კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქსენიას ბედნიერებისთვის

ანუ „ბუზი ბაღდადიდან მოვაო“

 მართალია, საქართველოს მოსახლეობისთვის (რომლის ჯიბიდანაც ივსება ქვეყნის ბიუჯეტი, იქიდან კი – „პირველი კავკასიურისა“) არავის უკითხავს არათუ ის, უნდოდათ თუ არა ეს სატელევიზიო არხი, არამედ, ზოგადად აზრიც კი, სამაგიეროდ, „პირველ კავკასიურში“ გამოიკვეთა ტენდენცია არ მხოლოდ რუსულენოვანი, ზედაც, რუსეთის ხელისუფლებასთან მთლად ტკბილადაც ვერმყოფი რუსი ჟურნალისტების დასაქმების ტენდენცია. შესაძლოა, იმიტომაც, „თაფლი  იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოვაო“, შევიტყვეთ, რომ ზემოხსენებულ სატელვიზიო არხზე შესაძლოა, თვით ქსენია სობჩაკიც კი დასაქმდეს (ჩვენს მშობელ ხელისუფლებას ქსენიას დასაქმება სავარაუდოდ, იმად სწადია, რომ ამ უკანასკნელს თითქოს ვლ. პუტინი შემოუწყრა). თავად დასასაქმებელი, რაკი ქართულმა მხარემ სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას დაჰპირებია, სავარაუდოდ, შეთავაზებასაც დაჰყაბულდება.
  ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რა ტიპის გადაცემას წაიყვანს არცთუ თვინიერი სობჩაკი, როგორც ის, თუ რატომ ვუხადოთ ჩვენი ისედაც ცარიელი ჯიბეებიდან ხელფასები რუსეთის ჟურნალისტებს (მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა) და, საერთოდაც, რატომ უნდა მიგიწევდეს გული სობჩაკისკენ, როცა დოსტოევსკის იწუნებ?!
ბოლოდან დაწყება ხომ არ აჯობებდა?!

скачать dle 11.3