კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

არის თუ არა საშიში მაყუჩიდან წყლის წვეთების გადმოსვლა


მაყუჩი, რომელიც, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ძრავის ხმის ჩამხშობი მეგონა, ძალიან დიდი ფუნქციის მქონე აღმოჩნდა. მისმა დაზიანებამ ან რომელიმე ფუნქციის მოშლამ უამრავი „არეულობა“ შეიძლება გამოიწვიოს. რაც ყველაზე მთავარია, სწორედ მისი საშუალებით თავისუფლდება გამონაბოლქვი მომწამვლელი ნივთიერებებისგან.

გიგა ლორთქიფანიძე: ყველას რატომღაც ჰგონია, რომ მაყუჩი ანუ „გლუშიტელი“ ხმის ჩამხშობი დეტალია და მხოლოდ ამისთვის გამოიყენება. რა თქმა უნდა, ეს არის მისი ფუნქცია, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის მთელი სისტემა, რომელიც პირდაპირ არის მიერთებული ძრავაზე, საიდანაც გამონაბოლქვი გარეთ ხვდება. ძრავაში არის სპეციალური გამანაწილებელი, ეგრეთ წოდებული „კომპრესორი“, რომელიც ანაწილებს თუ საით უნდა წავიდეს გამონაბოლქვი. არსებობს ავტომობილები, რომელსაც ინგლისური „V-ს“ ფორმა აქვს. ეს „V-ს“ ტიპის ძრავები, „ვეჰაესი“ და სხვა, ისეა მოწყობილი, რომ ორი გამანაწილებელი გამოდის, შესაბამისად, ორი მაყუჩი აქვს. არის მოდელები, სადაც ეს ორი გამანაწილებელი სადღაც შუაში ერთდება და ერთი მაყუჩი აქვს ავტომობილს, მაგრამ ძირითადად, თანამედროვე, დიდლიტრაჟიან ავტომობილებს ორი მაყუჩი აქვთ.

– კონკრეტულად, როგორ მუშაობს მაყუჩი?

– მინდა გითხრათ, რომ მაყუჩის გამართულად მუშაობის გარეშე, ძრავა ვერ იმუშავებს. თუ პრობლემა არცთუ ისე დიდია, შესაძლოა, ავტომობილმა წვას მოუმატოს. ჰაერისა და საწვავის ნაზავით ძრავაში იქნება წნევა, რომლისთვისაც აუცილებელია ოპტიმალური წინაღობა რომ ფეთქება მოხდეს. თუ „გლუშიტელს“ რაიმე პრობლემა აქვს ან კოლექტორი ჩამოვარდა, მაშინ ძრავას ეგრეთ წოდებული „პერებოი“ ექნება, ანუ საერთოდ ვერ იმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ მას ზედმეტი წინაღობა აქვს. კიდევ რა ფუნქციები აქვს მაყუჩს? ხმის ჩახშობა გასაგებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გამონაბოლქვის მომწამვლელი ნივთიერებებისგან გასუფთავებაა. ანუ, მაყუჩი არ არის ერთიანი მილი, საიდანაც პირდაპირ გამოდის გამონაბოლქვი, იქ უამრავი რკინის ფირფიტა, ბადე და მსგავსი ნაწილებია, საიდანაც ჰაერში მაქსიმალურად სუფთა გამონაბოლქვი გამოდის, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის კანონი, რომლითაც იკრძალება კოლექტორის მოხსნა. არც ტექდათვალიერება ხდება, რომ მაყუჩის მუშაობა შემოწმდეს. ევროპაში, როგორი საცობიც უნდა იყოს, ჰაერში ნამწვავის სუნი არ დგას, მაშინ როცა თბილისში, საცობიც არ არის საჭირო ამისთვის, ისედაც ყველგან ნამწვის სუნია. მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისგან გამონაბოლქვს კატალიზატორი წმენდს, რომელსაც სპეციალური ფილტრები აქვს. მათი გაბიდვნა და არასწორი მუშაობა კი, ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს.

– რა ჯდება ამ სისტემის გამართულად მუშაობა?

– განსაკუთრებით ძვირი ნამდვილად არ ღირს. ამიტომ, ძალიან მიკვირს, რატომ არ აკეთებენ გაფუჭებულ კატალიზატორს. ერთადერთი ისაა, რომ თუ კატალიზატორს საერთოდ მოხსნი, ავტომობილი ნაკლებს დაწვავს. თუ რატომ, ამის ახსნა შორს წაგვიყვანს. მაგრამ, არც იმდენს იკლებს, რომ გარემო ამის გამო დავაბინძუროთ. მაყუჩის მთელი სისტემის შეცვლა-შეკეთება მაქსიმუმ, ასი ლარი დაჯდეს და ტექნიკურადაც დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

– სპორტული მაყუჩი რითი განსხვავდება ჩვეულებრივისგან?

– სპორტული მაყუჩი მოცულობით უფრო დიდია და გამონაბოლქვსაც ბევრი „ლაბირინთის“ გავლა არ უწევს გარეთ გამოსასვლელად, შესაბამისად, ამით ცხენის ძალებს იმატებს. თუმცა, სპორტული მაყუჩი უფრო მეტ ხმაურს ატარებს. ჩვეულებრივ მაყუჩს კი სამი „ბაჩოკი“ აქვს, პირველი აქედან „კატალიზატორია“, მეორე – შუა „ბაჩოკი“ და ბოლო ის, რასაც გარედან ვხედავთ.

კიდევ ერთი დეტალი, საშიშია თუ არა, როდესაც მაყუჩიდან წყალი წვეთავს?

– ეს ყველას საშინელი ტრაგედია ჰგონია, თუმცა საშიში საერთოდ არ არის. ზოგჯერ ხდება მაყუჩში მოხვედრილი მასის წყლის წვეთებად გარდაქმნა და ის ამ სახით გადმოდის გარეთ. ანუ, ეს საშიში საერთოდ არ არის. რაც შეეხება მაყუჩის პრობლემებს, მაშინვე მიაქციეთ ყურადღება როგორც კი ხმა მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ იქ გარკვეული კოროზია წარმოიქმნა, რომელიც გამონაბოლქვის გამოსვლას ხელს უშლის და აუცილებლად უნდა გაიწმინდოს.


скачать dle 11.3