კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იტირა ბევრი გიორგი ვარდოსანიძემ და ვინ აწყენინა სალომე გოგიაშვილს

თამამად უნდა ვთქვა, რომ „აფხაზეთის ხმის“ „რადიომანია” ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო გადაცემაა რადიოსივრცეში, რომელიც გიორგი ვარდოსანიძესა და სალომე გოგიაშვილს მიჰყავთ. ბიჭებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ, გოგონებს შორის იუმორში სალომე რომ პირველია, ამაში, ალბათ ბევრი დამეთანხმებით.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სალომე გოგიაშვილი
– გიორგი, პროფესიით მსახიობი ხარ. სამსახიობოზე რომ არ ჩაგებარებინა, რას აირჩევდი პროფესიად, რა იქნებოდი დღეს?
– ეს უცნაური ამბავია, რადგან, თავიდან სულ სხვა რაღაცეები მქონდა არჩეული. მამიკოს კვალზე მინდოდა წასვლა და, მინდოდა, გამომძიებელი ვყოფილიყავი. მამა გამომძიებელი არ არის, პოლკოვნიკია, მაგრამ, იმ სფეროში მინდოდა, სადაც ის იყო. ბავშვობიდან სათამაშო იარაღით, სინჯარებით, პატარა პაკეტებითა და ფუნჯებით დავრბოდი. უბანში ტიპებს ჯარიმებს ვუწერდი – აბა ვინმეს ეზოში ნაგავი დაეყარა (იცინიან). ასეთი ბავშვობა მქონდა. მერე მივხვდი, რომ გამომძიებლობა არ გამომივიდოდა, არ მეყოფოდა „აიქიუ” და შევედი ფეხბურთზე.
– შერლოკ ჰოლმსობიდან დიდი ნახტომი გაგიკეთებია.
– კი და, სხვათა შორის, მართლა კარგად ვთამაშობდი. ოთხი წლით უფროსებთან ერთად მათამაშებდნენ. ფეხბურთის კარიერაზე უარი კოღომ მათქმევინა, რომელმაც, ერთ ზაფხულს, სახურავზე ბედნიერად ყოფნისას მიკბინა და მეც მოვიფხანე. ხომ გაგიგია, კოღოს ნაკბენს იფხანენ ხოლმე (იცინიან).
– წესით, კი.
– მოვიფხანე და დამიჩირქდა, რასაც დიდხანს  არ მივაქციე ყურადღება და იმდენად ღრმად წავიდა ჩირქი, ლამის ფეხი გამიხდა მოსაჭრელი. წვივის ძვალი ამიფხიკეს – ერთსანტიმეტრიანი ჩაღრმავება მაქვს და ამის გამო ექვსი თვე ვიწექი. გუნდში დავბრუნდი და დამხვდნენ ბიჭები, რომლებიც უკვე დაფრინავდნენ და მათი დაწევის შანსი აღარ იყო. ბევრი ვიტირე, მაგრამ, ფეხბურთს გამოვეთხოვე. ორი წელი აქტიური ცხოვრებაც კი მეკრძალებოდა, ფეხბურთის თამაში კი არა. მოკლედ, კოღომ ჩემს მომავალს გამომათხოვა. ამის მერე მივყევი ბირჟაობას, ვიდექი ქუჩაში, ერთ დღეს კი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, გიგი ქარსელაძე მოვიდა და მითხრა – წამოდი, თეატრალურში ჩავაბაროთ, ბევრი მაგარი გოგოა, სასმელია და მაგრად ერთობიანო (იცინიან). მივედით, ჩემო კარგო, უმაღლესი ქულებით ჩავაბარეთ თეატრალურში და დღეს ერთ თეატრში ვართ ორივე.
– დასკვნა გამომაქვს, რომ უნიჭიერესი ხარ, რადგან, სადაც მიხვედი, ყველგან ძალიან კარგი იყავი. რეკლამისთვის ფულს მერე გადაიხდი.
– აუცილებლად, გენაცვალე, სტანდარტული ფასი – 30 ლარი (იცინიან).
– გავიგეთ, რომ გოგოების გამო ჩააბარე, მაგრამ, მერე გოგოები მეორე პლანზე ინაცვლებენ და რჩები შენს პროფესიასთან ერთად. როგორ ფიქრობ, სწორი არჩევანი გააკეთე?
– დღეს ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ  იმ დღეს, გიგი მოვიდა ჩემთან და სხვაგან არ წავიდა. ეს რომ არა, ალბათ, სულ სხვა საქმეს გავაკეთებდი, რომელიც ბედნიერებას არ მომანიჭებდა.
– მსახიობები წუწუნებენ, რომ მათი პროფესიით თავის შენახვა ძალიან რთულია, ათას ადგილას უწევთ მუშაობა, თავი რომ ირჩინონ. შენი პროფესიით თავის რჩენა შეგიძლია?
– ჯერჯერობით, არაოფიციალურად ერთი ცალი ვარ, მყავს შეყვარებული და ჩვენი რჩენა შემიძლია. ექვსი წელია, პირველი კურსიდან, ლარი რომ ლარია, ის არ მითხოვია ჩემი მშობლებისთვის, პირიქით, იქით თუ გავუკეთებ რაღაც პრეზენტებს. რომ გითხრა, მყოფნის და თავზე გადამდის-მეთქი, არა. ბანკის საკმაოდ დიდი ვალიც მაქვს, როგორც, ალბათ, ყველას. მაგრამ, მაინც მყოფნის. მიუხედავად ჩვენს სფეროში ასეთი სირთულეებისა, თეატრის გარდა თავს ვერსად ვხედავ. ამაშიც გამიმართლა, რადგან, ბევრი ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც ადგილი ვერ იპოვა, დღეს სულ სხვა რაღაცას აკეთებს.
– შენი საოცნებო როლი მითხარი.
– ერთადერთი საოცნებო როლი მაქვს, რომლის თამაშიც 30 წლამდე უნდა მოვასწრო – ეს არის დორიან გრეი. არის როლები, რომელთა თამაშიც მაინტერესებს, მაგრამ, ოცნებით მხოლოდ ამაზე ვოცნებობ. თან, საქართველოში, მგონი, არ დადგმულა, გაიგეთ, რეჟისორებო?! (იცინიან).
– ძალიან ბევრ მსახიობს უთქვამს უარი პორნოგრაფიულ ფილმში გადაღებაზე. არა, პორნოგრაფია კიდევ უფრო უხეშია, ეროტიკული ფილმი ვთქვათ. არადა, არის მოსაზრება; თუ მსახიობი ხარ, ეროტიკაშიც უნდა ითამაშო, თუ საჭიროა, უნდა გაშიშვლდე კიდეც. შენ თუ დათანხმდებოდი?
– პორნოგრაფიაში – არავითარ შემთხვევაში. ეროტიკას კი – გააჩნია. ტინტო ბრასი ეროტიკაა, თან, ძალიან მაგარი კინო, მაგრამ, ამგვარ ფილმშიც ვერ ვითამაშებდი. ეტყობა, რაღაც კომპლექსია. თამამ სცენაში ვითამაშებდი, უბრალოდ, უნდა მიღირდეს...
– რომელია შენთვის თამამი სცენა, სად გადის ზღვარი?
– კადრში ისე გამოჩენა, როგორც დედამ გამაჩინა, ცოტა შეცვლილი ზომებით (იცინიან), მაგრამ, ეს უნდა იყოს ძალიან, ძალიან დიდი ჰონორარი, რომელიც საქართველოსთვის არარეალურია, ან, ძალიან მაგარი რეჟისორი, რომელიც ჩემნაირ მსახიობს არ დააკავებს.
– ანუ, ისეთი პირობები წამოაყენე, არ გაშიშვლდები.
– მთავარია, ვიცოდე, რომ ამას კინოსთვის აზრი აქვს და ეს არ არის რიგითი სალარო ფილმი, რომელსაც თაროზე შემოდებენ. არიან მსახიობები, ვინც გაბედა და ითამაშა მსგავსი როლები, თუმცა, ბიჭებიდან: პრინციპში, არავინ მახსენდება.
– აჩიკო სოლოღაშვილი შიშველი არ იყო იმ როლში?
– არა, ეს არ ითვლება თამამ სცენად. აჩიკოს სხეული ისე ჩანდა, ახლა რომ ელიავაზე ჩახვიდეთ, ყველა ჩაკუზულ მუშას იგივე უჩანს (იცინიან). მოკლედ, ალმადოვარს თუ დავჭირდები როლზე, შეიძლება, უჰონორაროდაც კი დავთანხმდე და მთელი ფილმი ჩემს ტიტველ ტანზე მოშვერილი კამერით ვივლი. მაგრამ, ეს აბსურდია. არ მეტყვის პედრო, ზუსტად ვიცი, ჩემზე ასჯერ ნიჭიერი ტიპები ჰყავს.
– ახლა პირადულზე გადავიდეთ...
– ძალიან ნუ დაიხარჯები, პირდაპირ გეტყვი: ძალიან კარგად და ლამაზად ვარ, მყავს შეყვარებული და ვართ ბედნიერები.
– ოჯახის შექმნას აპირებ?
– კი, ოდესღაც ვაპირებ. 30 წლამდე, ალბათ, ეს ამბავი მოხდება. უი, ოცდაათამდე მთელი ექვსი წელია, ბევრია, მაგრამ, ასე ჯობია. აჩიკომ ახლა მოიყვანა ცოლი, 32 წლის ასაკში და მართლა გენიალურად არიან. მყავს მეგობრები, რომლებმაც 18 წლის ასაკში მოიყვანეს ცოლი, ორი შვილი ჰყავთ და ოჯახები უკვე დიდი ხნის წინ დაენგრათ.
– 18 წლის ასაკში დაოჯახებულ გინდა გოგოს და გინდა ბიჭს რომ ჰკითხო, ძალიან ცოტა გეტყვის, რომ ბედნიერია.
– შეიძლება. ამიტომ, მირჩევნია, მზად ვიყო როგორც ფინანსურად, ისე მორალურადაც. ეს მარტო ბეჭდის გაკეთება ხომ არ არის?! ვგიჟდები ბავშვებზე, მაგრამ, ვერ ვიტყვი, რომ მზად ვარ მამობისთვის და იმ სირთულეებისთვის, რომელიც ამ დროს იწყება. გავა წლები, უფრო გავმყარდები და მერე ვინ დამიშლის, კაცო, ვინ?!
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიორგი ვარდოსანიძე
– ჩემო ოქრო, პროფესიით რა ხარ?
– ჟურნალისტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, ჩემო გიო.
– მოდი, შემოგიბრუნებ კითხვებს, დიდად რომ არ ვიჟურნალისტო ახლა. შენ რა გეგმები გქონდა ბავშვობაში, რა გინდოდა გეკეთებინა?
– უზომოდ მინდოდა მსახიობობა, ჩემი ოცნება იყო.
– შენც გიგი ქარსელაძეს ელოდებოდი?!
– ჰო, მაგრამ, არ მოვიდა, არ მყოლია ეგეთი მეგობარი (იცინიან). ოჯახს ჩემი გადაწყვეტილება დიდად არ გახარებია, კი არა, წინააღმდეგებიც იყვნენ. ჩემები საკმაოდ მკაცრად დადგნენ და მითხრეს, სამსახიობოზე არ ჩააბარებო. მამაჩემს არ უნდოდა. იქიდან გამომდინარე, რომ მამაჩემი მომღერალი იყო, სულ უწევდა გასტროლებზე ყოფნა, იცოდა, რამდენ სირთულესთან იყო ეს დაკავშირებული, შიდა სამზარეულოს კარგად იცნობდა და ამიტომაც მითხრა, არ მინდა, ეს ყველაფერი შენ ნახოო. მოკლედ, თავისი გეგმები ჰქონდა და არ ჩამაბარებინა. თუმცა, ისე მოხდა, რომ სანამ მე ჩავაბარებდი, მამაჩემი მანამდე გარდაიცვალა და არც მიფიქრია მისი სურვილის საწინააღმდეგოდ წასვლა. უბრალოდ, ვეძებდი ალტერნატივას, რა შეიძლებოდა ახლოს ყოფილიყო სცენასთან, კამერასთან. ასე ავირჩიე ჟურნალისტიკა. ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა, გულში ხინჯად სულ დამრჩა ის სურვილი, რომელიც პატარაობისას მქონდა.
– შემოთავაზება რომ იყოს ფილმზე, რას იზამ?
– სიამოვნებით დავთანხმდები. ძალიან მინდა მელოდრამაში თამაში, ფინალში ცოტა რომ გეტირება და თან კარგად მთავრდება. სულ ვამბობ, ისე არ მოვკვდები „ოსკარზე“ რომ არ წარმადგინონ-მეთქი. „ოსკარზე“ პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ აი იმ კვადრატში ჩემი სახე აუცილებლად უნდა დავინახო, ოდნავ მორიდებული ღიმილით რომ სხედან და მერე დაბოღმილები ტაშს რომ უკრავენ (იცინიან).
– შენ თვითონ გიცდია რამე ფილმის, სერიალის ქასთინგზე მისვლა?
– არასდროს ვყოფილვარ ქასთინგზე. ორ ფილმში მაქვს როგორი როლი, იცი?! – ერთ წინადადებას ვამბობ და ჩემი კარიერა იქვე მთავრდება. ერეკლე ბადურაშვილმა გარისკა და მათამაშა. ადრე საშინლად მაშინებდა კამერა, ვპატარავდებოდი თუ რაღაც მემართებოდა, ახლა კი ძალიან მინდა, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ შენთან ერთად. თეატრშიც უზომოდ მინდა, რაღაც დიდი ამბიციები გამიჩნდა უცებ, ხედავ?!
– დავრეკავ, არ ინერვიულო (იცინიან). მითხარი, ტელევიზიაში ახლა აღარ ხარ?
– აღარ და ძალიან მიჭირს. მიჩვევა იცის, თუ, რაღაცას რომ ამბობენ ხოლმე, ეგ მჭირს. არა უშავს, გამოჩნდება კიდევ რამე.
– მღერი?
– ამბობენ, რომ ნორმალურად ვმღერი.
– არ გიფიქრია, რომ მამაშენის კვალს გაჰყოლოდი და რამე გაგეკეთებინა?
– აი, ხომ გეუბნები, ბავშვობიდან მინდოდა სცენაზე, მაგრამ, რა ფორმით და როგორ – ამის გარკვევა უკვე მიჭირდა. ასაკთან ერთად, უფრო და უფრო ავიჭერი და დავიბენი. ერთხელ მამაჩემმა რაღაც კონცერტზე დუეტში ჩემთან ერთად იმღერა. კონცერტის შემდეგ მითხრა, მეტი აღარ იმღერო, არ მინდა, რომ სცენაზე იდგეო.
– ძალიან ორაზროვანი ნათქვამია.
– მიზეზი მეც ვერ გავიგე. მქონდა ცხოვრებაში პერიოდი, როცა ნიჭიერთა ათწლედში ფორტეპიანოზე დავდიოდი. მეხუთე წელს, გამოცდაზე, საკონცერტო დარბაზში დაკვრის დროს (ვუკრავდი ყველაფერს: ბეთჰოვენი, ბახი და სხვა), დირექტორმა გამაჩერა და მითხრა, ამა და ამ ადგილიდან გააგრძელეო. აღმოაჩინეს, რომ ნოტები არ ვიცოდი და ყველაფერს სმენით ვუკრავდი ამდენი წელი. იმის ნაცვლად, რომ ჩემი სმენა გამოეყენებინათ და რაღაც ეცადათ, ათწლედიდან გამომაგდეს. დაიბარეს მამაჩემი და მისცეს შენიშვნა – თქვენმა შვილმა ნოტები არ იცისო. არც მეო, – უთხრა მამამ. ასე, ორივე ერთად გამოგვიშვეს. იმის შემდეგ ისე ამიცრუვდა მუსიკაზე გული, სახლში პიანინოს დანახვასაც კი ვერ ვიტანდი. ახლა გაგებაში არ ვარ, ვერც გავიხსენებ ვერაფერს. საშინლად მაწყენინეს და დამაკომპლექსეს ამ მხრივ. ახლა მიმყავს კარაოკე, ჩემს ჭიას ვახარებ და ყოველ კვირას ვმღერი, რასაც მინდა, როგორც მინდა და ვისთან ერთადაც მინდა.
– ახლა შენ მოყევი, პირად ცხოვრებაში რა ხდება, ოჯახის შექმნას ხომ არ აპირებ?
– ამ წელიწადში უკვე შევქმენი (იცინიან). სერიოზულად თუ გიპასუხებ, გვერდით მყავს არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც კარგი ქმარი აღმოჩნდა. ხომ არიან, შეყვარებულობის პერიოდში გადასარევი ურთიერთობა აქვთ, ცოლად მიჰყვებიან და მერე ყველაფერი ირევა. ჩვენთან პირიქით მოხდა. შეხვედრების დროს ვხოცავდით ერთმანეთს, ცოლად გაყოლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ არის თბილი, ტკბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი... დამაქინჩილებს აქეთ-იქით. მოკლედ, ძალიან კარგი მეუღლე გამოდგა. მიხარია, რადგან, ჩემს უმცროს შვილს მამა შეეძინა. კარგი მეგობარია ჩემი შვილებისთვის. ვაპირებთ, რომ ქორწილიც გვქონდეს ცოტა ხანში და შვილსაც ვგეგმავ. იმდენად უნდა ეს ყველაფერი თვითონ, რომ მეც გადმომედო. ჩვენი მეგობრები მოიყრიან თავს, გავერთობით. ერთი ლამაზი დღე არ აწყენდა ჩემს ბიოგრაფიას.
– ესე იგი, ბავშვი არის გეგმაში?
– კი, მინდა, მაგრამ, როცა მახსენდება, რომ ისევ უნდა გავსუქდე, ისევ თავიდან გავიარო ყველა ის პროცესი, რომელიც უკვე დავიწყებული მაქვს, ცუდად ვხდები. მაგრამ, მაინც მინდა, საერთო შვილი საჭიროა. ვახოსაც ჰყავს შვილები, მეც და, ორივეს გვინდა, რომ კიდევ ერთი პატარა იყოს ჩვენს ოჯახში. უბრალოდ, ვფიქრობთ, როდის იქნება მომგებიანი. ზაფხულშიც გვინდა დასვენება, ზამთარშიც და ვერ გავარტყით სეზონი, როდის გავაჩინოთ ბავშვი. ამისთვისაც მოვიცლით. (იცინიან).

 

скачать dle 11.3