კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი დაიჭირეს


მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი, ლორენცო სანსი, გუშინ მადრიდის პოლიციამ დააპატიმრა. სანსს, რომელიც სამეფო კლუბს 1995-2000 წლებში უძღვებოდა, ბრალად ქვეყნიდან ანტიკვარული ნივთების გატანა ედება.

„არაფერი განსაკუთრებული არ ჩამიდენია. მე სახლში უამრავი ანტიკვარული ნივთი მაქვს, რომლებიც სხვადასხვა დროს ვიყიდე. ამჟამად იტალიური „პარა“ იყიდება და მსურდა, ამ კლუბის აქციათა გარკვეული პროცენტი მეც შემეძინა. მისმა მფლობელმა კი აქციების სანაცვლოდ ერთ-ერთი ნივთი მთხოვა და მას ვუგზავნიდი. აეროპორტში ეს ნივთი დააკავეს, მერე მე დამიჭირეს. წარმოდგენა არ მქონდა, თუ ამისათვის სპეციალური თანხმობა იყო საჭირო და ვერც ახლა ვხვდები, რატომ უნდა გავაკეთო სპეციალური საბუთი ჩემს კუთვნილ ნივთზე. ეს ხომ კერძო საკუთრებაა და, რასაც მინდა, იმას ვუზამ,“ – განაცხადა სანსმა.

ვერ გეტყვით, რა გაგრძელება ექნება ამ ამბავს, მაგრამ ნივთი, რომელიც სანსს ქვეყნიდან გაჰქონდა, 7,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.


скачать dle 11.3