კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ამხელს ადამიანის დამოკიდებულება ფერების მიმართ და რომელ ფერთა გამას შეუძლია თქვენი გაბედნიერება

 

თუ გსურთ გაერკვეთ, რომელი ფერია თქვენთვის მისაღები და ბედნიერების მომტანი, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რჩევებს.

ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ვერძი – წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევს ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიოს. ამასთანავე, ვერძებს მართავენ კონტრასტული ფერები ყვითლისა და ცისფერის შერწყმით. ვერძებს არ იზიდავთ კონფლიქტური სიტუაციები და არც მეტად აგრესიულები არიან. ეს ფერები კი მათ  ხასიათს უსვამენ ხაზს.

ლომი – მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროსა და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ. ლომები ილტვიან შეუზღუდავი ბატონობისკენ, მათ საკმაოდ დიქტატორული ბუნებაც აქვთ. ნარინჯისფერი ყველაზე თბილი და პოზიტიური ფერია. ამ ზოდიაქოს ნიშანს ნარინჯისფერი ენერგიით აღავსებს, ეხმარება მათ, იპოვონ ზღვარი სურვილებსა და რეალობას შორის და ამასთანავე, დამაჯერებლობას ჰმატებს მათ. 

მშვილდოსანი – ცისფერი და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები აღნიშნავენ იმას, რომ მშვილდოსნები მეტად კომუნიკაბელურები არიან. მშვილდოსნებს მართავს წითელი ფერი, მისი გამანეიტრალებელი ფერები კი ცისფერი და მწვანეა. ცისფერი მშვილდოსნებში ფილოსოფიური საკითხებისკენ ლტოლვას განაპირობებს, მათში იდუმალებას აღძრავს და აიძულებს მსგავსი სიტუაციების გამორკვევას. 

მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

კურო – მწვანე ფერის ყველა ტონი, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერის ტონები. აღნიშნული ფერები კუროებს იმედით აღავსებენ. განაპირობებენ მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას, აიძულებენ რაციონალურ აზროვნებას. ამ ფერების დახმარებით კუროები ყოველთვის ყველაფერს რეალურად აღიქვამენ და უარს ამბობენ ოცნებაზე.

ქალწული – თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ეს ფერები ეხმარება ქალწულებს, მუდამ აკონტროლონ საკუთარი თავი, ანეიტრალებენ ხშირ შემთხვევაში მათ მოსაწყენ ხასიათს და ხალისს სძენენ მათ. ნაცრისფერი განაპირობებს მორიდებას, რაციონალურობასა და პედანტურობას. რუხი ქალწულებს ეხმარება, არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯი და მის ირგვლივ მომხდარ მნიშვნელოვან ამბებზე კარგად დაფიქრდნენ.

თხის რქა – ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფერით, დამთავრებული შავით. როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები დიდი ფანტაზიით არ გამოირჩევიან. მათთვის მისაღები ფერთა გამაც სწორედ მათ ხასიათს უსვამს ხაზს. თხის რქებს უყვართ მკაცრი ტონი. მათი ფერთა გამა ქმნის კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს. 

ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ტყუპები – იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. რუხი ტყუპებს ეხმარება, სერიოზულად განეწყონ ამა თუ იმ სიტუაციისადმი და მეტი ყურადღება გამოავლინონ მცირე დეტალებისადმი. ნარინჯისფერისა და ყვითლის დახმარებით ტყუპები ოპტიმიზმით აღივსებიან და მხიარულად უყურებენ საკუთარ ცხოვრებას. იასამნისფერი კი მათ დამაჯერებლობას ჰმატებს.

სასწორი – ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. სასწორებს აღნიშნული ფერების შერწყმა თეთრთან უყვართ, რაც მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს. ეს ფერები ხაზს უსვამს ამ ზოდიაქოს ნიშნების გამომგონებლურ და პიკანტურ ხასიათს. აღნიშნული ფერთა გამა სასწორების დამშვიდებასა და მოდუნებას განაპირობებს.

მერწყული – ყვითელი, ცისფერი, თეთრი. ეს ფერები ხაზს უსვამს მერწყულების სათუთ და საკმაოდ ნაზ შინაგან სამყაროს. აღნიშნულ ფერთა გამა ამ ზოდიაქოს ნიშნებს დადებითად და პოზიტიურად განაწყობს. მათი დახმარებით ისინი მეტად მოსიყვარულენი და ყურადღებიანი ხდებიან.

წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

კირჩხიბი – თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. კირჩხიბებს მართავს მწვანე. მათი გამანეიტრალებელი ფერები კი იასამნისფერი და ნარინჯისფერი გახლავთ. ეს ფერები მათ ეხმარება, ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ ენერგიით. აღნიშნული ფერთა გამის საშუალებით ისინი აკონტროლებენ და ძალიან მარტივად მართავენ საკუთარ თავს.

მორიელი – მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი, წითლის ტონები და ყვითელი. როგორც ცნობილია, მორიელები ემოციურობით გამოირჩევიან, ეს ფერები კი ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს. ამ ფერების საშუალებით ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან. 

თევზები – იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებენ. ასევე, აღნიშნავენ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნების მქონე ადამიანთათვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი მათ შესახებ.

 

скачать dle 11.3