კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ნიუ-იორკში აზიელები ევროპელებს ავიწროებენ



დავით ბახტაძე



უკანასკნელ პერიოდში ჩინელები და ინდოელები ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს მეგაპოლისში – ნიუ-იორკში უფრო მეტ ბინას ყიდულობენ, ვიდრე ევროპელები. განსაკუთრებით გაიზარდა ინდოელ შემსყიდველთა მაჩვენებლები. მათზე მანჰეტენზე გაფორმებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების 20 პროცენტი და საერთო მოთხოვნის 20 პროცენტი მოდის. ასევე, ძალიან დიდი მოთხოვნებია ჩინელებისა და აზიის სხვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან. აზიელებს განსაკუთრებით ფასების ვარდნა იზიდავთ. ნიუ-იორკში უძრავი ქონება 2007 წლის შემდეგ 20-25 პროცენტით გაიაფდა. არსებული მონაცემებით, მანჰეტენზე პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი ბინის ყიდვა 1,5-დან დაახლოებით 4 მილიონ დოლარამდეა შესაძლებელი. შედარებისთვის, იმავე კატეგორიის ბინა ინდოეთის უმსხვილეს ქალაქ მუმბაიში 3,3-დან 6 მილიონ დოლარამდე ეღირება.




скачать dle 11.3