კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

იყავი ყოველთვის ქალი!

 

ჩვენ ისე ხშირად ვცვლით სიტყვა „ქალს“ სიტყვებით: ცოლი, დედა, ბებია, დიასახლისი, რომ, თანდათან გვავიწყდება, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. რა თქმა უნდა, ჩვენი ეს მრავალფეროვანი ამპლუა არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ... დარჩე ყოველთვის ჭეშმარიტ ქალად – ეს მთელი ხელოვნებაა, რომლის შესწავლაც არც ისე ადვილია, თუმცა კი აუცილებელია, პირველ ყოვლისა, ჩვენთვის, მერე კი მათთვის, ვინც ჩვენ გარშემო იმყოფება: ქმრებისთვის, შვილებისთვის, შეყვარებულებისთვის, თანამშრომლებისთვის, მეგობრებისთვის...

გაინტერესებთ, როგორ უნდა დაიბრუნოთ (ან შეიქმნათ) ჭეშმარიტი ქალის იმიჯი, უფრო სწორად კი, გახდეთ ნამდვილი ქალი?! მაშინ, ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი რჩევები:

ელეგანტურობა და სტილი. სტუმრად წასვლის წინ ჩვენი გარდერობიდან ვარჩევთ საუკეთესო კაბასა და ფეხსაცმელს, ვიკეთებთ ლამაზ სამკაულს და მაქსიმალურად ვიწესრიგებთ თმასა და სახეს, მაგრამ, სახლში ყოფნისას, ხშირად საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, რა გვაცვია და როგორ გამოვიყურებით. არადა, გახუნებულ ხალათსა და დაბრეცილ ჩუსტებში გამოწყობილს, თმაგაწეწილსა და უმაკიაჟოს, ქმარი, შვილები ან ოჯახის სხვა წევრები გვიყურებენ და, ძნელი სათქმელია, რომ ასეთი გარეგნობით მათ თვალსა და გულში პატივისცემა დავიმსახუროთ. ამიტომ, აუცილებელია, შეიძინოთ (ან, სულაც, თქვენი ძველი გარდერობიდან შეარჩიოთ) უბრალო, მაგრამ კოხტა საშინაო ტანსაცმელი; ჩაიცვათ ქოშები ორ-სამსანტიმეტრიან „ტანკეტკაზე“, ან, სულაც, ლამაზი საშინაო ჩუსტები; თმაზე თქვენი ბლუზის ან ქვედაბოლოს შესაფერისი „აბადოკი“ გაიკეთოთ და... მაშინვე შენიშნავთ, რომ ოჯახის წევრები პატივისცემითა და კმაყოფილი ღიმილით შემოგცქერიან.

კარგი მანერები. ჭეშმარიტი ქალი ბრწყინვალედ ფლობს ეტიკეტს და ზუსტად არჩევს იმ სიტყვებს, ფრაზებსა და ჟესტებს, რაც კონკრეტულ სიტუაციას შეესაბამება და, რაც მთავარია, არასდროს ღალატობს ამ სტილს. გარდა ამისა, მან იცის მოსმენა და, შეუძლია, ტონი მისცეს საზოგადოებას, რომელშიც იმყოფება.

სამკაულის ტარების (შერჩევის) ცოდნა. კოკო შანელმა თქვა: „ის, ვინც არ იცის ბიჟუტერიის ტარება, ოქროს სამკაულს იკეთებს“. ეს გამოთქმა ნებისმიერ ასაკს შეეფერება, ოღონდ, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, მხოლოდ საავტორო და განსაკუთრებით დახვეწილი ბიჟუტერია უნდა ატაროთ.

მსუბუქი კეკლუცობა. არაფერია დასაძრახი იმაში, თუ უცნობ მამაკაცს სადარბაზომდე მძიმე ჩანთის მიტანას სთხოვთ. პირიქით, ჭეშმარიტი ქალი შეეცდება, ელეგანტურად აიცილოს თავიდან სუსტი სქესისთვის შეუფერებელი ფიზიკური დატვირთვა და მოძებნის გზას, მის გვერდით შემთხვევით ჩავლილი უცნობი მამაკაციც კი განაწყოს გმირობისთვის.

ქალი – „ავაზა“. ჭეშმარიტ ქალს სიარულით შეიცნობთ: დადის რბილად, მოქნილად, მსუბუქად, თითქოს მსხვერპლს ეპარება, ან, თითქოს ცაში აფრენას აპირებს. ის წელში გამართულია, თავი ამაყად აქვს აღერილი, მკერდი – წინ წამოწეული და ხელების მოძრაობაც სინქრონშია ნაბიჯებთან.

მართალია, ასაკში მყოფი ქალბატონებისთვის ძნელია, „ავაზებად“ დარჩნენ, მაგრამ, თუ დახვეწილ სიარულს ახალგაზრდობიდანვე შეეჩვევიან, სიარულის ასეთი მანერა მათ სიბერემდე გაჰყვებათ.

 

скачать dle 11.3