კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „აუდი ა4”, კვადრო, ტურბირებული, 1.8-იანი ძრავათი, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბო. შეკეთება ვცადე „აუდის” ცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან, მაგრამ ვერ უშველეს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?
პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია, თუმცა ახლის დაყენება შეიძლება, მაგრამ ტურბინის, როგორც უბრალოდ ნაწილის შეცვლით, პრობლემა არ გადაიჭრება. ამ პროცედურის შემდგომ ძრავას სჭირდება „დანასტროიკება”. თუ ნამდვილად, კონკრეტულად ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ და მანქანა კიდევ გაუმართავია, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყოს დაზიანებული, რომელიც ხელს უშლის ძრავას გამართულ მუშაობას. უმჯობესია, ისევ ცენტრს მიმართოთ და იქ დეტალური დიაგნოსტიკა გააკეთონ ტურბინის სქემის მუშაობაზე.
კითხვა: შეიძლება თუ არა არაჰიდრავლიკური საჭის მქონე ავტომობილზე რაიმე საშუალებით საჭის დარბილება, ჰიდრავლიკის დამონტაჟებით ან რაიმე სხვა ხერხით?
პასუხი: შეუძლებელი, რა თქმა უნდა, არაფერია, მით უმეტეს, თუ საქმე მექანიკურ მოწყობილობებს ეხება. მაგრამ, გააჩნია მანქანის მოდელს – არის თუ არა კონკრეტული მოდელი გათვლილი საჭის გამაძლიერებელზე, შეიძლება თუ არა სხვა ტიპის საჭის მექანიზმის ან გამაძლიერებლის მონტაჟი და სხვა. საქმე მარტივდება, თუ მსგავსი მოდელი საჭის ჰიდრავლიკური გამაძლიერებლით ქარხნიდანვე გამოდის, ანუ ასეთი მოდელი არსებობს. ამ შემთხვევაში, დაგვჭირდება საჭის მექანიზმის, ეგრეთ წოდებული „რულავოი კალონკის” და მაღალი წნევის შემქმნელი მოწყობილობის თავის მაკომპლექტებლებით (მილები, დამაკავშირებლები, სამაგრები), დაშლილებში შეძენა. სავალი ნაწილის ხელოსანი მის მონტაჟს შეძლებს. გაცილებით რთულია, თუ მსგავსი მოდელი არ არსებობს საჭის გამაძლიერებლით. ამ შემთხვევაში,  უნდა მოიგონოთ, როგორ დაამონტაჟოთ მექანიკური წნევის შემქმნელი მოწყობილობა თქვენი ავტომობილის ძრავაზე ისე, რომ ძრავის ბრუნვასთან ერთად, ხდებოდეს მისი ბრუნვა. ანდა, უნდა შეიძინოთ წნევის შემქმნელი ელექტრული მოწყობილობა, რომელსაც მოქმედებაში მოსასვლელად აკუმულატორიდან მხოლოდ კვების მიწოდება სჭირდება. ასევე, დაგჭირდებათ რომელიმე სხვა მოდელის ჰიდრავლიკური საჭის მექანიზმი, რომელიც გადაკეთებით უნდა დამონტაჟდეს თქვენს ავტომობილზე. არსებობს კიდევ ერთი ვერსია – „ოპელების” და არა მარტო „ოპელების” სხვადასხვა მოდელს გააჩნია ელექტრული გამაძლიერებლით აღჭურვილი საჭის ღერძი. თქვენ თუ ამ ღერძს დაშლილებში, ან თუნდაც ახალს შეიძენთ, ნებისმიერ ავტომობილზე საჭის მექანიზმისა და დანარჩენი მოწყობილობის შეუცვლელად, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ. რა თქმა უნდა, ამას კვალიფიციური ხელოსნის ხელი დასჭირდება. ზემოჩამოთვლილიდან ბოლო ვარიანტს წარმატებით იყენებენ „ოფროუდერები” სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის თვითნაკეთ „ჯიპებზე“.
კითხვა: მთელი ზამთარი ზამთრის საბურავებით გავატარე. ისე მოხდა, რომ ამჟამად ფინანსურად არ მაქვს ახალი საბურავების ყიდვის თავი და თუ ამ საბურავებით კიდევ რამდენიმე თვეს გავატარებ, რაიმე საფრთხის ქვეშ ხომ არ აღმოვჩნდები?
პასუხი: ზამთრის საბურავებით ზაფხულში სიარული, მით უმეტეს ჩვენნაირი ცხელი ზაფხულის პირობებში, საკმაოდ სახიფათოა. თუ მაღალი სიჩქარით გიყვართ სიარული, ცხელ პერიოდში მანევრირებისა და დამუხრუჭების დროს, ამ ტიპის საბურავების მოჭიდება საგრძნობლად უარესდება. მაგრამ, თუ ზამთრის საბურავებით ხართ აღჭურვილი და გამოცვლას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ, იაროთ შედარებით დაბალი სიჩქარით, მკვეთრი მანევრების გარეშე. ამ შემთხვევაში ზამთრის საბურავები დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, უნდა შეეგუოთ აზრს, რომ ზამთრის დადგომამდე საბურავები რბილი რეზინითაა დამზადებული და შეიძლება, შემოგაცვდეთ, მიუხედავად სიარულის ტემპისა. 
კითხვა: რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით გადათხრილი გზის მონაკვეთზე აღმოვჩნდი და მაღალი სიჩქარით საკმაოდ ბევრი თხრილი გადავიარე. ავტომობილს, ერთი შეხედვით, არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მერე და მერე, შევატყვე, რომ ოდნავ მოხვევის დროსაც კი, საბურავები წრიპინებს. რა შეიძლებოდა ავტომობილს მოსვლოდა?
პასუხი: სავარაუდოდ, თქვენს ავტომობილს დაუზიანდა სავალი ნაწილის, კერძოდ საჭის მექანიზმისა და საბურავების დამაკავშირებელი ძელები, ან საბურავის სწორი დაკიდების უზრუნველმყოფი ძელები, ან მათი დაფიქსირების ადგილები, რამაც გამოიწვია ავტომობილის ნახარის („რაზვალის”) არევა. ამაში კატასტროფული არაფერია. იმედია, თქვენმა ავტომობილმა ისეთი ძლიერი დარტყმა არ მიიღო, რომ მისი გამოსწორება „რაზვალის” გასწორებით არ მოხერხდეს. თუ ასე მოხდა, არსებობს სპეციალური დანადგარები, რომელიც დაზიანებულ დეტალებს თავის ადგილზე დააბრუნებს და ამის შემდეგ „რაზვალიც” გასწორდება.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ვაზ 2106”. არ ვიცი, რა დაემართა ამ ჩემს ავტომობილს, მაგრამ ხიდში უკვე მეოთხე, ეგრეთ წოდებული „კანეჩკა პლანეტარკა” შევცვალე და ამანაც, როგორც წინამორბედებმა ღმუილი დაიწყო. ადრე ვფიქრობდი, რომ თვითონ ნაწილებს ჰქონდა წუნი, მაგრამ ოთხივეს?! თან ვერ ვხვდები, სხვა რისი ბრალი შეიძლება იყოს, იქნებ ხელოსანი ამონტაჟებს არასწორად?
პასუხი: ზოგადად, „კანეჩკა პლანეტარკის” მონტაჟი და მისი რეგულირება არ არის მარტივი საქმე. ის საკმაოდ საპასუხისმგებლოა, რადგან აბსოლუტური სიზუსტის დაცვაა საჭირო, კბილანებმა ერთმანეთი რომ არ დააზიანოს. მისი თუნდაც უმნიშვნელოდ არასწორი დაყენება და შეიძლება თქვენ მიერ აღწერილი შედეგი მივიღოთ. მაგრამ, არის კიდევ ერთი დარღვევა, რაც მსგავს სინდრომებს იწვევს. შეიძლება, გაღუნული იყოს უკანა ხიდის მთლიანი გარე კორპუსი (ჩულოკი), რაც არცთუ ისე იშვიათად ხდება. მიუხედავად იმისა, ხელოსანი ზემოხსენებულ დეტალებს სწორად დაამონტაჟებს თუ არა, გაღუნული კორპუსის გამო, გვერდულ დაწოლას იღებს და მალე გამოდის მწყობრიდან.
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 3”. ავამუშავებ თუ არა ჩემი ავტომობილის ძრავას, ისმის არასასურველი, წრიპინის ხმა. თუ ცოტა ხანს დაველოდები, ან მაღალ ბრუნებს მივცემ და ფეხს ავუშვებ გაზს, ხმა, ხშირ შემთხვევაში, წყდება. თუ ასე არ ხდება, მიწევს იგივეს რამდენჯერმე გამეორება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ამ გაუმართაობის მიზეზი შეიძლება ორი იყოს: ძრავას რომელიმე ღვედი ან „როლიკი”, რომელიც ღვედზეა მიმაგრებული. ეს არის ღვედის დამჭიმი ან მისი ბრუნვაში მომყვანი „როლიკები”. უპირველესად, ღვედი, რომლისგანაც ხმა ისმის, უნდა დააჭიმინოთ, რადგან შესაძლოა, მოშვებულია და ამიტომაც წრიპინებს. თუ ამანაც არ უშველა, მაშინ მთლიანად გამოცვალეთ ღვედი. ესეც თუ საკმარისი არ აღმოჩნდა, მოხსენით ღვედი და მასთან დაკავშირებული ყველა „როლიკი“ ხელით მოსინჯეთ. ხელით გასინჯვის დროს, „როლიკი” არ იწრიპინებს, მაგრამ მას ექნება, ეგრეთ წოდებული, ლუფტი. ხელით ეს ძალიან იოლად ისინჯება, ტრიალისას ხელშივე შეიგრძნობთ მის უსაფრთხო და არა გლუვ ბრუნვას.

скачать dle 11.3