კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუწუნა სელებრითმა პერის ჰილტონმა კრიშტიანუ რონალდუს და რის გამო არ აქვს მას გასინჯული პორტუგალიური ღვინო – „მადეირა“

 

ესპანეთის პრიმერადივიზიონში თანამედროვეობის ორი უდიდესი ფეხბურთელი ასპარეზობს: „ბარსელონაში” – ლიონელ მესი და მადრიდის „რეალში” – კრიშტიანუ რონალდუ. მას შემდეგ, რაც ეს ორეული საფეხბურთო მინდვრებზე ერთმანეთს ხვდება, ფეხბურთის ექსპერტები და უბრალო ქომაგები იმაზე დავობენ, თუ რომელი მათგანია საუკეთესო საუკეთესოთა შორის. ერთი ნაწილი მესის ღვთაებრივ ნიჭზე ლაპარაკობს, მეორე – რონალდუს უნიკალურობას აღიარებს, ორივე მხარე კი საბოლოოდ ვერ თანხმდება იმაზე, თუ ვინ არის თანამედროვე ფეხბურთის ნომერ პირველი მოთამაშე. ორივე ფეხბურთელის მიმართ გაორმაგებული ინტერესის გათვალისწინებით, ლიონელ მესის შემდგომ, გთავაზობთ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს.

* კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ  დაიბადა 1985 წლის 5 თებერვალს,  პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე. ჰოროსკოპით იგი მერწყულია, ხოლო სახელი რონალდუ მას მამამ ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის პატივსაცემად უწოდა.   

* კრიშტიანუს მშობლები: დედა – მარია დოლორესი, მამა – ხოსე დინიში, სამოყვარულო დონეზე თამაშობდა ფეხბურთს, იყო ბავშვთა ფეხბურთის გუნდ „ანდორინიას” ადმინისტრატორი, გარდაიცვალა 2005 წელს.

* კრიშტიანუს ჰყავს ძმა – ჰიუგო და ორი და: კატია და ელმა. კატია მომღერალია და სცენაზე გამოდის ფსევდონიმით „რონალდა”; ელმას კი მოდური ტანსაცმლის საკუთარი  ბუტიკი აქვს, ძმის სახელისა და საყვარელი ნომრის ინიციალებით – CR7. 

* კრიშტიანუს მამას ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და ამ მიზეზით გარდაიცვალა კიდეც 52 წლის ასაკში; ხოლო ძმას, ჰიუგოს, ნარკოტიკული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა კრიშტიანუმ ძმის დახმარება მოახერხა. თავად კრიშტიანუს არასდროს  ჰქონია მსგავსი პრობლემები, რადგან მთელი ბავშვობის განმავლობაში მამისა და ძმის მავნე ჩვევებს უყურებდა. რონალდუ არ სვამს ალკოჰოლს და დღემდე არ გაუსინჯავს გემო „მადეირასთვის“ –  ღვინისთვის, რომელსაც მის მშობლიურ კუნძულზე აყენებენ.

* პირველი საჩუქარი – ფეხბურთის ბურთი, კრიშტიანუმ მამისგან მიიღო, რომელსაც ოჯახი დღემდე ინახავს, როგორც რელიკვიას.

* ბავშვობაში კრიშტიანუს მეტსახელი „კლუივერტი” იყო, ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის პატივსაცემად. ამ ფაქტს კრიშტიანუ ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა: „10 წლის ვიყავი, პატრიკის თამაშით რომ მოვიხიბლე ჩემპიონთა ლიგის ფინალში, როდესაც მისი გოლით „აიაქსმა” „მილანი” დაამარცხა. პატრიკი ახალგაზრდა იყო და თავისზე უფროს ფეხბურთელებთან მშვენივრად თამაშობდა. მე მსიამოვნებდა, როდესაც მას მადარებდნენ.”

* ბავშვობაში კრიშტიანუ კიდევ ერთი ფეხბურთელის თამაშით იყო მოხიბლული – მისი კერპი იყო თანამემამულე ლუიშ ფიგუ. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ, მათ შორის – საყვარელი ნომერი მაისურზე. რონალდუ სიამოვნებით იხსენებს იმ დროს, როდესაც ლუიშთან ერთად ნაკრებში ასპარეზობდა და ბევრს სწავლობდა მისგან.

* ბავშვობაში კრიშტიანუ რონალდუ „ბენფიკას” ქომაგობდა, თუმცა, პროფესიული კარიერა ლისაბონის „სპორტინგში” დაიწყო.

* 17 წლის ასაკში ყმაწვილ კრიშტიანუს კუნძულ მადეირადან კონტინენტურ პორტუგალიაში მოუწია გადასვლა – მასთან კონტრაქტის გაფორმების სურვილი ლისაბონის „სპორტინგს” ჰქონდა. გუნდში ახალმისულ რონალდუს თანაკლუბელები პროვინციული აქცენტის გამო ამასხარავებდნენ.

* 2002 წელს კრიშტიანუს დებიუტი შედგა „სპორტინგის” დიდ გუნდში და პირველივე თამაშში მან ორი გოლის გატანა მოახერხა, რითაც ადგილობრივი ქომაგების სიყვარული დაიმსახურა.

* „სპორტინგიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შემთხვევითობის წყალობით მოხდა. „წითელი ეშმაკები” წინა სასეზონო მზადებას გადიოდნენ პორტუგალიაში და ერთ-ერთ სპარინგ-მატჩში „სპორტინგს” შეხვდნენ. „მანჩესტერმა” 1:3 წააგო, განსაკუთრებული პრობლემები კი ინგლისელებს ახალგაზრდა რონალდუმ შეუქმნა, რომელმაც თავისი ტექნიკური თამაშით თავგზა აუბნია მცველებს. ამ თამაშის შემდეგ ალექს ფერგიუსონმა რონალდუს ყიდვა გადაწყვიტა.

* „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თინეიჯერ ფეხბურთელად იქცა დიდ ბრიტანეთში, პირველ ორ სეზონში კი მან ხელფასის სახით 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო.

* მეშვიდე ნომერი, რომლითაც კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს, მადრიდის „რეალსა“ და პორტუგალიის ნაკრებში საკულტოდ ითვლება. „რეალში” ამ ნომრით მანამდე მადრიდელი ქომაგების კერპი – რაული ასპარეზობდა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში – ლეგენდარული ლუიშ ფიგუ. არანაკლებ საკულტო იყო ნომერი 7 მაისური „მანჩესტერ იუნაიტედში”, სადაც სხვადასხვა წლებში ამ ნომრით კლუბის ლეგენდები: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი თამაშობდნენ.

* მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ქალების მიერ ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ კაცად არის აღიარებული, მას  არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცებიც ეტრფიან. ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა გამოცემამ გეი მამაკაცებისთვის, რონალდუ წლის სექსუალურ მამაკაცად დაასახელა და ამის შემდგომ დასავლურ მედიაში დაიწყო სპეკულირება თემაზე, არის თუ არა თავად რონალდუ „ცისფერი”. თუმცა, რონალდუს ჰომოსექსუალობა მხოლოდ ჭორის დონეზე მუსირებდა და, საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი გაუთავებელი რომანებისა და სასიყვარულო ინტრიგების შესახებ ცნობილ ლამაზმანებთან, თემა მის სექსუალურ ორიენტაციაზე დაიხურა.

* ცნობილია, თუ რა უყვარს და რა არ უყვარს კრიშტიანუ რონალდუს. უყვარს: ფეხბურთი, გამარჯვება, ეროვნული ნაკრები, დასვენება, რესტორნები, მზე, საათები, მადეირა, ქაბაბი, ძვირად ღირებული ავტომობილები, წყნარი მუსიკა, საშინელებათა ჟანრის ფილმები, კარტინგი, სნუკერი, სისუფთავე და გემოვნებით ჩაცმა; არ უყვარს: წაგება, შურიანი ხალხი, ხმაური, ჭორები, დილით ადრე გაღვიძება, წვიმა, პაპარაცები, წვნიანი კერძი, დაგვიანება, ცივი წყალი, ომი, თოვლი, უხერხული ბუცები, ძალადობა, ხალხი, ვინც ეხება მის თმას, ფრჩხილების კვნეტა და ეჭვიანობა.

*2010 წელს, ლონდონში, „მადამ ტიუსოს” ცვილის ფიგურების მუზეუმში, დაიდგა კრიშტიანუ რონალდუს ცვილის ქანდაკება, სტივენ ჯერარდის, დევიდ ბექჰემისა და პელეს ფიგურების გვერდით.

* კრიშტიანუ რონალდუ პირველი არაამერიკელია, რომლის ფანების რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში”.

* 2010 წელს კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთი საყვარლისგან შვილი ეყოლა – ბიჭი, რომელსაც, მამის მსგავსად, კრიშტიანუ დაარქვეს. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აღიარა მამობა და შვილს თავისი გვარი მისცა.

* სხვადასხვა დროს, კრიშტიანუ რონალდუ, ცნობილ ინგლისელ მოდელებს – ელის გუდვინსა და ჯემა ატკინსონს ხვდებოდა; ასევე, ცნობილია მისი მცირეხნიანი რომანის შესახებ ამერიკელ სელებრითთან პერის ჰილტონთან, რომელმაც მოგვიანებით საჯაროდ განაცხადა, რომ რონალდუ მორცხვია და მას პატარა ზომის სასქესო ორგანო აქვს. 2010 წლიდან რონალდუ რუს სუპერმოდელ ირინა შეიკს ხვდება. წყვილი ბედნიერად გრძნობს თავს ერთად და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გრანდიოზული ქორწილის გადახდას აპირებს რონალდუს მშობლიურ მადეირაზე.

 

скачать dle 11.3