კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რატომ მალავს სახეს „ნიჭიერის” სტრიპტიზის მოცეკვავე და რა მატარებელზე მოასწრო შეხტომა შავმა პრინცმა

 „ნიჭიერი” არა მხოლოდ ახალი ვარსკვლავების აღმოჩენის ადგილია, ის სცენას უკვე ჩამქრალ ვარსკვლავებსაც უთმობს, რომლებიც ახალბედა „ვარსკვლავებთან” ერთად, ხელახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს. შავი პრინცის პრინციპი სწორედ ასეთი აღმოჩნდა, რასაც ვერ ვიტყვით „დივას” 28 წლის მოცეკვავე ლიზაზე, რომელმაც სცენაზე მხოლოდ სხეულის ნიჭიერებით მოხიბლა ჟიური, სახეს კი, ინკოგნიტოდ დარჩენის მიზნით, სხვადასხვა გრიმით იფარავს.

შავი პრინცი: „ნიჭიერი” კარგი სახელია, „ვარსკვლავს” მირჩევნია. თან, არა მგონია, ვარსკვლავობა „გავქაჩო” – ამას ცოტა სხვა გარემო სჭირდება და, მირჩევნია, ნიჭიერის სახელი დამრჩეს. გარდა სახელისა, საქართველოს არ აქვს მუსიკალური არხი და, ერთ-ერთი საშუალება, რომ მთელმა ქვეყანამ გაგიცნოს ან გაგიხსენოს, ეს „ფორთოჩკაა”. ჩამოიარა მატარებელმა და ბოლო ვაგონს შევახტი. ვნახოთ რამდენად მომცემს თუ არ მომცემს ხალხი ხმას: მერე, შეიძლება, პირველ ვაგონშიც გადავინაცვლო.
– სახელი რატომ შეიცვალე?
– არ შემიცვლია, უბრალოდ, ამ პროექტისთვის მინდოდა ახალი სახელი და ეს არის „შავი პრინცის პრინციპი”. ეს ორი სახელი სხვადასხვა პროექტზე მუშაობს. „შავი პრინცის” ნამუშევრები იქნება მძიმე და მწარე, „პრინციპის” კი – კომერციული, ყველასთვის გასაგები.
– როდესაც ადამიანს რაღაც გაუკეთებია, გარკვეული ამბიციაც უჩნდება, შენ კი რიგითი ადამიანების გვერდით დგები და ესემესების იმედად რჩები...
– ყველა ადამიანი თავის დროზე, წარდგება  შეფასების წინაშე და, მოდი, ყველა დავუკვირდეთ ჩვენს ქცევას, რომ იქ შეფასების დროს არ შევრცხვეთ. რაც შეეხება „ნიჭიერს”, კონკურსებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია და სულ მაინტერესებდა, რა განცდაა, როდესაც ვიღაც გაფასებს. ადრენალინი ჰქვია ამას თუ აზარტი, არ ვიცი, მაგრამ, ეს გამოვცადე. თან, პირდაპირ გეუბნებიან: შენ კარგი ხარ, შენ – ცუდი. უამრავი კომენტარი მოვისმინე, ზოგს მოსწონს, ზოგს არა. ეს ყველაფერი უფრო გამაძლიერებს, მივხვდები, კიდევ რამდენ ხანს შემიძლია, გავჩერდე სცენაზე. 40 წლის ვარ და ხელახლა დავიწყე ყველაფერი. დიდ რისკზე წავედი. ამ ყველაფერს შეეძლო, გაენადგურებინა ჩემი სახელი, ან, პირიქით, ახალი ძალები შეემატებინა. რისკმა, მგონი, გაამართლა: ვინც არ მიცნობდა, გამიცნო, ვინც მიცნობდა – გამიხსენა.
– შავი პრინცის მუსიკა პროტესტით გაჟღენთილი იქნებაო. რა აწუხებს შავ პრინცს?
– ძალიან ბევრი რამ, უფრო კონკრეტულად პირადი ცხოვრებიდან...
– როგორ ცხოვრობ?
– ვერ ვიტყვი, რომ კარგად, არ მინდა დავმალო. ძალიან ცუდად ვცხოვრობ, ცუდად კი არა, მაპატიეთ – ძალიან შორს ვარსკვლავობისგან: არ მაქვს საკუთარი სახლი; როცა საშუალებაა ქირით ვცხოვრობ, როცა არა – მეგობრებთან ვრჩები. მადლობა ღმერთს, რომ, რაც დავთესე, ახლა იღებს ნაყოფს. ძალიან კარგი მეგობრები მყავს, რომლებიც უანგაროდ, პრეტენზიებისა და საყვედურების გარეშე მიღებენ კარს. შემოსავალიც მეგობრების დახმარებით მაქვს: ცეკვის პატარა სკოლა გავაკეთე, სულ რამდენიმე მოსწავლე მყავს და სამგზავრო ფული ან რაღაც ეგეთი ელემენტარული იქიდან მრჩება.
– ასეთ სიტუაციას ბევრი მამაკაცი დეპრესიამდე მიჰყავს.
– ამის კონტროლს ვახერხებ. დეპრესია „არასრულყოფილი გრეხია”, რომლის აყოლაც, შეიძლება, „სრულყოფილ გრეხად” გადაგექცეს. ეს სულიერ მოტივებთან არის დაკავშირებული. არ ვიცი ბევრმა იცის თუ არა, რომ, გარკვეული წლების განმავლობაში ღმერთს ვემსახურებოდი. მან, პირდაპირი გაგებით მითხრა: „არა უშავს, ასეა დაწერილი – ბოლო იქნება პირველი!” მეც მჯერა მისი, რომ ბოლო იქნება პირველი.
– რამ განაპირობა ეკლესიიდან შენი წამოსვლა?
– ძალიან მიყვარდა ერთი ადამიანი. არც ისე პატარა ვარ და არც ისე დიდი, მაგრამ, იმ ასაკში ვარ, რომ, შემიძლია, სიყვარული შევაფასო. მიყვარდა და ახლაც მიყვარს. რასაც „მთელი ცხოვრების სიყვარულს” ეძახიან, ის იყო. ის კი ადგა და სხვაში გამცვალა. ამის გამო ლოთობა და სხვა რაღაცეები რომ არ დამეწყო, შემენარჩუნებინა სიყვარული – ამან ეკლესიამდე მიმიყვანა. ეკლესიამ არა მხოლოდ სიყვარულში გამათვითცნობიერა, არამედ, ბევრი სხვა რაღაც მასწავლა. ახლა აღარ ვცხოვრობ ხალხის წინაშე, ვცხოვრობ ღმერთის წინაშე. ჩემი სიყვარული კი ახლაც არსებობს. რაღაც მომენტში ცხოვრებამ დისტანციაზე გვამყოფა. ეს დისტანცია უარესობისკენ არ იყო. ვინც ამას ვერ ხედავს, ის არ ურთიერთობს ღმერთთან. აქ უკვე მოთმინებაზე, ნებისყოფაზეა საუბარი.
– შეხვედრიხარ მას შემდეგ?
– სხვათა შორის, ახლაც მომივიდა ესემესი, ძალიან მიყვარხარო. მე უკვე ძალიან წინ გადავდგი ნაბიჯი ამ საკითხში. დაველოდო – ჩვეულებრივი, ადამიანური მოტივია, მე კი ადამიანების წინაშე არ ვცხოვრობ. ვერავის დაველოდები. მინდა, თვითონაც იბრძოლოს და პირდაპირ ჩემთან მოვიდეს. მან იცის, რომ მის მეტი არავინ მიყვარს და არც შემიყვარდება. ცხოვრებას რომ ვიწყებ დილით, თვალებს ვახელ, ყურში სმენა მომდის და პირველი, რასაც ვამბობ ეს არის – დიდება ღმერთს!
 მოცეკვავე ლიზა: „ნიჭიერში” მონაწილეობის მიღება ჩემი გადაწყვეტილება იყო, რადგან, ვფიქრობ, რომ ეს პროფესია სამარცხვინო ნამდვილად არ არის. რატომ უნდა დაიმალოს, ის რაც ლამაზია და არ არის ბინძური? ბევრს ჰგონია, რომ „დივაში” რაღაც კატასტროფული ხდება. არა, უბრალოდ, გოგოები ლამაზად ცეკვავენ. ხალხი მოდის იმისთვის, რომ ლამაზ ცეკვას უყუროს.
– მაშინ, რატომ მალავ სახელსა და სახეს?
– არ მინდა, ოჯახის წევრებმა ჩემი საქმიანობის შესახებ გაიგონ...
– ცოტა პარადოქსულია: არ უმხელ ოჯახის წევრებს და „გაუმხილე” მთელ საქართველოს. ვერ დავიჯერებ, რომ ვერ გიცნეს.
– მართლა ვერ მიცნეს, საერთოდ ვერავინ მიცნო. 28 წლის გავხდი და საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ არაფერი დავმალო, მაგრამ, ჩემები სოფელში ცხოვრობენ, სადაც ჩემი შვილი იზრდება. იქ ვერავინ გამიგებს ამას და, ვიცი, ისინიც საშინლად ინერვიულებენ. მერე დედაჩემმა სულ ამაზე უნდა იფიქროს და ვერ მოისვენოს. არ ჯობია, ეგონოს, რომ სადღაც მიმტანად ვმუშაობ, ვიდრე იცოდეს, ღამის კლუბში სტრიპტიზს რომ ვცეკვავ?!
– კი მაგრამ, შენი შემოსავლები მიმტანის შემოსავლებს ხომ სერიოზულად აღემატება, ამაზე კითხვებს არ გისვამენ?
– არა. მხოლოდ ფულს ვუგზავნი და მორჩა. შორ დისტანციაზე ამის დამალვა არც ისე რთულია. ისინი რომ ჩემთან იყვნენ, ალბათ, ეცოდინებოდათ, მაგრამ, სოფელი პატარაა, მერე ყველამ ამაზე უნდა ილაპარაკოს და გააგიჟონ დედაჩემი.
– შენც სოფელში იზრდებოდი?
– დიახ, იქ გავიზარე. გავთხოვდი, ქმარს გავშორდი და, ბავშვი ცოტა რომ წამოიზარდა, თბილისში წამოვედი და დავიწყე მუშაობა მიმტანად, მაგრამ, მართლა მიზერული შემოსავალი მქონდა. აქ სადღაც ხომ უნდა მეცხოვრა, იქ კი ფული მეგზავნა. არ გამოდიოდა არაფერი. ერთხელ კი, შემთხვევით ჩემმა ახლობელმა მითხრა, „დივას” მოცეკვავეები სჭირდება და ხომ არ სცდიო.
– ცეკვავდი?
– საერთოდ არა. ერთ-ერთმა მოცეკვავემ ელემენტარული ილეთები მასწავლა და მერე და მერე, უკვე მუშაობაში ვისწავლე ცეკვა. ამ მდგომარეობამდე რომ მივსულიყავი ერთი წელი დამჭირდა. მოძრაობა კი არა, ამხელა ქუსლებზე სიარულიც არ ვიცოდი, ისე ავედი სცენაზე. ისე ვნერვიულობდი, ერთიანად ვკანკალებდი. საშინელება იყო, ძალიან დავიბენი. მერე და მერე უკვე გამომისწორდა მოძრაობები. ძალიან მუსიკალური ვარ და ეს დამეხმარა, თორემ, ვერაფერს შევძლებდი. სულ მეშინოდა, რომ ვინმეს ჩემი ცეკვა არ მოსწონებოდა, ვინმეს საყვედური არ ეთქვა...
– ნასვამი და აგზნებული მამაკაცების არ გეშინოდა?
– არა, რადგან, ამ მხრივ ძალიან დაცულები ვართ. ვიღაც მთვრალი მოვიდეს და უხეშად ხელი მოგვკიდოს – ასეთი რაღაცეები არ ხდება, მკაცრად არის დაცული ეს წესები. ნებისმიერი ურთიერთობა კლიენტ მამაკაცებთან გვეკრძალება კიდეც. ისე, არც არავინ მომწონებია ამდენი ხნის განმავლობაში. იმდენად დაკავებული ვარ, რომ ფიზიკურად დროც არ მაქვს პირადი ურთიერთობებისთვის. როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, ბავშვთან მივდივარ.
– შენი ნახვის სურვილი არ აქვთ ხოლმე?
– როგორ არა. შეხვედრის, ახლოს გაცნობის სურვილი ბევრს აქვს, ბევრი უცხოელი ჩამოდის, ნომრებს გვიტოვებენ, მაგრამ, ასე მარტივად არ ხდება ჩვენთან დაახლოება.
– „ნიჭიერში” შენს გასვლას როგორ შეხვდნენ?
– ნორმალურად, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ჩვენი უფროსი ყველაფერში გვერდით დამიდგა, კოსტიუმის, მუსიკის შერჩევაში დამეხმარა. საბოლოო ჯამში, კარგი გამოვიდა. მარტო ჩემი ხელოვნების ჩვენების გამოც არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ფინანსურ მდგომარეობაზეც ვიფიქრე.
– როგორ ფიქრობ, ჩვენი მენტალობის ხალხი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულს სტრიპტიზის მოცეკვავეს მიანიჭებს?
– ვერ გეტყვი. ზოგი საშინლად მაკრიტიკებს, ზოგს მოეწონა. არ ვიცი, როგორ მიიღებენ, რადგან საქართველო მაინც აზიაში დარჩა. მთავარია, მშვიდად მიიღონ და სიბინძურედ არ აღიქვან.

скачать dle 11.3