კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა:  ვარ 26 წლის. დაახლოებით ორი კვირაა, მკვეთრად გამიძლიერდა მადა. 7 წლის წინ მოვიკელი 11 კილოგრამი და მას შემდეგ ჩემი წონა არ შეცვლილა. ორსულობა გამორიცხულია. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: მადის ასეთი მკვეთრი გაძლიერების მიზეზი მრავალნაირია: ემოციური გადაძაბვა (სტრესი), გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვა, რომელიმე ორგანოს დაავადება და ასე შემდეგ. მიზეზის დასადგენად საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა, დაიწყეთ ფარისებრი ჯირკვლით (ექოსკოპია, ჰორმონული ანალიზი).

კითხვა:  შესაძლებელია თუ არა, პროსტატის ადენომა ონკოლოგიურ სიმსივნეებში გადაიზარდოს?

პასუხი: პროსტატის ადენომა კიბოში ტრანსფორმაციას არ განიცდის. პროსტატის კიბოს პირველადი დიაგნოსტიკისთვის საჭიროა: სისხლის ანალიზი პროსტატსპეციფიკურ ანტიგენზე, რექტალური გამოკვლევა და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის)  ექოსკოპია.

კითხვა:  მაქვს სერიოზული პრობლემა – პირიდან არასასიამოვნო სუნი, მიუხედავად იმისა, რომ პირის ღრუს სერიოზულად ვუვლი. რა შეიძლება მოვიმოქმედო?

პასუხი: პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს: სტომატოლოგიური პრობლემები, პირ-ხახის, ფილტვების ან კუჭის დაავადებები. მსგავს სიმპტომებს იწვევს კუჭის ევაკუატორული ფუნქციის დარღვევა ან ჰელიკობაქტერ პილორის ინფექციის არსებობა. უნდა ჩაიტაროთ (გამოკვლევები გასტროენტეროლოგის დანიშნულებით).

კითხვა:  საშიშია თუ არა განგრენული აპენდიციტი?

პასუხი: განგრენული აპენდიციტი სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დიდ საშიშროებას უქმნის, რადგან, შესაძლებელია  პერიტონიტის განვითარება.  

კითხვა:  ორი კვირის წინ მქონდა „კვინკეს შეშუპება” (საკვებისმიერი ალერგია). დამსვეს მკაცრ დიეტაზე. როდის შეიძლება ნორმალური კვების დაწყება?

პასუხი: მკაცრი დიეტა აუცილებელია ორი კვირის განმავლობაში, რაციონის თანდათანობითი გაფართოებით. მოერიდეთ მჟავე, ცხარე, შემწვარ-მოხრაკულ, ცხიმიან საკვებს, ციტრუსებსა და ალკოჰოლურ სასმელებს.

კითხვა:  აქვს თუ არა შიდსს სიმპტომები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება?

პასუხი: იმუნოდეფიციტის ვირუსი, შესაძლოა,  დიდი ხნის (წლების) განმავლობაში არ გამოვლინდეს. მხოლოდ მაშინ, როცა ვითარდება იმუნოდეფიციტი – დაავადების ბოლო სტადია (რომელსაც, კერძოდ, შიდსი ეწოდება), ვითარდება გაუთავებელი ინფექციები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, ასევე, ონკოლოგიური დაავადებები და ასე შემდეგ.

კითხვა:  შეიძლება თუ არა 17 კვირის ორსულისთვის დუნდულაზე ჩირქგროვის მკურნალობა ვიშნევსკის მალამოთი?

პასუხი: ორსულობის დროს კანზე ჩირქოვანი წარმონაქმნების სამკურნალოდ მიზანშეწონილია უფრო ეფექტური და ნაკლებად ტოკსიკური სამკურნალო პრეპარატების გამოყენება. თვითმკურნალობას არ გირჩევთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს!

კითხვა:  რა არის ქრონიკული შეკრულობა?

პასუხი: შეიძლება, ბევრს ჰქონია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ, ქრონიკული ყაბზობა (შეკრულობა) ორგანიზმში ბევრი უსიამოვნო შეგრძნების მიზეზი შეიძლება გახდეს: მუცლის შებერილობის, თავის ტკივილის, გაღიზიანების. ასევე, შესაძლოა, იმოქმედოს შრომისუნარიანობაზე და ხალხში გასვლაზეც კი უარი ათქმევინოს ადამიანს. ქრონიკული ყაბზობის დროს კუჭის მოქმედება ხდება არაუხშირეს 3-ჯერ კვირაში, რამდენიმე თვის განმავლობაში.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3