კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებდა უკრაინის „ფეშენ-ვიქის“ დატოვებას ლაკო ბუკია და რისი ახსნა უწევდა მას უკრაინელი გოგონებისთვის

ლაკო ბუკიამ, მორიგი წარმატებული ჩვენების შემდეგ, რომელიც მან ლონდონის „ფეშენ-ვიქის“ შემდეგ უკრაინაში „მერსედეს-ბენც“ ფეშენ-ვიქზე“ გამართა, უკვე ახალ კოლექციაზე დაიწყო მუშაობა. ლაკო ამჟამად ძალიან საინტერესო მასალაზე მუშაობს, რომელიც ბოლონიაში, ტყავის გამოფენაზე აღმოაჩინა და ახლა უკვე ახალ კოლექციაში გამოიყენებს.
ლაკო ბუკია: შანხაიში ჩვენება არ გავაკეთეთ, მაგრამ კოლექცია წავიდა „შოუ-რუმზე“. ჩემი გაყიდვების მენეჯერი გაჰყვა, რომელიც აღფრთოვანებული ჩამოვიდა, რადგან კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა. გვეხვეწებიან, რომ შემდეგ სეზონზე კიდევ ჩავიდეთ და მაშინ მაინც გავხსნათ მოდის კვირეული. რა თქმა უნდა, ამან მოიტანა დაინტერესება აზიური მაღაზიებისგან, ბაერებისგან, მაგრამ, აზიაში იაფფასიანი პროდუქციის შექმნა ძალიან ადვილად შეუძლიათ, ამიტომ, თუ ბრენდს დიდი სახელი არ აქვს, არ უღირთ ისეთი რაღაცის შეძენა, რომელიც ძვირი ღირს. ასეთ რაღაცეებს ბევრი რამ მოაქვს, უფრო კარგად ფიარდები და ეს სასიხარულოა. ახლის გაკეთება ყოველთვის კარგია, მაგრამ, უფრო მეტად საპასუხისმგებლოა. როდესაც ამას სხვა ქვეყანაში აკეთებ, არ იცი, რას უნდა ელოდო, რა დაგხვდება, როგორ მიგიღებს ხალხი. ინგლისი ჩემი ქვეყანა მგონია, ლონდონში რომ ვაკეთებ ჩვენებას, იმდენი ნაცნობი მოდის, უკვე ვიცი, რა უნდა ვაჩვენო, რა მოეწონებათ. ამიტომ,  სხვა ქვეყანაში წასვლას ცოტა მეტი ნერვიულობა მოჰყვება. მაგალითად, კიევში რომ წავედი, ძალიან ვინერვიულე, რადგან, მგონია, რომ რუსები და უკრაინელები საკმაოდ კრიტიკული ხალხია, განსაკუთრებით იმის მიმართ, ვისგანაც არ ელოდებიან. მე უკრაინაში დამპატიჟეს როგორც ბრიტანელი დიზაინერი და შესაბამისად, ჩემ მიმართ მოთხოვნა უფრო დიდი იყო, ასეთ დროს კი უფრო კრიტიკულად გიყურებენ.
– ეს, ალბათ, შენს ემოციებზეც აისახა.
– კულისებში ასეთი აგრესიული არასდროს ვყოფილვარ, რადგან, არ იყო ის, რასაც  მოველოდი. ჩვენება კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ, ველოდი სულ სხვა სიტუაციას, ისეთს, როგორიც ინგლისშია. ჩემთან ერთად ჩემი სტილისტიც იყო, რომელმაც, სამწუხაროდ, რუსული არ იცის და ამიტომ მე მიწევდა ყველას კოორდინირება: ვის რა უნდა გაეკეთებინა, რა უნდა ჩაეცვათ. საბოლოო ჯამში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, ისეთმა ხალხმა გააკეთა კომენტარი, ისეთ ხალხს მოეწონა, რომლებიც ძირითადად ძალიან კრიტიკულები არიან და არ დადიან ჩვენებებზეო. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სხვა ხალხიც გაგიცნობს, ამით საკუთარ თავში რწმუნდები, რადგან, მხოლოდ შენს ქვეყანაში კი არ მოსწონხარ ხალხს, არამედ სხვა ქვეყანაშიც. თბილისშიც, „ფეშენ-ვიქზე“ ყველა ელოდებოდა უცხოელ დიზაინერებს და ასე იყო იქაც, რადგან მე მიწვეული ვიყავი როგორც ბრიტანელი დიზაინერი და მოლოდინი და ინტერესი დიდი იყო. უკრაინის მოდის კვირეული ლონდონის „ფეშენ-ვიქისგან“ ბევრი რამით განსხვავდებოდა. მაგალითად, ინგლისში არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საათზე გაიმართება ჩვენება, უბრალოდ, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ არ დაემთხვეს დიდ ჩვენებას, თორემ დილით იქნება, შუადღეს თუ საღამოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უკრაინაში, ისევე, როგორც საქართველოში, თუ ჩვენება საღამოს არის, მაშინ ბევრად პრესტიჟულია, ხოლო თუ მოდის კვირეულს ხურავ, მაშინ ხომ – საერთოდ. ჩაცმის კულტურაც განსხვავებულია, იქ უფრო საღამოს კაბებით მოდიოდნენ, ინგლისში კი, რაც უფრო კრეატიული და უცხო იქნები, მით უფრო საინტერესოა; თან, ინგლისში ამ ყველაფერს როგორც სამუშაოს, ისე უყურებენ. რაც შეეხება უკანა კულისებს, ინგლისში უფრო მეტად მობილიზებულები არიან, ნასწავლები, რადგან, თავიდანვე გადიან პრაქტიკებს. ასისტენტებიც კი არჩეული და ნასწავლი ჰყავთ, რადგან, შეიძლება, სწორედ ასისტენტმა გააფუჭოს ჩვენება. უკრაინაში გამოუცდელი ასისტენტები იყვნენ და ძალიან გამიჭირდა მათი მოთვინიერება, ვერ გავაგებინე, რომ ეს სულ სხვა რაღაცაა. ნახევარი საათით ადრე არავინ გადის იმ ტერიტორიიდან, არავის უჩნდება საქმე და არავინ პასუხობს ტელეფონს. თავიდან, რომ ვკიოდი, შეშინებული თვალებით მიყურებდნენ, მაგრამ, ბოლოს მადლობას მიხდიდნენ, ასეთი ჩვენება რომ გავაკეთე.
– მოდელებზე რას იტყვი?
– მოველოდი, რომ უკრაინაში სასწაული გოგონები დამხვდებოდნენ, მაგრამ, არ დამხვდნენ. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, როგორც მითხრეს, ვინც კარგია, ყველა ევროპაშია გასულიო. რამაც შემაძრწუნა და შოკში ჩამაგდო, იყო ის, რომ გოგონებმა უარი მითხრეს – ჩვენებაზე ლიფის გარეშე არ გამოვალთო. გადავირიე: თუ გინდათ, პროფესიონალი მოდელები გახდეთ, მგონი, არავინ გკითხავთ, ლიფით უნდა გამოხვიდეთ თუ არა-მეთქი. ნამდვილად არ მეგონა, უკრაინაში ვინმეს ლიფის ჩაცმის პრობლემა თუ ექნებოდა. ბოლოს რამდენიმეს გავხადე და თვითონაც კმაყოფილები იყვნენ. მეც ვუთხარი: ჩათვალეთ, რომ ევროპაში გახვედით-მეთქი.
– ლონდონში ყველაფერი საათივით არის აწყობილი, უკრაინაში კი თავად მოგიწია ბევრი რამის გაკეთება და ეს ბევრ რამეში გამოცდილებას მოგცემდა, რაც, ალბათ,  ძალიან კარგია.
– ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო. ვამბობდი კიდეც, რომ ლონდონის ჩვენებაზე ასე ძალიან არ დავღლილვარ და არ მინერვიულია. ლონდონში ვიცი, რომ მაქვს „ბექსტეიჯი“ მხოლოდ ჩემთვის: ყველა მოდელი მოდის 4 საათით ადრე, 12 კაცი მყავს თმაზე, 12 – მაკიაჟზე. ყველა გოგონას ჰყავს თავისი ასისტენტი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ დამხვდა უკრაინაში. რამაც ყველაზე მეტად გამაოცა, იყო ხალხის სიმრავლე კულისებში. რადგან ჩამოსული ვიყავი, ამიტომ ორგანიზატორები უკან დამდევდნენ: რა გინდათ, რა გავაკეთოთო. ვუთხარი: ეს ხალხი მოაშორეთ აქედან, მე მჭირდება მხოლოდ მოდელები, ჩემი ასისტენტები, ვიზაჟისტები, თმის სტილისტები და ერთი ფოტოგრაფი-მეთქი. ასე ხდება ლონდონში. რომ ვუთხარი: არ შემიძლია, ასე ვერ ვიმუშავებ, თუ გინდათ, აქაურობას დავტოვებ-მეთქი – არა, არა, გავიყვანთო. სამაგიეროდ, საბოლოო შედეგი იყო ძალიან კარგი. ბევრი მიიჩნევს, რომ უკრაინის ფოტოები ლონდონის ფოტოებს სჯობდა – ალბათ, უფრო მეტად დავიხვეწეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, იქ იმყოფებოდა იტალიური „ვოგის“ წარმომადგენელი, რომელიც კულისებში შემოვიდა, კოლექციის მიმართ აღფრთოვანება გამოთქვა და საიტზე ორი სტატია მიუძღვნა კოლექციას. მარტო ამისთვის ღირდა ეს ყველაფერი.
– რომ მიიღო კიდევ ასეთი შემოთავაზება, წახვალ?
– იმ შემთხვევაში წავალ, თუ ჩემს ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებენ. ეს პირველი იყო და არ ვიცოდი, რა უნდა მომეთხოვა, ახლა კი ზუსტად ვიცი. იმიტომ კი არა, პრეტენზიული ვარ, უბრალოდ, ახლა ვიცი, რა მჭირდება იმისთვის, რომ კარგი შოუ გავაკეთო. ყველა დიზაინერმა უნდა იცოდეს, სად არის მისი ადგილი, სადაც უფრო პოპულარული იქნება მისი ბრენდი. ჩემთვის ინგლისი და ამერიკაა ყველაზე მისაღები, რადგან, ჩემი კოლექცია, მიუხედავად იმისა, რომ ძვირად ღირებული ქსოვილებისგან არის შეკერილი, ქალურია, თანაც, უცხო და განსხვავებულია და ამას ბევრ ქვეყანაში არ ჩაიცვამენ.
– შენი კოსტიუმები ამერიკულ პოპულარულ ჟურნალებში დაიბეჭდა.
– დიახ, რადგან იქ მყავს ჩემი ფიარ-მენეჯერი, რომელთანაც დიდი ხანია, ვთანამშრომლობ და, უკვე კარგა ხანია, ვატყობ, რომ მოთხოვნა ბევრად დიდია. ის ჟურნალებიც, სადაც იბეჭდება ჩემი სამოსი, ბევრად მაღალი დონის არის. ამიტომ, შეიძლება გადავიდე ამერიკაში და თან ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქში“ მივიღო მონაწილეობა.
– შენს ბოლო კოლექციას ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა და თავადაც ძალიან კმაყოფილი იყავი.
– ვიპოვე ჩემი თავი და ეს არის ის, რისი კეთებაც მინდა. ზოგჯერ კოლექცია მოსწონდა პრესას, მაგრამ, ბაერები ამბობდნენ, რომ ზედმეტად კრეატიულია, ან, პირიქით ხდებოდა. ამჯერად ორივეს მხრიდან დაიმსახურა მოწონება – პრესის მხრიდანაც და ბაერებისგანაც. პირადად მე კმაყოფილი ვარ, რადგან, მივხვდი, რომ ძალიან გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, ვიცი, რა უნდა გავაკეთო, ძიების პროცესში აღარ ვარ; ჩემს მომხმარებელს ყოველთვის შევთავაზებ სიახლეებს, მაგრამ, სტილი იქნება ისეთი, როგორიც ბოლო კოლექციაზე იყო. ის, რომ შანხაის „ფეშენ-ვიქის“ გახსნა მთხოვეს და ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქიდანაც“ არის მოთხოვნა, მხოლოდ ამ კოლექციის ჩვენების შემდეგ მოხდა და, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ წარმატებული იყო. ძალიან ბევრი მოთხოვნაა ცალკე პრესის და ცალკე ბაერების მხრიდან და ამის შეჯერება და საკუთარი თავის დაკმაყოფილება კრეატიულად ძალიან ძნელია. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ დავიკარგე საკუთარ თავში, იმდენი სხვადასხვა აზრი იყო ჩემ გარშემო. ახლა კი უკვე ჩამოვყალიბდი და ზუსტად ვიცი, სად ვარ, რა მინდა, რას ვაკეთებ, როგორ დავაკმაყოფილო ბაერებიც, პრესაც. დიდი მაღაზიები რამდენიმე სეზონი გაკვირდებიან – არ უნდათ ისეთ ბრენდთან ურთიერთობა, თუ არ არიან დარწმუნებულები, რომ მერეც კარგ კოლექციას გააკეთებ. ამ ყველაფერს წლები სჭირდება, ისევე, როგორც ბაერების კარგ შეფასებას.

скачать dle 11.3