კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

სულხანიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სულხანი. ეს სახელი ჩვენს წინაპრებს უსესხებიათ არაბულიდან და სამართლიანს ნიშნავს.
წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“, იოანე ბაგრატიონი წერს: „აზნაური სულხანიშვილი – სუხარა არის მონასტრის სახელი ქვემო ქართლში, სომხითსა შინა და სახელით სულხან, სულხანიშვილობა გაიგვარეს, 1391 წელსა“.
1696 წელს სულხანიშვილების მიწა ესაზღვრებოდა თამაზ მგელიტიშვილის მიერ მამულა ვარმაშვილისთვის მიყიდულ ნავენახარს.
1699 წელს თევდორე სულხანიშვილმა ზურაბ თუმანიშვილს მიჰყიდა მამული წოდორეთში.
1672 წელს ისტორიულ საბუთში მოიხსნება ბასილა სულხანიშვილი.
1850 წელს, რუსეთის იმპერატორმა თავადაზნაურთა საგვარეულო სიაში, ეგრეთ წოდებულ „ხავერდის წიგნში“, სულხანიშვილებიც შეიყვანა.
საქართველოში 1 393 სულხანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 618, მცხეთაში – 125, თეთრი წყაროში – 117. არიან სხვაგანაც.
ლომოური-ლომაური
გვარის ფუძეა ცხოველის სახელი ლომი.
ამგვარი ფუძით ბევრი გვარია საქართველოში ნაწარმოები: ლომაია, ლომთათიძე, ლომთაძე, ლომაურიძე, ლომია, ლომაშვილი, ლომაძე, ლომინაშვილი, ლომიშვილი, ლომიძე, ლომკაცი, ლომუაშვილი, ლომჯარია, ლომინეიშვილი და სხვა.
ლომოური და ლომაური ერთი და იგივე გვარია.
1610 წელს ბერუა ლომაური ზებედე კათალიკოსმა მამულით უწყალობა ჯვარისმტვირთველ დავით გედეონიშვილს.
1662 წელს გასიტა ლომოური ბეჟან დვანელიშვილის მიერ ზაალ იორამაშვილისთვის მიცემულ გირავნობის წიგნში მოწმედ არის მოხსენიებული.
მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში სატივეში  მოიხსენიება ზაქარია ლომაურიძე. მას ჰყავდა ძმა შოშიტა და მოიხსენიება ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში.
საქართველოში 250 ლომოური ცხოვრობს: გორში – 95, თბილისში – 92, მცხეთაში – 34. არიან სხვაგანაც.
200 ლომაური: თბილისში – 96, ყვარელში – 63, გორში – 22. არიან სხვაგანაც.
თევდორაშვილი-თეოდოროვი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თევდორე, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ღვთის საჩუქარს ნიშნავს.
1721 წელს ფარცხისში მოიხსენიება დავით აბაბიშვილის ყმა, თამაზა თევდორაშვილი.
 თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ წინწყაროში, მცხოვრები თევდორაშვილები 1873 წლის აღწერით, ჯერ თევდოროღლებად, ხოლო 1886 წელს თეოდოროვებად ჩაწერეს და ეროვნებად ბერძენი ჩაუწერეს. შემდგომ წლებში ბევრმა თეოდოროვმა დაიბრუნა პირვანდელი გვარი – თევდორაშვილი და აღიდგინა ქართველობა.
საქართველოში 1 704 თევდორაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 552, თბილისში – 474, საგარეჯოში – 163. არიან სხვაგანაც.
თოლორდავა
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თოლორდა, რომელიც მეგრულად „თვალად იყავის“ ნიშნავს.
მკვლევარ ჯომიდავას აზრით, თოლორდავა, თოლორაია და თოდუა ერთი და იგივე გვარია. გვარის შესახებ გვხვდება, ასევე, ასეთი ინფორმაცია: გურიის მაზრის ერთ-ერთ სოფელში უცხოვრია ერთ კეთილ კაცს. ის ერთ ნათესავს დაუჩაგრავს – მისთვის ადგილ-მამულები წაურთმევია და შეურაცხყოფა მიუყენებია. კეთილ კაცს აბუჩად აგდება ვერ აუტანია და, იძულებული გამხდარა, ნათესავი მოეკლა. მკვლელი მესისხლეობას გაჰქცევია და ზუგდიდის მაზრის სოფელ მუხურისთვის შეუფარებია თავი. იქ ცირდავების გოგო მოსწონებია, მაგრამ, როგორც კი მისი ცოლად შერთვა განუზრახავს, ბატონი გამოჩენილა, რომლის აღვირახსნილობასაც ახალგაზრდებისთვის ხელი შეუშლია. კეთილი კაცი იქიდანაც აყრილა და სხვაგან გადასახლებულა. დადიანების ურჩ და პატიოსან კაცს ბატონების შიში და კრძალვა ვერ მოუშორებია და მღვდლისთვის გაუნდვია – ცოლი შევირთე, აქვე, ლუგელაში ვცხოვრობ და თქვენი იმედი მაქვსო. მღვდელს კი უთქვამს: კარგი, შვილო, ოღონდ, აქვე, თვალად ახლოს უნდა იყოო. ასე შერქმევია მის შთამომავლობას გვარი თოლორდავა.
ასევე, გვხვდება ტოპონიმები: სათოლორდო, თოლორდათი – უბანი ლეცირდესა და შიშას შორის.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის თოლორდავებს 387-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 2 127 თოლორდავა ცხოვრობს: ჩხოროწყუში – 907, თბილისში – 274, სენაკში – 170. არიან სხვაგანაც.
ფიცხელაური-არაბული
გვარი მომდინარეობს ფიცხელა არაბულისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიცხელაურები არაბულების განაყარი გვარია. ხევსურეთში ფიცხელაურებს ორმაგი გვარი – ფიცხელაური-არაბული ჰქონიათ.
ისტორიულ წყაროში გვხვდება ასეთი ჩანაწერი: „აზნაური ფიცხელაურნი არიან ძველადვე მოსახლენი ქსნის ხეობასა შინა და ცნობილნი ადრევე დროსა მეფისა ირაკლისგან და მოხელედაც დადგინებულნი რამდენიმე სახლად“.
ხევში ფიცხელაურები ერთ-ერთი დიდი გვარია. ისინი სტეფანწმინდისა და სნოს ხეობის სოფელ ქოსელში მკვიდრობენ. სტეფანწმინდაში მოსახლე ფიცხელაურები 1774 წლის აღწერის დროს სხვა გვარებით არიან ჩაწერილი. საერთო წარმომავლობა აქვთ გუდამაყრელ და მოხევე ფიცხელაურებს.
ფიცხელაურები მკვიდრობენ, ასევე, ახალციხეში. ისინი იქ გუდამაყრის სოფელ ბაკურხევიდან არიან გადმოსახლებულნი. ერთი ძმა ქოხსაში, მეორე კი სტეფანწმინდაში დასახლებულა. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების აღწერების დავთარში ფიცხელაურთა წინაპრები ქოსელის გვარით არიან ჩაწერილი.
ფიცხელაურის გვარის ბევრი შტო-გვარი გვხვდება: ბოქაულთხუციშვილი, შამხალაშვილი, რამინიშვილი, ოჩიაშვილი, გიორგიშვილი, თოლიკაშვილი, ფერიშვილი, ძამსარაშვილი, ცამციშვილი, საამიშვილი, ბეხიშვილი, თექთუმანიშვილი, არჯევანიშვილი და ასე შემდეგ.
საქართველოში 1 721 ფიცხელაური ცხოვრობს: თბილისში – 578, თელავში – 257, ყაზბეგში – 183. არიან სხვაგანაც.
ფიჩხულაშვილი-ფიჩხულოვი
გვარის ფუძეა თევზის სახეობის აღმნიშვნელი სიტყვა ფიჩხული.
1860 წელს სოლომონ ფიჩხულაშვილს მიუღია სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოება და გვარს წინ დამატებია ტერ. ასე მიიღო გვარმა სახე – ტერფიჩხულიანი.
1871 წლის აღწერაში მოიხსენიება სოლომონ ტერფიჩხელაშვილი ოჯახითურთ.
1890 წელს გვარი რუსული დაბოლოებით – ფიჩხულოვად ჩაუწერიათ.
საქართველოში დღეს 20 ფიჩხულაშვილი ცხოვრობს.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3