კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

რომელი ფსევდონიმით დაიწყო კარიერა ჰოლივუდში არნოლდ შვარცენეგერმა და როდის გამოვიდა კინოეკრანებზე სილვესტერ სტალონეს პორნოფილმი

 

რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტში ერთი საინტერესო ფოტო გავრცელდა: საავადმყოფოს პალატაში, ორ საწოლზე, ერთმანეთის მეზობლად, მძაფრსიუჟეტიანი ფილმების სუპერვარსკვლავები, უბერებელი და უძლეველი სილვესტერ სტალონე და არნოლდ შვარცენეგერი იწვნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სუპერგმირები არაფერს უჩიოდნენ, ისინი, უბრალოდ, მძიმე კინოგადაღებების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდნენ. ფილმი, სადაც 66 წლის სტალონე და 65 წლის შვარცენეგერი ერთად მონაწილეობენ, ეკრანებზე ზაფხულში გამოვა და მას „შეუჩერებელნი 2” ეწოდება. ფილმის მოახლოებულ პრემიერასთან დაკავშირებით, საინტერესო იქნება, გავიხსენოთ 80-90-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტები.

არნოლდ შვარცენეგერი

* თავისი პირველი „ჰამერი” არნოლდ შვარცენეგერმა 1992 წელს შეიძინა 45 ათას დოლარად. ავტომობილის ძარის წონა 2,9 ტონა იყო, ხოლო სიგრძე – 2,1 მეტრი. ავტომობილი ამერიკული რეალობისთვისაც კი ზედმეტად ბევრ საწვავს მოიხმარდა და გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურებით ზიანს აყენებდა ლოს-ანჯელესს. მას შემდეგ, რაც არნოლდმა თავისი კანდიდატურა გუბერნატორის არჩევნებზე წარადგინა 2003 წელს, პირობა დადო, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ავტომობილის ძრავას წყალბადზე გადაიყვანდა. არნოლდმა პირობა შეასრულა და ძრავას გადაკეთებაში 21 ათასი დოლარი გადაიხადა.

* 1997 წელს არნოლდ შვარცენეგერმა კერძო თვითმფრინავი – „გოლფსტრიმი” შეიძინა 38 მილიონ დოლარად. 2000 წელს კი იგივე თვითმფრინავი ნაკლებ ფასად გაყიდა.

* სრულმეტრაჟიან მულტფილმში – „სიმფსონები კინოში” – არნოლდ შვარცენეგერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა.

* არნოლდ შვარცენეგერის გვარი რთულად გამოითქმება და ხშირად არასწორად მოიხსენიებენ. გერმანული ენიდან მისი გვარი „შავ მხნელს” ნიშნავს, თუმცა, კარიერის დასაწყისში მან ფსევდონიმი არნოლდ სტრონგი აიღო, რათა თავიდან აეცილებინა დაცინვები. ამის მიუხედავად, პრესაში მას ხშირად „შვარცენშნიცელად” და „შვარცენ ნიგერად” მოიხსენიებდნენ.

* არნოლდ შვარცენეგერმა ავსტრიის თავდაცვის სამინისტროსგან 1,4 მილიონ დოლარად გამოისყიდა ტანკი – „მ-47”, რომელთანაც ჯარში ყოფნის პერიოდში ჰქონდა შეხება. არნოლდმა ის ამერიკის ტერიტორიაზე გადმოიტანა და კოლუმბუსის მუზეუმში დადგა.

* 1992 წელს ჰოლივუდში შეიქმნა ეგრეთ წოდებული „შვარცენეგერიზაცია”, რაც გულისხმობდა რეალური მსახიობების ვირტუალურით შეცვლას, თუმცა რეალურად ამ სისტემის გამოყენება ათი წლის შემდგომ გახდა შესაძლებელი.

* ვენდი ლეის ვერსიით, რომლის კალამს ეკუთვნის არაოფიციალური ბიოგრაფია არნოლდ შვარცენეგერის ცხოვრების შესახებ, ირკვევა, რომ 1966-1967 წლებში მიუნჰენში ცხოვრების პერიოდში, არნოლდს ამერიკელ ჯარისკაცებზე დაცინვა უყვარდა: ის მათ გერმანულ სიტყვებს ასწავლიდა და შემდგომ იცინოდა მათ გამოთქმაზე.

* 2004 წელს, ჰავაის კუნძულებზე დასვენების დროს, არნოლდ შვარცენეგერმა წყალში დახრჩობას გადაარჩინა უცნობი ახალგაზრდა, ამოიყვანა ის ნაპირზე და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა.

* 14 წლის ასაკში არნოლდ შვარცენეგერი ისე იღლებოდა ვარჯიშებისგან, რომ მას ხელის აწევა და თმის გადავარცხნაც კი უჭირდა.

* ავსტრიული სახლი, სადაც შვარცენეგერები ცხოვრობდნენ, ერთ დროს სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელს ეკუთვნოდა და, როდესაც არისტოკრატს სახლის დატოვება მოუხდა, მან ერთი პირობის შესრულება მოითხოვა: ამ სახლში მხოლოდ პოლიციის შეფის ან მეტყევეს ოჯახს უნდა ეცხოვრა. როგორც ცნობილია, არნოლდის მამა, გუსტავ შვარცენეგერი,  პოლიციის შეფი იყო. 

* ფილმისთვის „კონან-ბარბაროსი” შვარცენეგერის ჰონორარი 250 ათას დოლარს შეადგენდა, ხოლო პირველ ფილმში, „ჰერკულესი ნიუ-იორკში”, მან 12 ათასი დოლარი აიღო. არნოლდს დანარჩენ ფილმებში შემდეგი ჰონორარები აქვს აღებული: „ტერმინატორი” – 75 ათასი დოლარი; „კომანდო” – 2 მილიონი; „მტაცებელი” – 3,5 მილიონი; „ტერმინატორი 2” – 12 მილიონი; „წამშლელი” – 20 მილიონი; „ბეტმენი და რობინი” – 25 მილიონი; „მეექვსე დღე” – 25 მილიონი; „ტერმინატორი 3” – 30 მილიონი.

სილვესტერ სტალონე

* სანამ ცნობილი გახდებოდა, სილვესტერ სტალონე ზოოპარკში მუშაობდა და ლომის გალიას ალაგებდა.

* ბევერლი-ჰილზის პოლიციელის როლი ამავე სახელწოდების ფილმში, პროდიუსერების ჩანაფიქრით, თავდაპირველად სილვესტერ სტალონეს უნდა ეთამაშა, თუმცა, სტალონემ უარი თქვა და ამ როლით ედი მერფიმ დიდ წარმატებას მიაღწია.

* „როკის” სცენარი სილვესტერ სტალონემ  დაწერა ოთახში, რომელსაც არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა, ამასთან, იგი იაფფასიან სიგარეტს, „ტრემპს” ეწეოდა.

* სილვესტერ სტალონეს ბრალად ედებოდა უკანონო სამედიცინო პრეპარატების შეტანა ავსტრალიის ტერიტორიაზე. საუბარი იყო კუნთოვანი მასის გაზრდის ჰორმონებზე, რის გამოც სტალონეს 18 ათასი დოლარი ჯარიმის გადახდა მოუხდა.

* სილვესტერ სტალონე ცაციაა.

* სილვესტერ სტალონე ემიგრანტების ოჯახში დაიბადა: მამამისი იტალიელი იყო, ხოლო დედა ოდესელი ებრაელი.

* ფილმში „როკი”, სილვესტერის მამამ, ფრენკ სტალონე-უფროსმა, სეკუნდანტის ეპიზოდური როლი შეასრულა, ხოლო ძმამ, ფრენკ სტალონემ – ქუჩის მომღერლის.

* სკოლის დამთავრებამდე სილვესტერ სტალონემ ათამდე სასწავლო დაწესებულების გამოცვლა მოასწრო. ყველა სკოლიდან მას ცუდი ხასიათისა და ხულიგნობის გამო აგდებდნენ.

* სილვესტერ სტალონეს მეტსახელია „სლაი”, თუმცა, პორნოგრაფიულ ფილმებში თამაშის დროს მას „იტალიელი კვიცის” სახელით იცნობდნენ.

* სილვესტერ სტალონეს სიმაღლე 175 სანტიმეტრია, თუმცა, ფილმებში ის გაცილებით მაღალი ჩანს.

* სტალონეს დედის მშობიარობის დროს, ბებიაქალმა ახალშობილ სილვესტერს სახის ნერვი დაუზიანა, რის გამოც, სილვესტერს აქვს ოდნავ „დაგრეხილი” ღიმილი, ჩამოწეული ცალი ქუთუთო და პარალიზებული ენა, რაც ხელს უშლიდა ნორმალურ მეტყველებაში.  თუმცა, მოგვიანებით, ლაპარაკი სილვესტერ სტალონემ, ლოგოპედების დახმარებით გამოასწორა. 

* პირველი ფილმი სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით ეკრანებზე 1970 წელს გამოვიდა, ეს იყო პორნოგრაფიული ჟანრის „წვეულება  კიტისთან და სტადთან”. „როკის” წარმატების შემდეგ, 1976 წელს, სტალონეს პორნოფილმი ხელმეორედ გამოვიდა ეკრანებზე, ამჯერად – „იტალიელი კვიცის” სახელწოდებით.

* „როკი 4-ის” გადაღებების დროს სტალონემ რამდენიმე დღე გაატარა ჰოსპიტალში. მისმა პარტნიორმა დოლფ ლუნდგრენმა მას ტრავმა მიაყენა: გადაღებების დროს სტალონე ლუნდგრენს რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოებული დარტყმების განხორციელებას სთხოვდა კადრში და, იმ დროისთვის ევროპის ჩემპიონმა კონტაქტურ კარატეში მთელი ძალით დაუშინა მუშტები სლაის. სტალონემ მადლობა გადაუხადა ლუნდგრენს თავგანწირვისთვის, თვითონ კი,  გატეხილი ნეკნის სამკურნალოდ, რამდენიმე დღით დაწვა საავადმყოფოში.

* ფილმისთვის „როკი” სტალონეს ჰონორარი 23 ათას დოლარს შეადგენდა, დანარჩენ ფილმებში მან შემდეგი ჰონორარები აიღო: „რემბო: პირველი სისხლი” – 3,5 მილიონი დოლარი; „მთელი ძალით” –  12 მილიონი; „რემბო 3” – 16 მილიონი; „ტანგო და კეში” – 15 მილიონი; „მთამსვლელი” – 15 მილიონი; „დღის სინათლე” – 17,5 მილიონი; „პოლიციელები” – 60 ათასი; „კარტერის ლიკვიდირება” – 20 მილიონი; „შეუჩერებელნი 2” – 15 მილიონი.

* ფილმ „მთამსვლელის” გადაღებების დროს, კასკადიორმა საიმონ კრეინმა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი საჰაერო ტრიუკი შეასრულა – 4 752 მეტრ სიმაღლეზე ის ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადახტა. ტრიუკი პირველივე დუბლიდან შესრულდა. სილვესტერ სტალონემ თავისი ჰონორარიდან კასკადიორს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა და მოთხოვნა წაუყენა პროდიუსერებს, რომ ეს კადრი ფილმში მოხვედრილიყო.

* თავდაპირველად რემბოს როლზე ისინჯებოდნენ ჯონ ტრავოლტა, დასტინ ჰოფმანი, ალ პაჩინო და კლინტ ისტვუდი, თუმცა, საბოლოოდ, როლი სილვესტერ სტალონეს შეხვდა. 

 

 

скачать dle 11.3