს გავრცელდა ჭორი, თითქოს პოლ მაკარტნი ჯერ კიდევ 1966 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა და მას შემდეგ პოლის ფუნქციას მისი ორეული ასრულებდა, რომელიც სპეციალურად გამართულ კონკურსზე შეარჩიეს. ამ ჭორის ავტორებს ერთი რამ არ ჰქონდათ გათვალისწინებული, იყო თუ არა შესაძლებელი პოლ მაკარტნის ორეულით ჩანაცვლება, რადგან იმის გარდა, რომ ორეული პოლის ზუსტი ასლი უნდა ყოფილიყო, უნდა სცოდნოდა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე მარცხენა ხელით (პოლი ცაციაა) სიმღერის შესრულება იგივე ტემბრით და უნდა შეძლებოდა კომპოზიციების შექმნა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც პოლ მაკარტნიმ სოლოკარიერა დაიწყო, ჭორის შესახებ არც არავის გახსენებია.

* 1980 წელს იაპონიაში დანიშნული გასტროლების დაწყებამდე, პოლ მაკარტნის ტოკიოს აეროპორტის მებაჟეებმა ბარგში რამდენიმე გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. პირდაპირ აეროპორტიდან მუსიკოსი პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს, საიდანაც შემდგომ ტოკიოს ციხეში გადაიყვანეს და 8 დღით დააკავეს. ციხეში მაკარტნის კარგად ექცეოდნენ და ერთადერთი, რითაც აწუხებდნენ, იყო თხოვნა, ხშირად ემღერა ჰიტი „იესთედეი”. საბოლოოდ, მსოფლიო საზოგადოების ჩარევით, პოლ მაკარტნი გაათავისუფლეს. თუმცა, ეს დაკავება მას ორასი ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუჯდა. ასევე, ჯარიმა დაეკისრა დაგეგმილი კონცერტების ჩაშლისთვის. საინტერესოა, რომ ამ ამბამდე რვა წლით ადრე, სტოკჰოლმში გასტროლების დროს პოლ მაკარტნი შვედურმა პოლიციამ ანალოგიური ბრალდებით დააპატიმრა და მაშინ ჯარიმის სახით მხოლოდ 800 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.

* პოლ მაკარტნი ვეგეტარიანელია 40-წლიანი სტაჟით. ცნობისთვის, მაკარტნის სახლში ძაღლებიც კი ხორცის გარეშე იკვებებიან. ამასწინათ პოლმა ვეგეტარიანული რეცეპტების წიგნი დაწერა. წიგნის დაწერაში მას მისი ქალიშვილები, ასევე ვეგეტარიანელები ეხმარებოდნენ.

* თავისი ცნობილი კომპოზიცია „იესთედეი” პოლ მაკარტნიმ ერბოკვერცხის შეწვისას  დაწერა, ხოლო სიმღერა „ლეთ ით ბი” მას სიზმარში დაესიზმრა და გაღვიძებულმა გიტარაზე დაუკრა. „ლეთ ით ბი” პოლმა დედის ხსოვნას მიუძღვნა.

* „ბითლზის” გასტროლების პერიოდში პოლ მაკარტნის საყვარელი გართობა გადარეული თაყვანისმცემლების წვალება იყო. იმ სასტუმროს ფანჯრების ქვეშ, სადაც ლეგენდარული ოთხეული ჩერდებოდა, მუდამ იკრიბებოდნენ თაყვანისმცემელი გოგონები. პოლი კონცერტის შემდგომ, დემონსტრაციულად აღებდა ფანჯარას, უკიდებდა სიგარეტს და ქუჩაში აგდებდა. ტკბებოდა იმით, თუ როგორ ჩხუბობდნენ გოგონები პოლის ანთებული სიგარეტის გამო.

* „ბითლზის” პოპულარობის პერიოდში, ყველაზე მეტ წერილს თაყვანისმცემლებისგან პოლ მაკარტნი იღებდა. ყველა წერილი იწყებოდა ტექსტით: „გამარჯობა პოლ, ეს მე ვარ, შენი მომავალი მეუღლე, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობ”. წერილებს თან ახლდა ფოტოები, რომელზეც უკან საკონტაქტო ინფორმაცია და სხეულის პარამეტრები ჰქონდა მიწერილი. 

* ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ინტერნეტ-ინტერვიუ პოლ მაკარტნის ჰქონდა 1997 წელს. ონლაინტრანსლაციის პერიოდში, მან დაახლოებით 3 მილიონი კითხვა მიიღო და მხოლოდ 200-ზე მოასწრო პასუხის გაცემა.

* სულ ახლახან პოლ მაკარტნიმ თავისი ახალი კლიპის პრეზენტაცია მოაწყო. კლიპში სიმღერაზე „მაი ვალენთაინ” ნატალი პორტმანი და ჯონი დეპი მონაწილეობენ და ხელების საშუალებით, ჟესტების ენით იმეორებენ სიმღერის ტექსტს. კლიპის რეჟისორი თავად სერ პოლ მაკარტნია.

* რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სერ პოლ მაკარტნი მშობლიური ქალაქის ყველაზე ტიტულოვან კლუბს „ლივერპულს” არ ქომაგობს,  ის ნაკლებად ტიტულოვანი „ევერტონის” გულშემატკივარია, რომელიც ასევე ქალაქ ლივერპულის კლუბია. 

 

 

скачать dle 11.3