კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

არქიმანდრიტი რაფაელი: ამაყი ცოდვებითაა აღვსილი, მაგრამ, თავისთავად სიამაყე – ეს ისეთი ძლიერი ვნებაა, რომ ყველა დანარჩენის ჩახშობა შეუძლია. სიამაყით შეპყრობილი ადამიანი, არცთუ იშვიათად, ამ ერთით კმაყოფილდება და, ამიტომ, ერთი ზერელე შეხედვით, შესაძლოა, წესიერი და ზნეობრივიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ, ეს მოჩვენებითი წესიერება თავის თავში შეყვარებულობაზე, საკუთარი ძალებისადმი რწმენაზე, საშინელ სულიერ სიბრმავეზეა დამყარებული. ამაყისთვის მისი საკუთარი სული დაკეტილია. ამაყის სურვილები, როგორ წესი, არ სრულდება, რადგან ისინი ცრუ წინაპირობიდან მომდინარეობენ, სახელდობრ: ხალხი ისეთი უნდა იყოს მის მიმართ, როგორიც თვითონაა თავის მიმართ. ამიტომ, სურვილსა და რეალობას შორის გამუდმებული წინააღმდეგობაა; ამიტომ ამაყს ნერვები მუდამ სიმებივით აქვს დაჭიმული; ძილიც კი მძიმე და მოუსვენარი აქვს.

ნეტარი ავგუსტინე: ანგელოზები ღმერთს საკუთარი, თავისუფალი ნებით ემსახურებიან და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ, თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს: იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე.

იოანე ოქროპირი: ახალშობილი თავის მოთხოვნას ტირილით ამცნობს მშობლებს. თუ ბავშვი ტირის საპატიო მიზეზით – შია, წყურია, სცხელა, სტკივა რაიმე, მაშინ, მისი უყურადღებოდ დატოვება ამ მდგომარეობაში დიდი სისასტიკე იქნებოდა. თუ ტირილის მიზეზი უბრალო კაპრიზი ან პატივმოყვარეობაა, ამ დროს დათმობა და ხელის დაფარება დათვური სამსახურია ბავშვისთვის და, დათმობას, ჯობია, იტიროს, იგი თავისით გაჩერდება; რადგან, თითოეული ასეთი დათმობით, მოფერებით იგი უფრო ჯიუტი და თავნება გაიზრდება. არ შეიძლება ბავშვის ყველა სურვილის ასრულება, იგი უნდა მივაჩვიოთ, რომ თვითონვე დათრგუნოს და თქვას უარი თავის მოთხოვნებზე. ბავშვის მოთხოვნებზე ან თხოვნებზე აუცილებელია უარის თქმა, ეს უარი უნდა იყოს მტკიცე და ბავშვის არც ცრემლებმა, არც ხვეწნა-მუდარამ არ უნდა შეგაცვლევინოს იგი. ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი სურვილის დათრგუნვა. მიეჩვიოს თავშეკავებას, აკრძალვასა და თავგანწირვას.

პაისი მთაწმინდელი: თუ საკუთარი თავით დავკავდებით, უპირველესად, საღვთო შეწევნას დავეყრდნობით და გარეგნულზე მეტად შინაგან ღვაწლს მივანიჭებთ მნიშვნელობას, სხვებს უფრო მეტად და შედეგიანად დავეხმარებით. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ, შინაგანი სიმყუდროვე მოვიხვეჭოთ, რომელიც შეუმჩნევლად დაეხმარება შემხვედრ სულებს, რადგან, შინაგანი სულიერი მდგომარეობა სულიერ სათნოებას  გამოავლენს და სხვათა სულებსაც შეცვლის.

თეოფანე დაყუდებული: „კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?” – იკითხავს ვინმე, როცა წარმოიდგენს თვითგამოსწორების მთელ სირთულეებს. ამგვარ შეკითხვაზე მაცხოვრის პასუხით ვუპასუხებთ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.

 

скачать dle 11.3