კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

მეგრელმა მამამ შვილი დილაუთენია გააღვიძა და უთხრა, ადექი‚ მივდივართო. სოფელს რომ გასცდნენ, მაშინღა ჰკითხა ბიჭმა – სად მივდივართ? – სანადიროდ. – კი მაგრამ‚ იარაღი არ გვინდა? დანა მაინც წამოგვეღო‚ ლაგატკაც არ გვაქვს... – შვილო‚ დაგავიწყდა‚ რომ ჩვენ მეგრელებ

მეგრელმა მამამ შვილი დილაუთენია გააღვიძა და უთხრა, ადექი‚ მივდივართო. სოფელს რომ გასცდნენ, მაშინღა ჰკითხა ბიჭმა
– სად მივდივართ?
– სანადიროდ.
– კი მაგრამ‚ იარაღი არ გვინდა? დანა მაინც წამოგვეღო‚ ლაგატკაც არ გვაქვს...
– შვილო‚ დაგავიწყდა‚ რომ ჩვენ მეგრელები ვართ? ხედავ‚ იმ ბუჩქთან კურდღელი რომ იმალება? შეხედე‚ რა ლამაზია‚ რბილი‚  ფაფუკი‚ თეთრი‚ ყურები ნახე‚ ნახატია პირდაპირ‚ მშვენიერებაა...
უცებ კურდღელი დაეცა და მოკვდა.
– მამი‚ რა მაგარი ყოფილხარ‚ ჭკვიანი‚ მოხერხებული მონადირე‚ კურდღელს რა ჩაუტარე‚ რა ყოჩაღი ხარ‚ შენისთანა მამა არავის ჰყავს... მამა! მამა!! მამა!!!
***
რა კარგია‚ როცა გაიგებ‚ რომ იქაც ცუდია‚ სადაც შენ არ ხარ.
***
თუ თქვენ პრობლემები გაქვთ მღრღნელებთან‚ ჩაუმტვრიეთ კბილები და საქმე მწოველებთან გექნებათ.
***
– რა ჰქვია ადამიანს‚ რომელიც კაცთან წევს?
ვადამდელი პასუხი: გეი!
– პასუხი არასწორია: სწორი პასუხია – ქალი.
***
– რა განსხვავებაა მდიდრებს‚ ღარიბებსა და ღატაკებს შორის?
– როდესაც იარლიყს დახედავენ‚ მდიდრებისთვის და ღატაკებისთვის სულერთია‚ რომელ ვალუტაშია ფასი‚ ღარიბებისთვის – მნიშვნელოვანი.
***
ძველმა რეციდივისტმა‚ მკვლელობისთვის და ყაჩაღობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევმა, ფული იშოვა‚ თავის სოფელში ჩავიდა და ეკლესიას აგებს. ჩამოიარა გურულმა და ჰკითხა:
– რას აპირობ‚ ძამა?
– აი‚ ცოდვების გამოსასყიდად ეკლესია უნდა ავაგოო.
– შენ‚ ისეთი წარსული გაქვს‚ ღმერთთან მაინც არაფერი გეშველება და სატანასაც ნუ გადაიმტერებ...
***
– ჩვენ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს.
– არ გამიკვირდა‚ რა ნაცნობი სხეულია-მეთქი?!
***
თუ ქალს არაფერი ეხერხება და არც არაფერი იცის‚ მეძავად მუშაობს.
იმავე მონაცემების კაცი – ღამის დარაჯად. იმიტომ რომ, ორივეს ღამის გაყვანაში უხდიან ფულს.
***
– ცოლს გავეყარე – საწოლში შეუძლებელს მთხოვდა...
– რა მოგთხოვა ასეთი შეუძლებელი?
– ნუ ხვრინავო...
***
– მიხო‚ რას იზამდი‚ ფული რომ გქონდეს?
– ძმაკაცებთან დავლევდი – ღვინო‚ პური‚ ყველი...
– ბევრი ფული რომ გქონდეს?
– ძმაკაცებთან დავლევდი – ღვინო‚ პური‚ ყველი‚ ხაშლამა...
– და, ძალიან ბევრი ფული?
– ღვინო‚ ხაშლამა‚ ხაშლამა‚ ხაშლამა...
***
დუმილი‚ ეს ერთადერთი ოქროა‚ რომელიც ქალებს არ უყვართ.
***
კომპიუტერი თითქმის ადამიანია‚ ერთადერთი განსხვავება ისაა‚ რომ ის თავის შეცდომებს სხვა კომპიუტერს არ გადააბრალებს ხოლმე.
***
მიხოს სასამართლოზე ეკითხებიან:
– რა მიზეზით ეყრებით ცოლს?
– იცი‚ ბატონო მოსამართლე‚ ჩემს ცოლს ტყუპისცალი და ჰყავს‚ ორი წვეთი წყალივით ჰგვანან ერთმანეთს‚ ჰოდა, ერთმანეთში მეშლება და...
– როგორ‚ საერთოდ ვერ არჩევთ? ნუთუ მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის?
– როგორ არა... სწორედ მაგ განსხვავებისთვის მინდა გაყრა...
***
– ორი ღამურა თავდაღმა კიდია ჭერზე და დასაძინებლად ემზადებიან.
– ო‚ დღეს ცუდი ღამე მქონდა. შენთვის რომელი იყო ყველაზე საშინელი?
– როცა ფაღარათი დამემართა...
***
სამყაროში ყველაფერი შედარებითია. მაგალითად‚ ის ასი დოლარი‚ რომელიც მე მაქვს და ჩემმა ცოლმა არ იცის‚ უფრო ძვირფასია ჩემთვის‚ ვიდრე ათასი დოლარი‚ რომელიც ცოლმა იცის...
***
მოდის სიახლეები: საყურეები ტრუსების ფერის მიხედვით.
***
ქართველი და ებრაელი ავარიაში მოყვნენ და სამოთხის კარს მიადგნენ. იქ არ შეუშვეს:
– თქვენი ცხოვრების წესით ჯოჯოხეთს იმსახურებთ. მიბრძანდით და, თუ ეშმაკი გამოგიშვებთ‚ სიამოვნებით გაგიღებთ სამოთხის კარს.
ორივე უხმოდ გაბრუნდა და წავიდა.
ჯოჯოხეთიდან ეშმაკის გამოშვებული ჯერ არავინ ენახათ. მაგრამ, ცოტა ხნის შემდეგ ქართველი ისევ მიადგა სამოთხის კარს:
– ლუციფერი კარგ ხასიათზე იყო და 10 დოლარად გამომიშვა.
– ებრაელი სადღააა?
– ევაჭრება. მე რომ წამოვედი‚ ფასი 8 დოლარამდე ჰქონდა დაწეული.
***
– გოგონა‚ რამდენი წლის ბრძანდებით?
– 25-ის.
– და, რამდენის იყავით‚ როდესაც დაიბადეთ?
***
პორნოვარსკვლავი გინეკოლოგთან მივიდა:
– ექიმო‚ გავიხადო?
– არ არის საჭირო‚ სწორედ გუშინ ვნახე თქვენი ბოლო ფილმი...
***
სვანები კრივის სექციაში ჩაეწერნენ. მეორე დღეს შვიდი ერთად მივიდა ფოტოგრაფთან.
– აბა‚ როგორ გადაგიღოთ‚ რისთვის გინდათ?
– ესე იგი‚ სამი მუშტებით ვუტევთ ოთხს...
მოეწყვნენ. ფოტოგრაფმა სურათი გადაუღო.
– რამდენი დაგიმზადოთ?
– 28.
– კი მაგრამ‚ რად გინდათ ამდენი?
– მწვრთნელმა გვითხრა‚ თითომ 4 სურათი მოიტანეთ სამი ოთხზეო.
***
ძნელად გასახსნელი ხრახნიანი მინის ქილები აშკარად მამაკაცებმა მოიგონეს‚ რათა ისინი ოჯახში რაღაცისთვის მაინც იყვნენ საჭირო.

скачать dle 11.3