კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ აკეთებს ღამით, ყველასგან დაფარულად, თამარ ღლონტი


თათული ედიშერაშვილი: როცა სახლში რაღაც ფუჭდება, უცებ ვფეთქდები, მაგრამ მერე საკუთარ თავს თვითონვე ვიმშვიდებ, ეს ყველაფერი გამოსწორდება-მეთქი. ვერ შევეჩვიე იმას, რომ თავიდანვე მშვიდად შევხვდე პრობლემას. გულის გასახეთქია, როცა შენ გეჩქარება, სახლში კი პრობლემაა და არც არავინ რჩება, რომ ამ საქმეს მიხედოს. ის, რომ ყველაფერი მოგვარდება, მეც ვიცი, მაგრამ იმ წუთში ეს არ მახსოვს.

– ვის უწევს ხოლმე თქვენს ოჯახში საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება?

– მეტ-ნაკლებად ყველას. ჩვენს ოჯახში არ არის ისე, რომ ოჯახის რომელიმე წევრი კონკრეტულ საქმეზე იყოს მიმაგრებული. მაგრამ არის ისეთი პრობლემები, რომლებსაც მამაკაცები იღებენ საკუთარ თავზე და მე, ალბათ, ვერაფერს გავხდებოდი, ისინი რომ არ იყვნენ.

თუნდაც წყლის მილი რომ გასკდეს, ან ონკანს ჰქონდეს რეზინი გამოსაცვლელი და წვეთავდეს, მე ამ პრობლემებს ვერ გადავჭრიდი, მამაკაცი სჭირდება ამ საქმეს.

– საკუთარი ხელით რას შეაკეთებ?

– საკუთარი ხელით, ანუ დაუხმარებლად გამოვცვლი ნათურას, ეს შემიძლია, არ არის ძნელი. ჩამრთველს ვერ შევაკეთებ, ვერ გავბედავ, მაგას ცოდნა უნდა. რომ ვიწვალო, ალბათ, მაგასაც ვისწავლი, მაგრამ არ მაქვს ამის ინტერესი. ჩხირკედელა ბავშვობაშიც არ ვყოფილვარ. თანაც, მიმაჩნია, რომ ეს კაცის საქმეა. ჩვენს ოჯახში ყველა ფუნქცია სწორად არის გადანაწილებული, თუმცა, საქმეს, რომლის გაკეთება კაცსაც შეუძლია და ქალსაც, თავს არ ვარიდებ, არ ველოდები, სხვა როდის გამიკეთებს. მეც ხომ მჭირდება, რომ ოჯახში ყველაფერი გამართული იყოს?!

– „ცხელი ხაზით“ გისარგებლია?

– არა. არც თელასში დამირეკავს და არც წყალკანალში, არ მახსენდება ასეთი შემთხვევა. მაგრამ ახლა ვაპირებ, ვისარგებლო მერიის შემოთავაზებით და სახლში გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი შევამოწმებინო. ძალიან შემაშინა იმ გახშირებულმა სამწუხარო შემთხვევებმა, რომლებიც ამ დანადგარებს უკავშირდება. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მოვიდნენ, შეამოწმონ და მშვიდად დავიძინებ. აუცილებლად დავრეკავ.

– რა უფრო ადვილი ასატანია – უშუქობა, თუ უწყლობა?

– უშუქობას შევეგუები, მაგრამ საშინელებად მიმაჩნია და ვერაფრით ვერ ვეგუები უწყლობას. წყალი რომ არ მოდის, მეჩვენება, რომ გარშემო ყველაფერი ჭუჭყიანია. სახლი სულ რომ დალაგებული და დასუფთავებული იყოს – მაინც. დღის განმავლობაში ხელებს იმდენჯერ ვიბან, რომ სათვალავი მერევა. ამის გარეშე არ შემიძლია. „წამოდი, წყალი დამისხი“ კი, სულაც არ არის სასიამოვნო.

– ფულის ყადრი იცი?

– მე ვფიქრობ, რომ ვიცი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ფულის ხარჯვა, ვგიჟდები. მაგრამ, რომ დახარჯო, ფული უნდა გქონდეს, ესე იგი, უნდა იშრომო და მერე მოიხმარო. მე ვფიქრობ, ვინც ფულს მხოლოდ ინახავს და არ ხარჯავს, იმას არც ფული უყვარს და არც მისი ყადრი იცის.

– რაში ხარჯავს ფულს თათული სიამოვნებით?

– თავის მოვლის საშუალებებში, პირადი მოხმარების ნივთებში, სუნამოებში, რომლებიც ჩემი სისუსტეა და მათში ფულის გადახდა არ მენანება, რამდენიც უნდა მქონდეს. (იცინის). კიდევ, ვგიჟდები კოსმეტიკურ საშუალებებზე და შამპუნებზე. ფული, შეიძლება, დამენანოს საჭმელში. შეჭამ და მორჩა, ხომ?! ამიტომ, ბევრ ფულს საკვებში არ გადავიხდი. შეიძლება, ეს ჩემი ძალიან დიდი ნაკლია, მაგრამ გულახდილად ვაღიარებ: მირჩევნია, ის ფული სახის გამწმენდში ან კარგ შამპუნში დავხარჯო. (იცინის).

– ანუ იშიმშილებ, სამი დღე ლობიოს შეჭამ და შამპუნს იყიდი?

– არა, არა! ლობიოს ვერ შევჭამ, იმიტომ, რომ არ მიყვარს. მაგრამ, შევჭამ შემწვარ კარტოფილს და დავკმაყოფილდები. შიმშილობამდე საქმე არ მიდის. არც ეგეთი სულელი ვარ.

– პროდუქტის არჩევა იცი?

– მგონი, კი. არ ყოფილა შემთხვევა. ჩემი ნაყიდი პროდუქტი ოჯახში დაეწუნებინოთ. დიდი , „კლეჩატი“ ჩანთით ბაზარში არ დავდივარ, მაგრამ საყიდლებზე სიარული მიყვარს, არც მეთაკილება, მაგრამ, ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ამ ბოლო დროს ნაკლებად მიწევს. მამაკაცებმა აიღეს საკუთარ თავზე ოჯახის პროდუქტით მომარაგება, თუმცა, არც მე არ ვთაკილობ ნავაჭრით დატვირთული მოვიდე სახლში. ღამით რომ ვიყიდო რაღაც, ჩუმად, აქაოდა, არავინ დამინახოს, ამას რას ვაკეთებო – ასეთი კომპლექსები არ მაქვს.

– ნაგავი ვის გააქვს?

– ძირითადად მამაჩემს, ხან – ჩემს მეუღლეს. მე ვუმზადებ პარკით და სახლიდან გასვლისას გაიყოლებენ ხოლმე.

– რა ევალება სახლში თათულის?

– ყველაფერი ის, რასაც დიასახლისი უნდა აკეთებდეს სახლში: კერძის მომზადება, სახლის დალაგება, დაუთოება. ჩვეულებრივად ვაკეთებ ყველაფერს, სრულფასოვნად და ხარისხიანად. მსიამოვნებს კიდეც, როცა მერე ჩემი შრომის შედეგს ვხედავ.

საფირმო კერძი?

– ჩაქაფული. ეს კერძი ყველაზე აქტუალურია ჩვენს ოჯახში. კეთდება სეზონის მიუხედავად და, როგორც ამბობენ, „ხუთიანზე“ გამომდის. ვიღებ ბატკნის ან ხბოს ხორცს (მე ხბოს ხორცის უფრო მიყვარს), სასურველია, იყოს ძვლიანი და არც ძალიან მჭლე. დავჭრით წვრილად, გავრეცხავთ ცხელ წყალში და ჩავყრით ქვაბში. იმდენი წყალი უნდა დავასხათ, რომ ხორცი ოდნავ დაიფაროს. მერე ვაყრით ბლომად მწვანილს – ბევრ მწვანე ხახვს, ოხრახუშს, ქინძს, ტარხუნას, ცოტა კამას და ვდგამთ საშუალო ცეცხლზე. კიდევ უნდა ჩვეულებრივი წითელი ხახვი ორი თავი, ძალიან წვრილად დაჭრილი. თუ ახალი ტყემლით აკეთებთ, მაშინ თავიდანვე უნდა ჩაყაროთ. თუ დაკონსერვებულით, ზამთრისთვის შენახულით – მას შემდეგ, რაც ხორცი ოდნავ მოიხარშება. მე ბებიაჩემი მიგზავნის შენახულ ტყემალს ქილებით. იცის, „მეჩაქაფულეები“ რომ ვართ და გვამარაგებს. სულ ბოლოს უნდა ერთი ჭიქა თეთრი ღვინო. ჩავასხამთ, ცოტას კიდევ ვადუღებთ და მზად არის. მიირთვით გემრიელად!


скачать dle 11.3