კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გატუზოს ავტო ალბანეთში იპოვეს


2006 წელს ჯენარო გატუზოს „რენჯ როვერი“ მოჰპარეს და, იმის მიუხედავად, რომ იტალიის პოლიციამ მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა „გადააბრუნა“, ავტოს ვერსად მიაგნეს. სამაგიეროდ, გუშინ ის ალბანეთის სამართალდამცველებმა იპოვეს – ის ერთ-ერთ ალბანელ მოქალაქეს ჰყავდა.

„მანქანის ამჟამინდელი მფლობელი ამტკიცებს, რომ იგი იტალიაში წესების სრული დაცვით იყიდა და, აგერ უკვე მეექვსე თვეა, რაც ჰყავს. ჩვენ ავტომობილი ჩამოვართვით, რადგან ის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა და სიმართლის დადგენას შევეცდებით. ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საბუთებში იტალიელი გამყიდველი მართლაც არის დაფიქსირებული და ახლა ამ პიროვნებას ჩვენი იტალიელი კოლეგები ეძებენ“, – ასეთია ალბანური პოლიციის განცხადება.

შეგახსენებთ, რომ შარშან ალბანეთში დევიდ ბექჰემის „ბეემვე“ ნახეს, რომელიც დევიდს „მილანში“ თამაშის დროს მოჰპარეს. როგორც ჩანს, მილანში ამ საქმეზე სერიოზული ჯგუფი მუშაობს.


скачать dle 11.3