კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ გადაიხადა ნატო დუმბაძის ქალიშვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში და რა აჩუქა ახალდაქორწინებულებს ქეთა თოფურიამ

მართალია, ნატო დუმბაძე საზოგადოებაში არც ისე ხშირად ჩნდება, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, შოუ-ბიზნესის სიახლეებს აქტიურად ადევნებს თვალყურს. მის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა: უფროსი ქალიშვილი – სოფო გათხოვდა და ბავშვს ელოდება. თუ ვის გაჰყვა ის ცოლად, რატომ დაიწერა ჯვარი უცხოეთში და რატომ არ აპირებს საქართველოში გრანდიოზული ქორწილის გადახდას, ამაზე ნატო თავად გვესაუბრება.

ნატო დუმბაძე: ხშირად მეკითხებიან, სად დაიკარგეო, მე კი ვპასუხობ, სად დავიკარგე და სახლში-მეთქი. მართალია, შემოქმედებითი თვალსაზრისით ახალი არაფერი ხდება ჩემკენ, მაგრამ, ინტელექტუალურად სულ ვშრომობ, ვფიქრობ, ვაკვირდები მოვლენებს, რაღაცეები მომწონს, რაღაცეები არა. რასაც დღეს ვუყურებ ტელევიზიით, ამ გადმოსახედიდან, კრიტიკოსი გავხდი (იცინის). რასაც ვხედავ, ზოგადად, ქართველები გემოვნების „ამბავში”, ძალიან დაბალ საფეხურზე ჩამოვედით და ეს ძალიან მწყინს.
– ესე იგი, პროფესია შეიცვალე და კრიტიკოსი გახდი?
– (იცინის) უფრო სწორად, კრიტიკოსი კი არა, ექსპერტი გავხდი. ნამდვილად რთული იყო აქტიური ცხოვრებიდან სახლში ჩაჯდომა, მაგრამ, მივეჩვიე. თუმცა, ოჯახურ საქმეებში ვარ აქტიურად ჩართული.
– ვიცი, შენს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია – უფროსი ქალიშვილი გაგითხოვდა.
– დიახ, ნამდვილად გათხოვდა ჩემი უფროსი ქალიშვილი სოფო და ძალიან ბედნიერია. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ჩეხეთში სწავლობს და იქ, სამეგობრო წრეში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე. აქტიურადაც მუშაობდა, მაგრამ, ახლა ორსულადაა და თავს უფრთხილდება. სამართლის დეკანის თანაშემწე იყო, მაგრამ, იქ ორი ლექცია ექვსი საათი მიმდინარეობს და ძალიან იღლება. ამიტომ, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე დროებით ჩამოშორდა მუშაობას. ჩეხეთის სამოდელო სააგენტოში დღესაც არის, მაგრამ, იქაც დროებით დაანება თავი გადაღებებს. ჩემი სიძეც, გიორგი ჟღენტი, იქ სწავლობდა ბიზნესის ფაკულტეტზე და ახლა ამთავრებს, ბოლო გამოცდაღა დარჩა ჩასაბარებელი.  ისიც მუშაობს და ძალიან დიდი პერსპექტივები და გეგმები აქვს. გიორგი 23 წლისაა და 9 წლიდან ლონდონში ცხოვრობდა. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. სოფო კი 19 წლისაა. თავიდან ძალიან გამიჭირდა შვილის მარტო გაშვება უცხოეთში – 16 წლის იყო სოფო, სტამბულში რომ წავიდა სასწავლებლად, დაამთავრა სასწავლებელი და წავიდა პრაღაში. დამოუკიდებელი ადამიანი გახდა. სიმართლე გითხრათ, ბავშვობიდან სულ ჩემზე იყო მოწებებული, დაქალებივით ვიყავით, მესაიდუმლეები და, მინდოდა, დამოუკიდებლად ცხოვრება ესწავლა. ამას ნამდვილად კარგად გაართვა თავი. აი, მეორე ქალიშვილი, ლიზი კი, ერთი კვირაც კი ვერ ძლებს უცხოეთში და გამორბის იქიდან სახლში. მართლა რთული იყო სოფოს გარეშე აქ დარჩენა, მაგრამ დღესაც სულ თვითმფრინავში ვზივარ და გზაზე ვარ გაკრული. რომ მითხრა სოფომ გიორგის შესახებ, ცოტა დავიბენი (იცინის), მაგრამ, ჩვეულებრივად მივიღე. ზრდასრული ადამიანები არიან და გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, ჩვენ კი, ოჯახის წევრები, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. გიორგი ძალიან კომუნიკაბელური და მხიარულია და ნამდვილად არ გამჭირვებია მასთან კონტაქტში შესვლა. ბიჭი არ მყავს და ვაჟიშვილივით  მივიღე, მრავალშვილიანი დედაც გავხდი (იცინის). მოკლედ, მე და გიორგი ვძმაკაცობთ.
– ჯვარი ჩეხეთში დაიწერეს?
– დიახ. ყოველ აღდგომას და შობას იქ ჩადის სიონის მოძღვარი, მამა შალვა კეკელია. შარშან პრაღაში ყოფნისას გავიცანი, რუსულ ეკლესიაში წირვას რომ ვესწრებოდი. მამა შალვა ქართველი ემიგრანტებისთვის და იქ მყოფი ქართველი ახალგაზრდებისთვის ატარებს წირვას. ამ კეთილ საქმეს ქართველი მეცენატები უდგანან სათავეში. ის, რომ იანვარში დაეწერათ ჯვარი, ბავშვებმა თვითონ გადაწყვიტეს, არადა, ნათლისღებამდე ჯვრისწერა აკრძალულია. მაგრამ,  მამა შალვამ პატრიარქისგან აიღო კურთხევა და, შობა დღეს, 7 იანვარს დასწერა ჯვარი, თან, ჯვრისწერა ქართულ ენაზე ჩატარდა, გალობის თანხლებით და ეს ყველაზე სასიამოვნო ფაქტი გახლდათ. ჩეხეთში ასეთი ქართული ჯვრისწერა პირველად იყო.
– სოფოს ძალიან ლამაზი თეთრი კაბა აცვია. თუ საიდუმლო არ არის, ვისი ფირმის იყო?
– ისეთი დაბნეულები ვიყავით მზადების დროს, ვერ გეტყვით (იცინის). ხომ იცით, საორგანიზაციო საკითხები რამდენ დროსა და ნერვებს მოითხოვს. თავიდან ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ, მადლობა უფალს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სოფოს ეცვა „რობერტო კავალის“ კაბა. სხვათა შორის, ჩეხეთში მოდა ისეთ მაღალ დონეზე ვერ დგას, როგორც ჩვენთან, საქართველოში. აქ უამრავი მაღაზიაა, სადაც შეგიძლია, ცნობილი დიზაინერების ლამაზი კაბები ნახო, იქ კი ასე არ არის. შევთავაზე სოფოს, აქ მოვაგვაროთ კაბის საქმე-მეთქი, მაგრამ, იქ ამჯობინა. ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი მაღაზია მოვიარეთ, მაგრამ, ვერაფერი შევარჩიეთ. ჩემი აზრით, ბრენდს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, გიხდებოდეს. მოკლედ, ბოლოს ერთმა ახლობელმა მირჩია, მე ვიცი ერთი მაღაზია, სადაც ლამაზი საქორწილო კაბებია და მე გაგყვებითო. რომ მივედით, მეპატრონის ცოლი აღმოჩნდა ქართველი და სწორედ მან შეგვირჩია „რობერტო კავალის“ ულამაზესი  კაბა, რომელიც სოფოს ძალიან მოუხდა. ასე რომ, გიორგიმ და სოფომ ჯვარი შობა დღეს დაიწერეს და მეგობრების წრეში აღნიშნეს, ერთ-ერთი სასტუმროს დარბაზში. ახლა ფიქრობენ გრანდიოზულ ქორწილს, მაგრამ, სოფო ორსულადაა და, ეს,  ალბათ, მშობიარობის შემდეგ მოხდება.
– საქორწინო მოგზაურობაში იყვნენ?
– სწავლის გამო ვერც საქორწინო მოგზაურობაში მოახერხეს წასვლა. თბილისშიც ცოტა ხნით ჩამოვიდნენ და მალევე დაბრუნდნენ ჩეხეთში. ძალიან კარგი წყვილია და მიხარია, ბედნიერებს რომ ვხედავ. თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც ჩვენი ბედნიერება გაიზიარა და მოგვილოცა. მადლობა უფალს და მადლობა ყველას, ვისაც ჩემი შვილების ბედნიერება გაუხარდა.
– ნატო, თუ საიდუმლო არ არის, რა აჩუქე გათხოვილ ქალიშვილს?
– ვაჩუქე ძალიან ლამაზი ბეჭედი, რომელიც სოფოს სახელზე მქონდა ნაყიდი ხუთი წლის წინ. თეთრი ოქროს ბეჭედია ბრილიანტის თვლებით.
– ქეთა თოფურია სოფოსთან მეგობრობს. ის არ ესწრებოდა ჯვრისწერას?
– ქეთამ სიურპრიზი მოუწყო და სოლიდური საჩუქარი გაუგზავნა სოფოს, თუმცა, თავად არ დასწრებია ჯვრისწერას.  არ მგონია, ქორწილი საქართველოში გადაიხადონ, თუმცა, სადაც არ უნდა იყოს, იმედია ქეთა იქ მოახერხებს მოსვლას და კარგად გაერთობა ახალდაქორწინებულებთან ერთად.

скачать dle 11.3