კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეცვლება თუ არა ძაღლს ხასიათი სტერილიზაციის შემდგომ და რა უნდა გაითვალისწინოს პატრონმა ოპერაციის დროს

უკანასკნელ წლებში აქტუალური გახდა ცხოველების სქესობრივი სტერილიზების საკითხი. ძალიან ბევრ პატრონს უჩნდება შეკითხვა ვეტერინართან, თუ რატომ უნდა ჩაუტაროს თავის ძაღლს სქესობრივი სტერილიზება, რომელ ასაკშია ამის გაკეთება უკეთესი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საკითხი ცხოველის პატრონმა უნდა გადაწყვიტოს, ვეტერინარი კი ვალდებულია, მაქსიმალურად გაარკვიოს აღნიშნულთან დაკავშირებით. ამ თემაზე კი ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ.

– აუცილებელია თუ არა ძაღლის სტერილიზაცია?
– საკითხი შემდეგნაირადაა, თუ ცხოველის მეპატრონეს არ სურს, თავისი ძაღლისგან მიიღოს შთამომავლობა და დაიტვირთოს თავი აღნიშნულზე ზრუნვით, მაშინ, უმჯობესია, ცხოველს ჩაუტაროს სტერილიზაცია.
– სტერილიზაციის გარდა  თუ არის სხვა ალტერნატივა, მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები?
– ქიმიური კონტრაცეპტივების გამოყენება არღვევს ორგანიზმის ჰორმონულ სტატუსს, რაც მომავალში იწვევს ისეთი პათოლოგიების განვითარებას, როგორიცაა: საკვერცხეების კისტა, საშვილოსნოს ლითონისებური ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს სიმსივნეები; ასევე, ხშირად ვითარდება ჰიდრო და პიომეტრიები. აღნიშნული პათოლოგიები იკურნება მხოლოდ ქირურგიული მეთოდით. გარდა ამისა, თუ არასტერილიზებული ცხოველი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა მაკედ, მისი ასაკში შესვლისას იზრდება იმის რისკი, რომ განუვითარდეს გამრავლების ორგანოების პათოლოგიები. ასევე, მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ადრეულ ასაკში სტერილიზებულ ცხოველს მნიშვნელოვნად უმცირდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკი. სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების უმრავლესობა ჰორმონდამოკიდებულია.
– ხასიათი თუ ეცვლება ძაღლს სტერილიზაციის შემდეგ?
– ხვადებს სქესობრივი აგზნების დროს შეიძლება ჩამოუყალიბდეს განსაკუთრებით ძლიერი აგრესია ძალიან ახლობელი ადამიანის და თვით პატრონის მიმართაც კი. სტერილიზაცია კი აქვეითებს მათ აგრესიას და ცხოველები ხდებიან მართვადი. კითხვაზე, თუ როგორ იცვლება ძაღლის ხასიათი სტერილიზაციის შემდეგ, შეიძლება უპასუხოთ, თითქმის ყოველთვის აგრესიული ცხოველები, ხდებიან უფრო წყნარები და მშვიდები. ცხოველის ხასიათი ძალიან არის დამოკიდებული მის ტემპერამენტზე, იმაზე, თუ როგორი იყო ის სტერილიზაციამდე. თუ ცხოველი იყო ძალიან აქტიური და მოძრავი, ის, როგორც წესი ისეთივე დარჩება.
– რაც შეეხება წონას სტერილიზაციის შემდეგ?
– ზოგიერთ ცხოველს სტერილიზაციის შემდეგ ემატება სხეულის მასა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უნდა ჩაითვალოს სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგად, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ, აქტიური რაციონით, დაბალანსებული კვებითა და   საკვებში ნაკლები კალორიებით, შეიძლება ვაკონტროლოთ ცხოველის სხეულის მასა და ის ნორმაში შევინარჩუნოთ.
– რა უკუჩვენება აქვს სტერილიზაციას?
– კიდევ უნდა აღინიშნოს ერთი უკუჩვენება, რომელიც, ძირითადად, აღინიშნება დიდი ტანის ჯიშებში – ესაა უნებლიე შარდვა, რაც გამოწვეულია იმით, რომ საშვილოსნოს ამპუტაცია მოხდა ძალიან მაღლა, ყელთან ძალიან ახლოს და ამ დროს დაზიანდა შარდის ბუშტის სპინქტერი.
– და მაინც, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ძაღლის სტერილიზაცია?
– აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ სტერილიზაცია ისეთ ცხოველებს, რომლებისგანაც არ იგეგმება შთამომავლობის მიღება; ასევე სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკის შემცირებისა და რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიების განვითარების შემცირების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია, ვიდრე შემდგომი მკურნალობა!
 აუცილებელია, ჩაუტაროთ სტერილიზაცია ისეთ ცხოველებს, რომლებიც ვერ შეძლებენ მაკეობის ნორმალურად  გადატანას და მშობიარობას იმ მიზეზით, რომ მათ აქვთ რაიმე ისეთი თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელიც ხელს შეუშლის აღნიშნულში. ესენია: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიები, მენჯის ძვლის მოტეხილობა და ასე შემდეგ.
სტერილიზაცია, ასევე, აუცილებელია აგრესიული და ავი ცხოველების როგორც პირადი, ისე გარშემო მყოფი ადამიანების უსაფრთხოების მიზნით.
 გახსოვდეთ, ოპერაციის წინ საჭიროა პატრონმა იცოდეს, რომ, სასურველია საკვერცხეებთან ერთად ძაღლის საშვილოსნოს ამოღებაც. მანვე უნდა გადაწყვიტოს, გაუკეთებს თუ არა სტერილიზაციას თავის ცხოველს და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

скачать dle 11.3