კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდებიან მეგავარსკვლავები

 

დაუჯერეთ მათ რჩევებს და ორიოდე კვირაში აშკარად იგრძნობთ შედეგს:

* თუ ძილის წინ ძალიან მოგშივდათ, მიირთვით ერთი ცალი (მომცრო ზომის) ბანანი ან შოკოლადის ფილის პატარა ნატეხი.

* შაბათობით დაუთმეთ დრო საკუთარ თავს და 1-2 საათით ფიტნეს-კლუბს მიაკითხეთ. ვარჯიშის დაწყებამდე 1 საათით ადრე მიირთვით რამდენიმე ლებანი ნიგოზი და ერთი მუჭა ვაშლისა და ქლიავის ჩირი.

* ყოველ დილით, გაღვიძებიდან 5 წუთის შემდეგ, სანამ ადგებით, ლოგინშივე წაივარჯიშეთ. კვირის განმავლობაში, შაბათის გარდა, ფიტნეს-ვარჯიშები სახლში გააკეთეთ (დღეგამოშვებით).

* არაჩვეულებრივ შედეგს მოგცემთ, კვირაში ერთხელ მაინც თუ ესტუმრებით საცურაო აუზს და ერთი საათი იცურავებთ.

რაც შეეხება თავად დიეტას, ვარსკვლავები გთავაზობენ ერთი დღის კვების ნიმუშს, რომელიც, შეგიძლიათ, მომდევნო დღეებშიც იმავე რაციონით განაგრძოთ, ან, მსგავსი პროდუქტებით ჩაანაცვლოთ, მთავარია, პრინციპი დაიცვათ:

საუზმე – 8-9 საათი: უცხიმო ფაფა, 1-2 ნაჭერი ნებისმიერი ორცხობილა (ან „პეჩენია“) და შოკოლადის პატარა ნატეხი.

ლანჩი – 11-12 საათი: ნალექიანი ყავა (1 კოვზი შაქრით ან თაფლით), 2 ნაჭერი „ხლებცი“, ხილი.

სადილი – 14-15 საათი: 200 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი (ქათმის ან საქონლის), უმი ბოსტნეულის გარნირით; 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი ან უცხიმო მაწონი.

ვახშამი – 18-19 საათი: 200 გრამი მოხარშული უცხიმო თევზი, 50 გრამი ბოსტნეულის სალათა.

დაძინებამდე 1-2 საათით ადრე: 100 გრამი ხილის ჩირი, 1 ჭიქა მწვანე ჩაი (უშაქროდ).

და კიდევ: უნდა  გახსოვდეთ – მთავარია ნებისყოფა და რწმენა იმისა, რომ შესაძლოა, ძალიან სწრაფად ვერა, მაგრამ, სამაგიეროდ, ისე „მყარად“ გახდეთ, რომ აღარ მოიმატოთ დიეტის შეწყვეტის შემდეგაც კი, თანაც, თქვენი ასაკის მიუხედავად, არ მოგიდუნდებათ კანი და არ გაგიჩნდებათ ნაოჭები, რაც ასე მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალბატონისთვის.

 

скачать dle 11.3