კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

 

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 7 ნოემბერს, ღამის 1 საათსა და 30 წუთზე. რა არის მისი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე და რომელ პროფესიაში ელის მას წარმატებები?

პასუხი: თქვენი შვილის კარმულ მისიას წარმოადგენს ის, რომ გამოავლინოს აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივა, პასუხისმგებლობა, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭი; ასევე, უნდა იყოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების, დაეყრდნოს ოპტიმიზმს, კეთილშობილებას, გამოამჟღავნოს დიპლომატია, ყური უგდოს ინტუიციას, ისწავლოს საიდუმლოს შენახვა. ამ თვისებების გამოვლენით ის შეასრულებს თავის კარმულ-კოსმიურ მისიას და წარმატებებსაც მიაღწევს ცხოვრებაში. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგი და მისაღებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ოკულტიზმი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამასაჟო საქმე, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1971 წლის 8 დეკემბერს, გამთენიისას. რა გავაკეთო, რომ ადვილად მივაღწიო დასახულ მიზნებს და გამიმართლოს ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენ უნდა დაეყრდნოთ ინტუიციას, წარმოაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები. იყავით მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი; გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები; ასევე, იყავით უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების, დაეყრდენით ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელურობას. იყავით თავისუფლებისმოყვარე. ეს ტენდენციები ხელს შეგიწყობთ, ადვილად მიაღწიოთ წარმატებებს ცხოვრებაში.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 24 ოქტომბერს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის ბედნიერი ქორწინება და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის კარგია ქორწინება მორიელის, ქალწულის, თევზების, თხის რქის ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, შეგიძლიათ ცოტა ხნით იქ ცხოვრება და მუშაობა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: გერმანიის ბავარიის მხარე, ჰოლანდია, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, შოტლანდია, თურქეთი, ნორვეგია.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1986 წლის 15 აპრილს, დილის 11 საათსა და 35 წუთზე. უნდა უცხოეთში წასვლა. არის თუ არა უცხოეთი მისთვის კარგი და, კერძოდ, რომელ ქვეყანას ურჩევთ?

პასუხი: უცხოეთში წასვლა მისი კარმული მისია არ არის, ამიტომ პრობლემები შეექმნება. ორმაგი ძალისხმევის გარეშე რთულად მიაღწევს წარმატებებს. თუ გაემგზავრება უცხოეთში, მისთვის უკეთესია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ეგვიპტე, ბულგარეთი, ისრაელი, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 17 სექტემბერს, დილით. რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის სასურველი ოჯახის შექმნა?

პასუხი: თქვენთვის უმჯობესია ურთიერთობა ლომის, კირჩხიბის, კუროს, მორიელის ან თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ოჯახის შექმნის მიზნით. ერიდეთ „ქალწულებს“.

 

 

скачать dle 11.3