კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპელები ვალებში ჩაეფლნენ


ევროპელები გლობალურ კრიზისამდე იმდენად აქტიურად სარგებლობდნენ კრედიტებით, რომ უკვე ერთი წელია, მათ გასტუმრებას ვერ აუდიან. ყველაზე დიდი ვალები ესპანელებს დაუგროვდათ, ნაკლები კი – გერმანელებს. კრედიტების დახმარებით ცხოვრებამ ცუდი შედეგები მოუტანა ევროპის უმსხვილესი ქვეყნების მოქალაქეებს. გამოკითხვაში, რომელშიც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, იტალიისა და ესპანეთის 6 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა, მათმა თითქმის ნახევარმა აღნიშნა, რომ კრედიტების საშუალებით შეიძინეს ავტომობილი თუ სხვა საოჯახო ნივთები. ისინი ასევე, ძალიან ხშირად სარგებლობენ საკრედიტო ბარათებით. რესპონდენტთა მესამედმა განაცხადა, რომ იპოთეკურ სესხებს ისტუმრებენ. როგორც სააგენტო „იანუს ქეპიტალის“ მიერ მოწყობილი გამოკითხვა ადასტურებს, ევროპელთა უმეტესობამ სწორად ვერ გათვალა საკუთარი შესაძლებლობები კრედიტების აღებისას. გამოკითხულთა მესამედმა აღნიშნა, რომ მათი ვალები შემოსავლებთან შედარებით ბევრად მეტია. თითქმის ყოველმა მეოთხემ განაცხადა, რომ მათ პრობლემები შეექმნათ იპოთეკური თუ სხვა სახის კრედიტის გასტუმრებისას. ყველაზე თადარიგიანები ჰოლანდიელები არიან, რომელთა მხოლოდ 14 პროცენტმა მიუთითა, რომ ვალებში არიან ჩაფლულნი. გამოკითხულ ჰოლანდიელთა 60 პროცენტი შავი დღისთვისაც ახერხებს ფულის გადანახვას. იტალიელთა უმეტესობა – პირიქით, კრედიტებით ცხოვრობს. გამოკითხულ იტალიელთა 37 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ დიდი ოდენობით ვალი აქვთ გასასტუმრებელი.


скачать dle 11.3