კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ნათესავებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ ქალაქ კიროვიდან საქართველოში

33 წლის ალიონა დემენევა ეძებს ანიტოვას (სახელი უცნობია).
ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემის დას. სამწუხაროდ, მისი სახელი ჩემთვის უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ გვარად ანიტოვაა. ბებია ამჟამად საკმაოდ ხნიერი უნდა იყოს. ჩვენი ისტორია საკმად ჩახლართულია, საქმე ისაა, რომ ჩემი დიდი ბაბუა (დედის მხრიდან) საქართველოში ცხოვრობდა, სადაც მას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა, რომელთაგან ერთ-ერთი ტყუპისცალი ბაბუაჩემი იყო. ბაბუას ჰყავდა და, რომლის შესახებაც ჩვენთვის არაფერია ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუკი ის ცოცხალია, ვფიქრობთ, რომ ამჟამადაც თბილისში უნდა ცხოვრობდეს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის პოვნაში.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჩემი რესპონდენტი რუსეთში, ვოლგისპირეთში, ქალაქ კიროვში ცხოვრობს და მას ჩვენი მკითხველის დიდი იმედი აქვს. თუ ვინმეს გააჩნია რაიმე ინფორმაცია ალიონას დაკარგული ბებიის ან მისი ოჯახის შესახებ, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ.
– მოგვიყევი შენი ისტორია, როგორ მოხდა, რომ ბაბუის დის შესახებ არაფერი იცი?
– ბავშვობიდან მაინტერესებდა ყველაფერი ჩემი ნათესავების შესახებ. საერთოდაც, საკმაოდ ცნობისმოყვარე პიროვნება გახლავართ და სახლში მოვიძიე ძველი დოკუმენტები, რომლებიდანაც გავიგე ჩემი დიდი ბაბუის შესახებ დედის მხრიდან. დიმიტრი ანიტოვი 1917 წლამდე ცხოვრობდა საქართველოში, კერძოდ კი თბილისში, მაშინდელ კამოს ქუჩაზე (სახლი ¹107). არ ვიცი, ამჟამად შეეცვალა ქუჩას ეს სახელწოდება თუ არა. 1917 წლის რევოლუციამდე ჩემი დიდი ბაბუა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მის მეუღლეს კი, ვერა სემიონის ასულ ანიტოვას (იგი ბაბუის გვარზე იყო) 1917 წლის 2 მარტს შეეძინა ტყუპი ქალ-ვაჟი, რომელთაგან ერთ-ერთი ტყუპისცალი ბაბუაჩემია, დედის მამა, ხოლო მეორე – ბაბუას და. სამწუხაროდ, ბაბუას დის შესახებ არაფერი ვიცით. ბავშვების გაჩენის შემდეგ, ვერა სიმონის ასული მეორედ გათხოვილა – ის ცოლად გაჰყოლია ვასილი ჟუკოვს. ასე დავკარგეთ ერთმანეთი ნათესავებმა. თუკი აღმოჩნდება, რომ ბებია ცოცხალი აღარაა, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ, ჩვენ არ ვკარგავთ მისი ან მისი ოჯახის პოვნის იმედს.
– ბაბუა თუა ცოცხალი და მან მაინც თუ იცის დის ამბავი?
– სამწუხაროდ, ბაბუაჩემი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში სულ უნდოდა ტყუპისცალი დის პოვნა. მოხდა ისე, რომ ბაბუა, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, საცხოვრებლად მინსკში გადავიდა (სწორედ იქ გაიცნო მან თავისი მეუღლე და შექმნა ოჯახი). დის შესახებ ბაბუამ 17 წლის ასაკიდან არაფერი იცოდა. მისი სახელი კი ბაბუას რატომღაც არასდროს უხსენებია და, ამიტომ, ყველაფერი, რაც ჩვენ მის შესახებ ვიცით, არის ის, რომ ის დაიბადა 1917 წლის 2 მარტს, ცხოვრობდა კამოს ქუჩაზე, მის დედას ერქვა ვერა, მამას კი – დიმიტრი.
– შენ გარდა კიდევ ვინ ეძებს თქვენს ნათესავებს?
– დედაჩემსაც ძალიან აინტერესებს, თუ რა შედეგი ექნება ამ ძიებას, თუმცა, ის ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი, ვიდრე მე. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რეალურად მხოლოდ მე ვუდგავარ სათავეში ამ ძიებას. ძალიან მინდა, ყველაფერი გავიგო ბაბუაჩემის დის შესახებ, ასევე, გავიცნო მისი ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ მე ის არასდროს მინახავს, მისადმი დიდ პატივისცემას ვგრძნობ. ბაბუაჩემი ძალიან კარგი ადამიანი იყო და, დარწმუნებული ვარ, რომ მისი დაც ასეთივე იქნება. სამწუხაროა, როდესაც იცი, რომ გყავს ნათესავები სადღაც სხვა ქვეყანაში, შენ კი მათ არ იცნობ. მინდა, გამოვასწორო ცხოვრების ეს შეცდომა და ვიპოვო ყველა, ვინც კი ნათესავად გვეკუთვნის.
– როგორ უნდა მიხვდნენ შენი ნათესავები, რომ შენ სწორედ მათ ეძებ?
– ბუნებრივია, ისინი არც მე მიცნობენ და, არც დედაჩემს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეცოდინებათ ბაბუაჩემის დის ისტორია, მისი დაბადების დღე, ის, რომ მას ჰყავდა ტყუპისცალი ძმა და ასე შემდეგ. დანარჩენს კი ჩემი მონათხრობით მიხვდებიან. მთავარია, ვიპოვოთ ისინი. თქვენი დახმარების დიდი იმედი მაქვს. სხვათა შორის, საგანგებოდ ვისწავლე რამდენიმე ფრაზა ქართულად და ახლაც განვაგრძობ ქართული ენის სწავლას იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩემს ნათესავებს რუსული არ ეცოდინებათ.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3