კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (152)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

ამერიკაში მედოფის ნივთები გაიყიდა


ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ აუქციონზე საუკუნის მაქინატორის – ბერნარდ მედოფისა და მისი მეუღლის კუთვნილი ნივთები გაიყიდა. კონფისკაციას დაქვემდებარებულმა ნივთებმა მყიდველთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. აუქციონზე გაყიდვით შემოსული თანხა მედოფის მიერ მოტყუებულ მეანაბრეებს გადაეცემათ. ამ ნივთების მიხედვით, არც ისე ძნელია მედოფის მიდრეკილებებზე მსჯელობა. მას განსაკუთრებით გოლფი, ბეისბოლი, ჰოკეი, ფეხბურთი, ნადირობა-თევზაობა იზიდავდა. მედოფის კიდევ ერთი ჰობი ძვირფასი საათების შეგროვება აღმოჩნდა – აუქციონზე 17 ერთეული უძვირფასესი „როლექსი“ და 7 „კარტიე“ გამოიტანეს გასაყიდად. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დღეებში გამართულ აუქციონზე თაღლითისთვის ჩამორთმეული მთელი ავლა-დიდება არ გამოუტანიათ. იახტების, სახლებისა და ავტომანქანების საჯაროდ გაყიდვა მოგვიანებითაა დაგეგმილი. იმ პირთა ვინაობა, ვინც მედოფის ნივთები შეიძინა, არ ხმაურდება, მაგრამ, როგორც საქმეში ჩახედულები აცხადებენ, ამ აუქციონში ათასობით დაინტერესებული ადამიანი მონაწილეობდა როგორც ნიუ-იორკის სააუქციონო სახლში, ასევე ინტერნეტის საშუალებით. ბერნარდ მედოფს ბოლო პერიოდში გამართულ სასამართლო პროცესზე 150 წელი პატიმრობა მიუსაჯეს და ის ჩრდილოეთ კაროლინის ციხეში იხდის სასჯელს. მან 1980-იანი წლებიდან, საკუთარი ფონდის მეანაბრეების საშუალებით, 50 მილიარდ დოლარზე მეტი იშოვა. მისი „ფონდი“ სინამდვილეში თაღლითური პირამიდა აღმოჩნდა.


скачать dle 11.3